
სიახლე ვიტ ჯორჯიაშიც თუმცა კი ეს ამბავი ამ გუნდის გულშემატკივრებს ნამდვილად ვერ გაახარებს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ''ვიტ-ჯორჯიას'' ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კლიმიაშვილი უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ცნობილი გახდა, მისით უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ''ჩერნომორეცია'' დაინტერესებული.
ფეხბურთელი უკრაინაში 10 იანვარს უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ავტოავარიის გამო ეს მხოლოდ დღეს მოახერხა.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის პირდაპირ კონტრაქტზეა საუბარი თუ სინჯების მერე გადაწყდება ახალგაზრდა ფეხბურთელის საკითხი.

