ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ხიზანეიშვილმა ითამაშა


გერმანული აუფსბურგის ქართველმა ლეგიონერმა ოთარ ხიზანეიშვილმა ხანგრძლივი შესვენების შემდგეგ პირველი თამასი ჩაატარა.მისი აუფსბურგი გერმანული გრანდის მიუნხენის ბაიერნის მეორე შემაგდგენლობას შეხვდა.ოთარმა მოედანზე ნახევარი ტაიმი გაატარა მისი მოედანზე ყოფნის ერიოდში გუნდს გოლი ა რგაუშვია და 2-0ს იგებდა.საბოლოოდ კი მატჩი 3-1 დასრულდა ცვენებურის გუნდის სასარგებლოდ.

ცვლილებები 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართელოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და წარსულში დიდი დინამოს მე-9 ნომერი ვლადიმერ გუცაევი ფეხბურთს უბრუნდება.იგი 19 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.ამა წლის11-19 სექტემბერს მისი ხემძღვანელობით ნაკრებს პორტუგალიაში ელის შესარჩევი ტურნირი ნაკრების მეტოქეები იქნებიან:საბერძნეთი,აზერბაიჯანი და პორტუგალია.

საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი.


ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ”კომეტა”. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ ”ბურთაობა”-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.
რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.
ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).
პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.
0-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.
1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.
30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი - ”მერცხალი” და ”ლოკომოტივი”, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.
მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა ”მეტალურგი”.
1938 წლის აგვისტოში ”მეტალურგი” მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება ”მეტალურგი”-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის ”ელექტროსტალი”-ს, სტალინგრადის ”კრასნი ოქტიაბრი”-ს, ლენინგრადის ”მეტალურგი”-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება ”სერპ ი მოლოტი”-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის ”მეტალურგი” ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.
სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:
საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 1967, 1970, 1982 წლებში;
საქართველოს თასის ფინალისტი - 1966, 1967, 1971 წლებში;
ესტაფონის ”მეტალურგ”-ში აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:
1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.
1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი”, რომელიც იკავებს ”მეტალურგი”-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში ”მარგვეთი” საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ”მარგვეთი” ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.
სულ, 1991-1998 წლებში ს.კ. ”მარგვეთ”-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ - 43, ამარცხდა - 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.
საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი ”
1999 – 2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც ”მარგვეთი”-ს ბედი ეწია.
2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი ”
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველ სამ წელიწადში იკავებს ეროვნულ ჩემპიონატებში საპატიო 5-ე და ორჯერ 4-ე ადგილებს და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში. 2007-2008 წლის სეზონში კი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს და ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ ”ყაზბეგის” თასს.

რუსთავის ოლიმპი


სიახლეებია რუსთავულ კლუბში:ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, საფეხბურთო კლუბ `ოლიმპმა` ბევრი ფეხბურთელი დაიმატა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი კლუბი დატოვა. დღეს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდში დაბრუნდა მეკარე მირზა მერლანი, რომელიც ერთი წლის წინ, ამავე გუნდის ღირსებას იცავდა.
როგორც კლუბის პრესსამსახურის უფროსი მიშა ჯორბენაძე ამბობს, მირზა მერლანი ერთი წლის უთამაშებელია და მას მოუწევს, დაამტკიცოს, რომ ღირსია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის რიგებში თამაშის:
მიშა ჯორბენაძე: `მირზა მერლანი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, რომ მიგვეცა მისთვის შანსი. მე და არამარტო მე და საქართველოში, ალბათ, ძალიან ბევრს, მიაჩნია რომ მირზა მერლანი თუკი ფორმაშია, ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ მას ეს დასამტკიცებელი აქვს. ის ივარჯიშებს და ვნახავთ, რა შედეგს მიაღწევს`.
რაც შეეხება დათო იმედაშვილს, კლუბის პრესატაშე, ამბობს, რომ დათო იმედაშვილი გუნდიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი მას, უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება გაუჩნდება. `სატრანსფერო ფანჯარა, ჯერ ღიაა, იმედაშვილი არცერთ ქართულ გუნდში არ გადავა, მხოლოდ უცხოეთში წავა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კარგი შემოთავაზება იქნება. საერთოდ, როდესაც ჩვენ კონტრაქტებს ვაფორმებთ, ვადებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. კლუბი არცერთ ფეხბურთელს არ შეუშლის ხელს, თუ მას კარგი წინადადება გამოუჩნდება`, - ამბობს მიშა ჯორბენაძე.
რაც შეეხება სევასტი თოდუას, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში საუბრობდნენ, რომ `გაბალაშია` სინჯებზე, ჯორბენაძე აცხადებს, რომ თოდუამ გუნდთან ერთად ითამაშა ამხანაგური მატჩში და ის რჩება `ოლიმპის` შემადგენლობაში. კლუბიდან არ მიდის ასევე მიხეილ ალავიძე, რომელზეც ასევე აქტიურად საუბრობდნენ, რომ გუნდს დატოვებდა. მიშა ჯორბენაძის თქმით, მას ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა, ის არ წასულა სინჯებზე და გუნდში დარჩება. `ოლიმპის` ამხანაგური მატჩების განრიგი კი ასე გამოიყურება:
13 იანვარი - `გაგრა`
16 იანვარი - `დინამო`
19 იანვარი - `სპარტაკი`
26 იანვარი - `სიმურგი`
`ოლიმპი` ყველა ამხანაგურ შეხვედრას, რუსთავში, საკუთარ `ფოლადის` სტადიონზე გამართა

www.goli.ge-სვერსიით ჩემპიონატის ეროვნული ნაკრები


საიტმა www.goli.ge-მ გამაოქვეყნა ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატის 2009-2010 წლების პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრების მისეული ვერსია.

კალაძემ ვოლფსბურგი დააინტერესა


მიუხედავად იმისა რომ (იხილეთ სტატიების არქივი) მილანი კახა კალაძეს არსად უსვებს ქართველი ფეხბურტელის მსურველები არ ილევიან ახლა კახი გერმანიის ჩემპიონის ვოლფსბურგის ინტერესის ქვეშ მოექცა.იხილეთ სტატია რომელიც დაიბეჭდა ლელოში:
გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა �ვოლფსბურგმა� ბუნდესლიგის პირველ წრეში ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. �მგლებს� განსაკუთრებით დაცვაში გაუჭირდათ. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები, კერძოდ კი �ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგი� იტყობინება, �ვოლფსბურგმა� �მილანის� ორი ფეხბურთელი ამოიღო მიზანში. მათ შორის, ერთი საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძეა.

თავდაპირველად �მგლები� ბრაზილიელ მცველებს, მირანდას და დუგლასს უმიზნებდნენ, მაგრამ მათი შეძენა აღარ სურთ. ბერლინის �ჰერტას� და გერმანიის ნაკრების უკანახაზელმა არნე ფრიდრიხმა �ვოლფსბურგში� გადასვლაზე უარი თქვა - გუნდს გაჭირვების ჟამს ვერ მივატოვებო.

სწორედ ამიტომ, როგორც �ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგი� იტყობინება, გერმანიის ჩემპიონის ახალი სპორტული დირექტორი დიტერ ჰიონესი კალაძეს და მარეკ იანკულოვსკის უმიზნებს. ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ �მგლებს� �პალერმოს� დანიელი მცველის, სიმონ კიაერის გადაბირება სურდათ, მაგრამ სიცილიელებმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მოითხოვეს, რის შემდეგაც ჰიონესმა მათთან მოლაპარაკებები მაშინვე შეწყვიტა.

სიონიც ემზადება

ბოლნისის �სიონმა� გასულ შაბათს რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეს მატჩიც სპორტკომპლექს �ოლიმპში� გაიმართა. ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი რეგიონალლიგაში მოასპარეზე �ზოოვეტს� დაუპირისპირდა. ქვემოქართლელთა მწვრთნელმა ამ ერთ მატჩში უამრავი მოთამაშე გამოცადა, მათ შორის, ძალიან ბევრი უცნობი ფეხბურთელი, რომელთა ვინაობის დადგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. ბარემ აქვე გეტყვით, ქასრაშვილმა სინჯებზე მყოფ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი უკან გააბრუნა.

ბოლნისელებმა მატჩი ძირითადი შემადგენლობით დაიწყეს, პირველი ნახევარი შეუცვლელად ჩაამთავრეს და მინიმალური სხვაობით მოიგეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ �სიონს� სოლიდური მარაგის შექმნაც შეეძლო, მაგრამ ბოლნისელთა გუნდის შემტევ ფეხბურთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

ანგარიში მოიერიშე ნახევარმცველმა ლევან იაშვილმა გახსნა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი �სიონის� დუბლშემადგენლობაში გაატარა. ის მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ერთი მეურვე ჩამოიცილა და ძლიერი დარტყმით �ზოოვეტის� კარის დარაჯს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

შესვენების შემდეგ ბოლნისელებმა მთლიანად შეცვალეს შემადგენლობა და ამიტომაც იყო, რომ ისეთი უპირატესობა აღარ ჰქონდათ, როგორიც პირველ ტაიმში. უფრო მეტიც, მეორე ნახევრის შუაწელში წონასწორობა აღდგა და შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1.

�სიონმა� წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ბობღიაშვილი, კობაური, დიდავა, ჩიკვილაძე, გ. კვანტალიანი, ლ. იაშვილი, ლ. ნოზაძე, დეკანოსიძე, მელთაძე, უგულავა, ი. შენგელია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, რაქვიაშვილი, ნაყოფია, ოქროპირიძე, გ. ისიანი, ქურასბედიანი და ტესტირებაზე მყოფი მოთამაშეები.

როგორც ხედავთ ბოლნისელებს მარცხენაფლანგელი თენგიზ ჩიკვილაძე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ამ გუნდში ჩაამთავრა, მერე უცხოეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუმცა მისი გალეგიონერება ჯერ არ ხერხდება და ერთადერთი გამოსავალი �სიონში� დაბრუნება იყო. კვლავ ბოლნისურ კლუბშია გივი დიდავა, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი ცხინვალის �სპარტაკში� გაატარა.

ბოლნისელები დღეს კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ - ამჯერად, �ნორჩ დინამოელთან�. ჩვენი ინფორმაციით, �სიონში� ტესტირებისთვის მოთამაშეთა ახალ ნაკადს ელოდებიან.

ზვიად სტურუა ბრუნდება?

თბილისის �დინამოში� გადასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარე ზვიად სტურუას კარიერა აერია. შემდეგ იყო რუსთავის �ოლიმპი�, სადაც ძალიან იშვიათად ათამაშებდნენ. ბოლოს ზვიადი �სიონში� გადავიდა, მაგრამ გამოცდილ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი ბოლნისშიც არ მისცემია.

ბუნებრივია, ასეთმა დამოკიდებულებამ 31 წლის სტურუაზე უარყოფითად იმოქმედა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის �ლოკომოტივის� მცველმა მალხაზ ასათიანმა ჩვენთან ლაპარაკში უკმაყოფილება ვერ დამალა - ასეთი კარგი მეკარე და წესიერი პიროვნება ქართულ ფეხბურთში ბევრი არ მეგულება და ნუთუ ასეთი ძლიერი კიპერები გვყავს, სტურუას აყვანა არც ერთ ლიდერს რომ არ სურსო?

მართლაც გასაოცარია - მეკარე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ნიკა ჩხეიძის შემდეგ, ყველაზე მეტი �მშრალი� (1072 წუთი უგოლოდ) შეხვედრა ჩაატარა, საუკეთესო ასაკში არც ერთ ქართულ კლუბს არ სურს.

ზვიადი ამჟამად �სამტრედიაში� ვარჯიშობს, სადაც მის მიწვევას აპირებდნენ, თუმცა, ამბიციურ მეკარეს ძლიერ კლუბში მოხვედრის იემდი არ დაუკარგავს და ამის გამო, ჯერ მშობლიურ ქალაქში თამაშს არ ჩქარობს.

�სამტრედიაში� ჩარიცხვაზე ლაპარაკი ჯერ არ მქონია. იმედია, რაიმე წინადადება გამოჩნდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ არავინ შემხმიანებია�, - კომენტარისას სინანული და იმედგაცრუება ვერ დამალა სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ზაფხულში სტურუას ზაქათალის �სიმურგი� იწვევდა, მაგრამ კლუბში 37 წლის ვეტერანმა მეკარემ დარჩენა გადაწყვიტა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რომან პოკორამ კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე უარი თქვა.

ახალი მეკარე


დინამოელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე 26 წლის მეკარე ბექა შეყრილაძე დაიცავს. ბექა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ცხინვალის სპარტაკში გამოდიოდა.
www.fcdinamo.ge

თბილისის დინამოს ისტორია


საიტი აპირებს მომხმარებელს განაცნოს ქართული კლუბების ისტორია პირვეწლი რა თქმა უნდა საუკეთესო ქართული კლუბია.
20-იანი წლები. თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დ. ცომაია, ა. ფოჩხუა, მ. ბლანკმანი, ი. ფიოდოროვი, ნ. ანიკინი, ა. გონელი, ა. პივოვაროვი, ო. გოლდობინი, ა. გალპერინი, ს. მასლენნიკოვი და ვ. ცომაია. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0. მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი. საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა! ამ შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.
0-იანი წლები. 1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა . ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში, თბილისში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო. იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში კი თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ და საბოლოოდ 6:3! 1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.
30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...
1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ცხადია საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, არადა იმ წელს ”დინამო” შესანიშნავად ასპარეზობდა.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის ”დინამო” პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.
1944 წლის ოქტომბერში თბილისის ”დინამომ” ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.
40-50-იანი წლები. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1945 წელს განახლდა. თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...
სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ”დინამოს” მრავალგზის რეკორდსმენია.
ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის ”დინამოში” 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის ”დინამო” საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ”ზემდგომი ორგანოები” ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ”დინამოს” ოქროს მედლები დააკარგვინეს.
საბოლოოდ ”დინამო” ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ”დინამო” მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისურა ”დინამოსათვის” წარუმატებელ წლებში მოირგეს
60-იანი წლები. 1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. ”ოქროს მატჩში” კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – ”დინამომ” ”ტორპედო” 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. ”დინამომ” საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო!
”ოქროს მატჩში” “დინამოს” ღირსებას ეს ”ოქროს ფეხბურთელები” იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. და რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ”ოქროს მწვრთნელი” გავრილ კაჩალინი და ”ოქროს გუნდის ”ოქროს უფროსი” ავთანდილ ღოღობერიძე.
60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში ”დინამოს” რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, შეუდარებელი სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები...
70-იანი წლები. სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...
1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს.
ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა.
გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.
1973 წელს თბილისის ”დინამო” პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ”ატლეტიკოს” ამარცხებენ, მერე კი თვით ლისაბონის ”ბენფიკას” და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან!
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ”დინამოს” ყველაზე წარმატებული პერიოდი.
ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს ”დინამო” ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი!
1977 წელს თბილისის ”დინამო” ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა!
იმ დროს ”დინამოში” ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი...
ი წლები. 1981 წლის 13 მაისს ”დინამო” თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ იენის ”კარლ ცაისს” ამარცხებენ - 2:1.
ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ”დინამო” კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.
1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ ”დინამო” ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.
1983 წლიდან კი ”დინამოს” ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის ”დინამოსთან” უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს...
90-იანი წლები. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტსფოთის ”კოლხეთი 1913”-თან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.
1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.
1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!
1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.
ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...
უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
1996 წელს თბილისის ”დინამომ”, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის ”გრევენმახერის” (4:0, 2:2), ნორვეგიული ”მიოლდეს” (2:1, 0:0) და მოსკოვის ”ტორპედოს” (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” მარცხდებიან (1:0, 0:5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს.
მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – ”დინამოს” სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.
2000-იანი წლები
პირველი სამი წელი დინამო თბილისს სერიოზული კრიზისი ქონდა,მათ ვერცერთხელ ვერ მოახერხეს საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება,ვერც თასის...2003 წლიდან კი გუნდი ნელნელა დაუბრუნდა თავის პოზიციებს.2003,2005,2008 წლებში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა,სამჯერ თასის,ორჯერ სუპერთასი,ერთხელ მოიგო დსთ-ს თასი და გავიდა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე...
დღევანდელი დღე..
დღევანდელი შემადგენლობა 3-4 წელია ძირითად ბირთვს ინარჩუნებს თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას გუნმა ვერ მიაღწია..მხოლოდ ორჯერ მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონობა და თითო-თითოჯერ თასი და სუპერთასი მოიგეს...ევროსარბიელზე გამოვარდნენ ისეთ გუნდებთან როგორებიც ვენის რაპიდი,ათენის პანათინაიკოსი და ბელგრადის ცრვენა ზვეზდა არიან.....
გუნდის ძირითად ბირთვს მერებაშვილი,გურამ და შოთა კაშიები,ნერგაძე,ხმალაძე,კოშკაძე და მათე ვაწაძე შეადგენენ...
გუნდი ამჟამად იმყოფება ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე და 13 ქულას აგებს პირველადგილოსანთან....გასულია ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალში.....

საფეხბურთო წიგნები



წლის ბოლოს საქართველოში შედგა ორი წიგნის პრეზენტაცია ფეხბურთის გულშემატკივრებს უდავოდ დააინტერესებს ორივე წიგნი.28 დეკემბერს �შერატონ მეტეხი პალასში� შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის (�გუშინ�) პრეზენტაზია გაიმართა.ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ქართველი ფეხბურთელი უსვებს ავტობიოგრაფიულ წიგნს და თუ გავითვალისწინებთ შოთის თხრობის უნარს და მისეულ იუმორს წესით საკმაოდ კარგი წიგნი უნდა გამოვიდეს. ასევე გამოვიდა მეორე წიგნი ეს ეკუთვნის ცნობილ ქართველ მწერალ დათო ტურაშვილს იგი წარმოადგენს ასევე ავტობიოგრაფიას ოღონდ თარგმანც ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას ბიოგრაფიისას.არველაზის წიგნის ფასი არის 25 ლარი,ხოლო მარადონასის კი სულ რაღაც 7 ლარi.

ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან


�კარლსრუე� და მისი კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი ბუნდესლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. თუმცა სეზონის მეორე ნახევრის წინ ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიცია უკავიათ. იაშვილის გუნდი მე-8 ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსნებს - ბილეფელდის �არმინიასა� და დიუსელდორფის �ფორტუნას�.
სეზონის განვლილი პერიოდის შეფასება, გეგმები, ეროვნული ნაკრები და მისი ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია... ალექსანდრე იაშვილს ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ...
- ჩვენი მიზანი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ვერ ვიქნები იმ შედეგებით, რომელიც გუნდმა ზამთრის პაუზამდე აჩვენა, - თქვა იაშვილმა პირველი წრის შეფასებისას, - ბოლო 4 ტურიდან სამი მოვიგეთ და ცხრილში პოზიციები გავიუმჯობესეთ, თორემ... ამჟამად მე-8 ადგილზე ვართ და 6 ქულით ჩამოვრჩებით იმ გუნდებს, რომლებიც ბუნდესლიგაში გადამსვლელი მე-3 საგზურისთვის იბრძვიან. 6 ქულა მცირედი სხვაობა ნამდვილად არაა, მაგრამ არც იმდენია, დაუძლეველ ბარიერად რომ მივიჩნიოთ.
- საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
- 14 შეხვედრაში ვითამაშე და 5 გოლი გავიტანე, აქედან ერთხელ დუბლი შევასრულე. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. საკუთარი თამაშის შეფასება ყოველთვის მიჭირს. ურიგო არ ყოფილა, კარგი იყო, მაგრამ უფრო მეტიც შემიძლია.
- რამდენად ძლიერი შემადგენლობა გყავთ საიმისოდ, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის რეალურად იბრძოლოთ და საამისოდ უკეთესი პოზიციები გქონდეთ?
- მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს. ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს გამოცდილება აკლია... გარდა ამისა, მიმდინარე სეზონის წინ არაერთი ახალი ფეხბურთელი დაგვემატა და გუნდი უკეთესად რომ ყოფილიყო შეთამაშებული, უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით.
- რამდენადაც ვიცი, სხვადასხვა პოზიციაზე გიწევდათ თამაში...
- კი, თავდამსხმელების უკანაც ბევრი მატჩი ჩავატარე და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზეც არაერთხელ ვითამაშე. ჩვენი გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შემტევი სტილის ფეხბურთელებს ჩვენი იერიშისას სრული თავისუფლება გვაქვს. შესაბამისად, იმპროვიზაციისთვისაც მეტი საშუალება გვეძლევა. ამ თავისუფლებას ვიყენებთ კიდეც.
- ცხრილში თქვენ წინ კიდევ 7 გუნდია. ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ცხრილის სათავეში �კაიზერსლაუტერნი� და �ზანქტ პაული� არიან და ამ გუნდებს საკმაოდ ჩამოვრჩებით. ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, მომდევნო 5 გუნდია ჩვენი მთავარი კონკურენტი, მაგრამ წინ კიდევ მთელი მეორე წრეა, 17 ტური და ძნელია რაიმეს თქმა... სეზონი �მიუნხენმა� ჩინებულად დაიწყო, მაგრამ მერე ქულები დაკარგა და ამჟამად ცხრილში ჩვენ ქვემოთაა. ზამთრის პაუზისას ტრანსფერებით ზოგი გუნდი გაძლიერდება, ზოგიც შესუსტდება და ვნახოთ...
- ალბათ, თქვენი გუნდიც გაძლიერდება...
- კი, ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ვნახოთ...
- გუნდში მეორე ქართველიც ხომ არ შეგემატებათ?
- არ ვიცი, მსგავსი არაფერი მსმენია...
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, დავით თარგამაძე დაგემატოთ...
- პირველად მესმის, ასეთი ჩანაფიქრი რომ იყოს, აქამდე გავიგებდი, აზრსაც მკითხავდნენ... დათო თარგამაძის თამაში ვიცი და ჩვენს გუნდში თუ გადმოვა, ამას რა აჯობებს. ის კარგი ნახევარმცველია და ასეთი ფეხბურთელის საჭიროება გუნდებში ყოველთვისაა. ამ მხრივ არც �კარლსრუეა� გამონაკლისი, მაგრამ მის ტრანსფერზე ჩვენთან ჯერჯერობით არაფერი თქმულა.
- ახლა სანაკრებო თემაზე ვისაუბროთ. ეროვნული გუნდისთვის განვლილი წელიწადიც წარუმატებელი იყო. როგორ ფიქრობთ, ეს რით იყო განპირობებული?
- მიზეზი არაერთი იყო. პრესას თვალს ვადევნებ, ქართულ ტელეარხებზეც ხშირად ვუსმენ საფეხბურთო გადაცემებს და წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოლოდინი, რომელიც ხალხში კიდევ ერთხელ გაჩნდა, ამჯერად მაინც უნდა გავამართლოთ, იმედი არ უნდა გავუცრუოთ. ნაკრების თავკაცად თემურ ქეცბაიას დანიშვნამ გააჩინა ეს მოლოდინი და გულშემატკივარი ამჯერად მაინც უნდა გავახაროთ.
- თემურზე, როგორც ნაკრების ახალ თავკაცზე, რას იტყოდით?
- თემურ ქეცბაია ფეხბურთელობისას ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. ის ჟინით, მონდომებით, სამართლიანობით, ბრძოლისუნარიანობით, პროფესიონალიზმით და კიდევ სხვა არაერთი დადებითი თვისებით გამოირჩეოდა. ქეცბაია მწვრთნელის რანგშიც გამორჩეულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დაიმსახურა ნაკრების მწვრთნელობა. მჯერა, თემურს ეროვნულ გუნდშიც წარმატებები ექნება და საამისოდ მას ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ.
- როგორც გავიგე, თემურ ქეცბაია თბილისში ნახეთ და ესაუბრეთ კიდეც...
- კი, მცირე ხნით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი... ეს იყო და ეს.
- ქეცბაია ეროვნული გუნდის წევრ-კანდიდატებთან პირისპირ საუბარს გეგმავს...
- მან კარგად იცის თავისი საქმე. ვფიქრობ, ასეთი საუბრები საქმეს წაადგება. ამჯერად კი ჩვენ ერთმანეთი მხოლოდ მოვიკითხეთ. საქმიანი საუბარი არ გვქონია. როგორც თემურმა მითხრა, იანვრის შუა რიცხვებში თურქეთში აპირებს ჩასვლას და ალბათ, იქ იქნება ასეთი შეხვედრები.
- გულშემატკივარს იმედი არ უნდა გავუცრუოთო, თქვით და ცხადია, ქეცბაიას მიზანიც ეს არის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრებში მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტია. ამ კონტინგენტით შეძლებს ქეცბაია გულშემატკივრის გახარებას?
- კარგად მახსოვს ეროვნულ გუნდში ჩემი პირველი ნაბიჯები. მაშინ ნაკრებში ისეთი კონკურენცია იყო, რომ ჩემთან ერთად სათადარიგოთა სკამზე არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი დემეტრაძე და კიდევ სხვები ისხდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი ახლაც რომ გვყავდეს... თაობათა ცვლა კიდევ ერთხელ მოხდა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჭაბუკთა შორის ტალანტებიც გამოჩნდნენ - ჯერ ლევან ყენია, მერე ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია... სხვებიც არიან... მჯერა, 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ელიტრაუნდში გავიდა, იქაც იქნებიან ტალანტები. თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს ფეხბურთს არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ასათიანი, ამისულაშვილი, მუჯირი, მენთეშაშვილი და ის ფეხბურთელები არ გამოვიყენოთ, რომლებსაც სანაკრებო დონეზე თამაში კვლავაც შეუძლიათ. ასე რომ, თაობათა ცვლის მიუხედავად, სანაკრებო კადრები არის, სწორი მუშაობაა საჭირო და მჯერა, თემურ ქეცბაია და ჩვენ, ნაკრების ფეხბურთელები, ხალხს კვლავაც არაერთხელ გავახარებთ.

პატარა ქართველი ტალანტი მიუნხენიდან

თვის ბოლოს მიუნხენის �ბაიერნის� 16-წლამდელთა გუნდის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი 16 წლის გახდება. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქართულ ფეხბურთთან? ნორჩი ფეხბურთელი დედით (ფიქრია აფციაური-ჰუფნაგელი) ქართველია და, რაც ყველაზე მთავარია, მასაც და მის ოჯახსაც დიდი სურვილი აქვთ, ლუკა ქართულ ფეხბურთს გამოადგეს.
ლუკა �ბაიერნის� სკოლის აღზრდილია, ის ჯერ კიდევ �ბაიერნის� 11-წლამდელთა ასაკის გუნდიდან არის კლუბში და 2005 წელს მინი-მაისტერის წოდებაც მოიპოვა. შემდეგ იგივე წარმატება �ბაიერნის� 13-წლამდელთა გუნდთან ერთად გაიმეორა. სხვათა შორის, ჰუფნაგელის გარდა გუნდში (16-წლამდელებში) მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელიც �ბაიერნს� ადრიდანვე მოყვება, ეს კი ბევრს ნიშნავს. ლუკა ნახევარმცველია და ის გუნდში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს. მოგეხსენებათ, დიდ �ბაიერნში� �შვიდიანი� ფრანკ რიბერის საკუთრებაა.
შარშან ლუკამ ტანი ერთბაშად აიყარა და მას კუნთები ვერ �მიყვა�, რის გამოც საზარდული აწუხებდა. �ბაიერნის� ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს, ამ მეთოდმა გაამართლა, ლუკა დღეისათვის სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თამაშობს. ის �ბაიერნის� 16-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. სხვათა შორის, ამას წინათ �ბაიერნის� ამ გუნდმა შვეიცარიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო (ლუკასთან ერთად). შვეიცარიულ ტურნირში თბილისის ბავშვთა გუნდი �ოლიმპი� მონაწილეობდა (სამწუხაროდ, ჩვენებმა ყველა მატჩი დიდი ანგარიშით წააგეს).
ლუკას არსებობა და მისი სურვილი, ქართულ ფეხბურთს გამოადგეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. სფფ-ის წარმომადგენლებს და ოჯახს შორის გარკვეული მოლაპარაკებაც შედგა, ლუკას ოჯახი სფფ-ის წარმომადგენელს სექტემბერში მიუნხენში ელოდა. რის გამოც სამსახურიდანაც დაეთხოვნენ, მაგრამ მიუნხენში არავინ ჩასულა. მიუხედავად ამისა, ლუკა ჰუფნაგელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, მას მომავალში საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება სურს. მართალია, ლუკა გერმანიაშია დაბადებული, მაგრამ ის დედასთან და უფროს ძმასთან ერთად თბილისში ჩამოდის ხოლმე დასასვენებლად (სხვათა შორის, აგვისტოს ომის დროს ოჯახი აქ იყო და ძლივს გაასწრო გერმანიაში). ლუკა სიამოვნებით ეკონტაქტება გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს ქომაგთა კლუბ �ივერიელს�, როცა სცალია, მათთან ერთად მინი-ფეხბურთსაც თამაშობს. ეს მაშინ, როცა ქართველთა გარკვეული ნაწილი, რატომღაც, ყველანაირად ცდილობს თანამემამულეებს არ ეკონტაქტოს. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ �ივერიელის� მეშვეობით �ბაიერნში� 14 წლის დათო ჯიქიამ ივარჯიშა, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გერმანელ მწვრთნელებზე. ლუკამ დათოს �ბაიერნის� სრული ეკიპირება აჩუქა.

კახელიშვილი დინამოში


გიორგი კახელიშვილი რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ვიტ ჯორჯიაში გააატარა თბილისის დინამოში გადავიდა.ამ ამბით მოხარულები არიან როგორც თბილისური კლუბის წარმომადგენლები ისევე თვითონ ფეხბურთელის.შეგახსენებთ რომ მიმდინარე წელს ეს დინამოს პირველი სეიოზული ტრანსფერია ისე კი გუნდში ისინჯება 26 წლის მაკედონიელი მცველის.სავარაუდოდ ანთალიურ შეკრებაზე ქართულ კლუბს კიდევ რამოდენიმე უცხოელი ფეხბურთელი ჩააკიტხავს.

კობიაშვილის 90 წუთი


ლევან კობიაშვილის �ჰერტა� ესპანეთის კურორტ მალიორკაზე ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს. ბერლინელებმა პირენეებზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართეს. �მალიორკას� 23-წლამდელთა გუნდის დამარცხების შემდეგ, ფრიდჰელმ ფუნკელის გუნდი �ფრანკფურტს� გაეჯიბრა. თუ წინა შეხვედრაში კობიაშვილმა მხოლოდ პირველი 45 წუთი დაჰყო მოედანზე, ამჯერად, მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. ის ამჯერადაც დაცვის მარცხენა ფრთაზე იყო გამწესებული და როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გავარკვიეთ, კვლავაც საიმედოდ გამოიყურებოდა. 41-ე წუთზე ბერლინელები რაფაელმა დააწინაურა და �ჰერტამ� პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ფრანკფურტელებმა წონასწორობა აღადგინეს და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

გაგრა ემზადება


�გაგრა� სეზონის განახლებისთვის მზადებას 35-ე საფეხბურთო სკოლის კუთვნილ გარემონტებულ �მარაკანაზე� აგრძელებს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტ გოდერძი ჩიხრაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო სიახლეებია, ამდენად, მეორე ეტაპს �გაგრა� მინიმალური ცვლილებებით ხვდებიან.
- დავიმატეთ ნახევარმცველი გიორგი გულორდავა, რომელმაც �მგლებში� გამოიჩინა თავი, მაგრამ ბოლოს აღარ ჩანდა. ბოლნისის �სიონიდან� ნიჭიერი ირაკლი კიკნაძე მოვიყვანეთ. წასულების ვინაობა კი უკვე ცნობილია - ხუთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა.
- ფაქტობრივად, კლუბი არ გაძლიერებულა და ასე უმაღლესში ადგილის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ?
- ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კარანაძე იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ შემადგენლობით უმაღლესში დარჩენას მოვახერხებთ.
- ფაქტია, რომ პირველ ეტაპზე ამ შემადგენლობით გაგიჭირდათ. ძალიან დიდი ხომ არ არის რისკი?
- მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვიყენეთ. ალბათ, მაქსიმუმ 2 მოთამაშე თუ დაგვემატება. ისიც კარგად გვესმის, რომ გამოცდილ ფეხბურთელს დიდი როლი აკისრიათ. თუმცა ასეთი შემადგენლობა რომ გვყოლოდა, ჩვენ ვერ აღმოვაჩენდით თორნიკე ოქრიაშვილს, რომლისთვისაც სულ ერთია, ვის წინააღმდეგ თამაშობს. ნიჭიერი და თამამი ბიჭია, თითქოს მასზე არაფერი მოქმედებს... შარშან �ოლიმპში� მამუკა ფანცულაიას ერთ ფეხბურთელს რომ ვაკვირდებოდით, ოქრიაშვილი მაშინ ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. ახალგაზრდების აღმოჩენა და დაწინაურება ჩვენი დუბლების მთავარ მწვრთნელ თემურ ჩხაიძეს ევალება, რომელსაც ამის მშვენიერი ალღო გააჩნია. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, თემურის 55 წლის იუბილემ საფეხბურთო სამყარომ ასე ჩუმად რომ გაატარა. 20-ე საუკუნეში �გურიის� საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მთელი 16 წლის განმავლობაში კაპიტნობდა გუნდს... გვეგონა, მის იუბილეს აღნიშნავდნენ, მაგრამ - არაფერი მსგავსი. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და დაბადების დღეს �გაგრის� სახელით მაინც მივულოცავ.
- მუხრანის ბაზაზე რატომ არ ვარჯიშობთ?
- იმიტომ, რომ არჩილ არველაძემ და გოჩა ავსაჯანიშვილმა �მარაკანა� უსასყიდლოდ დაგვითმეს. ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. სტადიონი ისე კარგად გააკეთეს, გაოცებული დავრჩი. მეხუთე თაობის ხალიჩა დააგეს, გეგმაში აქვთ 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, მსაჯთა ოთახების, გასახდელების, საცურაო აუზისა და 4-სართულიანი სასტუმროს აშენებაც. შუა თბილისში ძალიან კარგ სპორტულ ბაზას აშენებენ. ბოლო დროს, ფეხბურთს იმდენი სტადიონი და მოედანი წაართვეს, კლუბებს პრობლემები გვექმნება. �ლოკომოტივის� ბაზაზე ჩვენი დუბლები და ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობდნენ და მორაგბეებს გადასცეს. არადა, მანამდე ბაზის დირექტორი დევნილთა გუნდს ყველანაირად ხელს გვეხმარებოდა. რაგბის გადასცეს �შევარდენი�, �სინათლე�, �ლოკომოტივის� ბაზა და სათადარიგო მოედანი, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონი და რაღა დაგვრჩა? ეროვნული სტადიონი, სადაც კლუბები, ფაქტობრივად, ვერ შევდივართ და �ლოკომოტივი�, რომელიც სათამაშოდ უვარგისია. და როგორ უნდა განხორციელდეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა? - რაჭაში, სვანეთსა და კოჯორ-კიკეთის ტყეებში? ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს ამის შეხსენება ჩვენგან არ სჭირდებათ და იმედია, ამ პროცესის შეჩერებას მოახერხებენ - ისტორიულ საფეხბურთო სტადიონებსა და ბაზებს არ უნდა ეხებოდნენ. სხვაგვარად, ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
- კარგით, ცვლილებებს მივუბრუნდეთ: ყველა ქართული კლუბი ერთი-ორ აფრიკელს მაინც აკვირდება, მაგრამ თქვენ რეკორდი დაამყარეთ და გაბონიდან მთელი გუნდი ჩამოგყავთ.
- მაისში �გაგრამ� დააარსა საკუთარი სააგენტო, რომელიც იაფფასიან ბაზრებზე ფეხბურთელების მოძიებითაა დაკავებული. ახლახან ამ სააგენტოს შუამავლობით, გაბონიდან დაგვიკავშირდა გუნდის ხელმძღვანელობა და კავშირების დამყარებაში დახმარება გვთხოვა. იციან, რომ საქართველოში გაბონის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თან საკმაოდ წარმატებითაც და, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, აქაური კლუბები ტრამპლინად გამოიყენეს. ჩვენ ყველა საკითხი მოვუგვარეთ - სად დაბინავდებიან, სად მოემზადებიან, ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია. სტუმრებიც �მარაკანას� სტადიონზე ივარჯიშებენ და სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მეტოქეთა ნაწილი უკვე შევურჩიეთ.
- გაბონელები ვის შეხვდებიან?
- 13 იანვარს ბოლნისის �სიონს�, შემდეგ ჩვენს სათადარიგო შემადგენლობას, მესამე მოწინააღმდეგის ვინაობას კი მალე დავადგენთ.
- უმაღლესი ლიგის გუნდია?
- როგორც გვითხრეს, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეა. ნიგერიაში ჩვენი პარტნიორი ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიაა და მისმა პრეზიდენტმა დაგვაკავშირა. მართალია, პარტნიორობაზე არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, მაგრამ თანამშრომლობისთვის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
- როდის ჩამოდიან და რამდენი ფეხბურთელით?
- ეს ჯერ თავადაც არ იციან. არც ის ვიცით,ზუსტად, თუ როდის მოფრინავენ. აფრიკელებს დუბაიდან 11 იანვარს ველოდებით, მაგრამ მათი მოგზაურობა ყოველთვის სიურპრიზებთანაა დაკავშირებული.
- მაინც რა სიურპრიზებთან?
- მაგალითად, შარშან ხუთის ნაცვლად, ერთი ფეხბურთელი ჩამოვიდა და ასეთი რაღაცები. აფრიკელები ევროპაში სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, ხშირად აჩერებენ და აფერხებენ. ასე რომ, მთავარია, ჩვენამდე ჩამოაღწიონ და მერე გამოჩნდება, ჰყავთ თუ არა საინტერესო ფეხბურთელები. არადა, ზუსტი გრაფიკის შედგენა აუცილებელია, რადგან გუნდები საკონტროლო მატჩებს გეგმავენ.
- როგორც ვიცით, თურქეთში შეკრებაზე მიემგზავრებით. თქვენი გრაფიკი თუ არის გარკვეული? საკონტროლო შეხვედრებს ვგულისხმობთ?
- 13 იანვარს თბილისის �დინამო� შევხვდებით და შეკრებაზე მერე გავემგზავრებით. თურქეთში მეორე შეკრებას 15 იანვრიდან დავიწყებთ და იქ ორი კვირა გავჩერდებით. თამაშების გრაფიკი ჯერ არ შეცვლილა - 20 იანვარს აზერბაიჯანულ �გაბალას� ვეთამაშებით, 23 იანვარს - კიევის �ობოლონს�, 26 იანვარს - ყაზახურ �ტობოლს�, ხოლო 29 იანვარს - კიდევ ერთ უკრაინულ გუნდ �მარიუპოლს�.
- გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია უკვე ცნობილია?
- ამას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რადგან, შესაძლოა, ორიოდე ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ.

მილანი კახას არ უშვებს


�მილანის� გენერალურ დირექტორ ადრიანო გალიანისა და კახა კალაძის პირისპირ შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი �როსონერში� რჩება. თუმცა იტალიურ პრესაში კალაძე კვლავ ფიგურირებს, როგორც შესაძლო სატრანსფერო სუბიექტი. არადა, უკვე გადაწყვეტილია, რომ კალაძე, რომელსაც �მილანთან� კონტრაქტი 2011 წლის ივნისამდე აკავშირებს, კლუბს არ შეიცვლის...
მაგრამ რაც ახლა უნდა გაცნობოთ, ესეც ფაქტია - �გაძეტა დელო სპორტის� ინფორმაციით, �ბოლონიამ� �მილანს� ოფიციალურად მიმართა კალაძის თაობაზე და სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა ითხოვა. მოგეხსენებათ, ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. ჩვენებურმა კი �ბოლონიაზე� უარი თქვა, შესაბამისად, �მილანმა� ემილიურ კლუბს უარი შეუთვალა.
იტალიური წყაროებს თუ დავუჯერებთ, კალაძე �ჯენოას� ინტერესთა სფეროშიც ყოფილა. თუმცა ინტერესი ერთია და მისი განხორციელება კიდევ - მეორე. რა თქმა უნდა, �როსონერი� გენუელებსაც უარით გაისტუმრებს.

ხმალაძე ჰაპოელში ვერ მოხვდა.


როგორც ცნობილი გახდა ლევან ხმალაძეს მცდელობა ჩარიცხულიყო თელავივის ჰაპოელში უშედეგოდ დამთავრდა.სავარაუდოდ დინამოს კაპიტანი კარიერას ისევ თბილისურ გუნდში გააგრძელებს.

დვალიშვილის მორიგი დუბლი


თუკი ვინმე 2009 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედს აძლევდა, პირველი ლადო დვალიშვილი იყო. და ჰა, 23 წლის ფორვარდმა 2010 წელი ისე დაიწყო... ჰაიფას �მაქაბის� ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა - ჯერ 2 იანვარს აკოს �ჰაპოელის� წინააღმდეგ, ახლა კი შაბათს, შინ რაანანას �ჰაპოელის� წინააღმდეგ. ეს შეხვედრა ლიდერმა 3:0 მოიგო. დვალიშვილმა �კირიატ ელიეზერზე� 35-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მას შემდეგ, რაც მარცხნიდან რაფაელოვის ჩაწოდებულს საჯარიმოს ცენტრში დაუხვდა. მეორე გოლი, რომელიც ქართველმა ტაიმის მიწურულს გაიტანა, პირველის ანალოგიური იყო - კვლავ ისე მოიქცა, როგორც მაღალი კლასის ცენტრფორვარდს შეშვენის. სხვათა შორის, ამჯერადაც მარცხნიდან ჩააწოდეს, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამჯერად ჩვენებურმა უფრო მაღალ კუთხეში გაიტანა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლადომ ყვითელი ბარათი მიიღო. ზედიზედ ორ თამაშში 4 გოლის გატანის შემდეგ, მას ლიგატ ჰ'აალში 11 გატანილი ბურთი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით დვალიშვილი ისრაელში მხოლოდ თანაგუნდელ შლომი არბაიტმანს (14 გოლი) და თელ ავივის �ჰაპოელის� ფორვარდ ეტეი შეხტერს (13) ჩამორჩება. დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას გუნდი კი 17 თამაშიდან 48 ქულით (16 მოგება!) პირველ ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ თელ-ავივის �ჰაპოელს�, სადაც ზურაბ მენთეშაშვილი თამაშობს

ყაზახური კოშმარი


ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა �ზესტაფონმა� გუშინ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი ყაზახურ �ტობოლს� (კუსტანაი) გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით - 5:0 დამარცხდა. ეს გუნდი ზესტაფონელთათვის გადაულახავ ბარიერად იქცა. შეგახსენებთ, რომ იმერლები �ტობოლს� ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშებაში შეხვდნენ და პირველივე რაუნდში დამარცხდნენ (0:3, 2:0). �ზესტაფონის� ერთადერთი, თუმც არამყარი არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ �ტობოლი� მზადების სხვა ეტაპზეა და შესაბამისად, უკეთეს კონდიციებშიც იმყოფება. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ყაზახურ გუნდთან არ უნდა აგებდეს.

�ზესტაფონს� ცენტრალური მცველები - გიორგი ხიდეშელი და გიორგი ონიანი აკლდნენ. კარს სლოვენიელი მეკარე ნემანია იოზიჩი იცავდა. ყაზახებმა 4 გოლი (აქედან 3 - პირველ ტაიმში) მას გაუტანეს, ერთი ბურთი კი კახა მეშველიანმა გამოიტანა ბადიდან. ცნობისთვის, ბალკანელი მეკარე ველენიეს �რუდარსა� და პტუის �დრავაში� ასპარეზობდა.

ზესტაფონელებმა �ტობოლთან� ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: იოზიჩი (72. მეშველიანი), მჭედლიშვილი (54. ბენაშვილი), ლობჟანიძე (60. გორგიაშვილი), კაჭკაჭიშვილი, ელიავა (64. მაკარიანი), დაუშვილი (60. ცხადაია), კორღალიძე (54. ძარია), გრიგალაშვილი, აფციაური (64. მიქაბერიძე), გელაშვილი (62. წინამძღვრიშვილი), დვალი (62. ნ. კვასხვაძე).

სამაგიეროდ, გაიმარჯვეს �ზესტაფონის� დუბლებმა. მათ ადგილობრივი ქვედალიგოსანი �მანავგასფორი� 5:3 დაამარცხეს. გიორგი ჯოხაძემ, გიორგი გურაბანიძემ და ნოდარ კიკნაველიძემ თითო ბურთი გაიტანეს, გიორგი ჭანკოტაძემ კი დუბლი მიითვალა.

�ზესტაფონი 2�-ის შემადგენლობა ასეთი იყო: კიკაბიძე (73. გიორგაძე), კობახიძე, გურაბანიძე (78. გეწაძე), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, ამაშუკელი, ჭანკოტაძე (70. ლომია), გიორგობიანი (62. გაჩეჩილაძე), კიკნაველიძე (41. კაპანაძე), ჯოხაძე (70. სარდანაძე), ჩიხლაძე (50. ღირდალაძე).

თბილისური კრახი.

დინამო – I B S U /შავი ზღვის უნივერსიტეტი/ 0-1

27-გიორგი ჯიშკარიანი

პირველ ტაიმში ითამაშეს: ლორია, მგალობლიშვილი, კაკუბავა, კრსტესკი, ოთარაშვილი, ლექვთაძე, მამუჩაშვილი, ნემსაძე, წენგუაშვილი, თექთუმანიძე, აკირემი.
მეორე ტაიმი: შეყრილაძე, მინდორაშვილი, გეთიაშვილი/60-გ.კაშია/, გველესიანი/60-ჩადუნელი/, ოთარაშვილი/60-თომაშვილი/, ლექვთაძე/60-შ.კაშია/, ქავთარაძე/ედნილსონი-60/, ავსაჯანიშვილი/60-ფირცხალავა/, წენგუაშვილი/60-კოშკაძე/, ქანთარია/60-ვაწაძე/, სიხარულიძე.
www.fcdinamo.ge

დღეს ჟორდანიას გუნდს სარჩელი შეაქვს.ბრძოლა დინამოსთვის იწყება

დაინრუნებს ჟორდანია დინამოს?

მერაბ ჟორდანიასა და მის მხარდამჭერებს, თბილისის �დინამოს� დაბრუნების მოთხოვნით, გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი უნდა შეეტანათ. თუმცა ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თანაშემწე თათია ბურდულის თქმით, ფედერაციაში მსგავსი შინაარსის დოკუმენტი არ მიუღიათ:
�თბილისის �დინამოს� ძველ მეპატრონეებს არანაირი განცხადება არ წარმოუდგენიათ. როდის განიხილავენ საკითხს? რამდენადაც ვიცი, შესაძლოა, საკითხი უახლოეს აღმასკომზე განიხილონ�, - გვითხრა ქალბატონმა თათიამ.
მერაბ ჟორდანიას ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახესთან, �დინამოსა� და ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რომიკო შოთაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. ასე რომ, იძულებულნი გავხდით, ინფორმაციები საკუთარი კავშირებით მოგვეპოვებინა და დავადგინეთ, რომ სარჩელის შეტანა ნოტარიუსთან დაკავშირებული საკითხების გამო ვერ მოხერხდა და ფედერაციაში საამისოდ საჭირო დოკუმენტაციას დღეს წარადგენენ. და კიდევ: მერაბ ჟორდანია და კომპანია იმედოვნებენ, რომ საქმის მსვლელობა აუცილებლად მათთვის სასურველი მიმართულებით წარიმართება და თბილისის �დინამოს� უკვე მეორე წრეში დაიბრუნებენ. რამდენად საფუძვლიანია ეს იმედები, ამას მომავალი გვიჩვენებს.
წესითა და რიგით, ეს დავა სპორტულ ან საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა განეხილა. თუმცა საქართველოში მსგავსი ორგანო არ არსებობს, რაც 21-ე საუკუნის სპორტის პირობებში წარმოუდგენელი რამაა. ამგვარი არბიტრაჟი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს და საფეხბურთო დავების მოგვარებაში მას უდიდესი როლი ენიჭება.
ასე მაგალითად, ცნობილი საფეხბურთო სკანდალის შედეგად იტალიაში ოთხი წამყვანი კლუბი დაისაჯა. აპენინურმა საფეხბურთო ტრიბუნალმა გრანდებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა და მათ საკუთარი უფლებების დაცვა მხოლოდ საარბიტრაჟო სასამართლოში შეძლეს.
გემახსოვრებათ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისა და �ბარსელონას� სერიოზული დავა, ლიონელ მესის ოლიმპიადაზე მონაწილეობა-არმონაწილეობის გამო. ასეთივე დაპირისპირება სამხრეთამერიკელებს დიეგოსა და რაფინიას გამო, �ვერდერსა� და �შალკესთანაც� ჰქონდათ. ეს დავა ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა.
საბერძნეთში გადავინაცვლოთ. 2007/08 წლების სეზონის შემდეგ �ოლიმპიაკოსს� ჩემპიონობის ჩამორთმევას უპირებდნენ. უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნილ �აპოლონს� სადისციპლინო კომიტეტმა �ოლიმპიაკოსთან� ტექნიკური წაგება (არადა, 1:0 მოუგო) ჩაუთვალა. საქმე ის იყო, რომ მის შემადგენლობაში ითამაშა რომან უოლნერმა, რომელიც იმავე სეზონში ორ სხვა კლუბში ირიცხებოდა. ფიფა კი ერთ სეზონში სამი კლუბის გამოცვლას კატეგორიულად კრძალავს. �აპოლონმა� გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა... საბოლოოდ, პირეოსელებს ჩემპიონობა შეუნარჩუნეს, მაგრამ ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საარბიტრაჟო სასამართლო დიდი მნიშვნელობის დავებს განიხილავს.
სადავო საკითხების გახსენება კიდევ მრავლად შეიძლება. ცუდი ის იყო, რომ საქართველოში ასეთი ორგანო არ არსებობდა, რაც საზოგადოებამ გია ჭანტურიასა და �ზესტაფონს� შორის დავის დროს შეიტყო. საინტერესოა, რომ ეს თემა ფეხბურთელმა წამოჭრა. �ზესტაფონის� ყოფილმა მეკარემ დავის სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელება გადაწყვიტა, რადგან ფედერაციის აღმასკომმა მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღმოაჩინა, რომ საარბიტრაჟო სასამართლო, ელემენტარულად, არ არსებობდა. არადა, ფიფა ეროვნულ ფედერაციებს მსგავსი ორგანოს შექმნას ავალდებულებს...
მოკლედ, ჭანტურიას საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება არ მიეცა, რადგან ფეხბურთელებს
სამოქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანა ეკრძალებათ. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ბევრი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი საკუთარ შელახულ უფლებებს ვერ იცავს.
ამიტომაც, დამაიმედებლად გვეჩვენა, ჯერ კიდევ ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ზუგდიდში სამეგრელოს ფეხბურთის მესვეურებსა და გულშემატკივრებთან შეხვედრისას სიჭინავას განცხადება, რომ ახალი წლიდან ფეხბურთის ფედერაციაში საარბიტრაჟო სასამართლო ამუშავდებოდა.
თათია ბურდულის თქმით, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს შესაქმნელად მუშაობა დასასრულს უახლოვდება. წესით, მერაბ ჟორდანიასაც სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში უნდა შეეტანა და იგივე გვითხრა გია ჭანტურიამ - �ზესტაფონთან� დავის განხილვისთვის ამ ორგანოს ამოქმედებას ველოდებიო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერების კომისიის ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას მივმართეთ.
- ბატონო რევაზ, მერაბ ჟორდანიას ჯგუფის საკითხის განსახილველად რა პროცედურებია ჩასატარებელი?
- გააჩნია, რა სახის სარჩელს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე გადაწყდება, ვინ განიხილავს - ფედერაცია თუ საარბიტრაჟო სასამართლო.
- საარბიტრაჟო სასამართლოს ამოქმედებას რა აბრკოლებს?
- ის უკვე დაფუძნებულია, მაგრამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, საამისოდ კი გარკვეული დროა საჭირო. შესაძლოა, ხვალ ან ზეგაც ამოქმედდეს.
- ვინ არის არბიტრაჟის დამფუძნებელი?
- ეს იქნება არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ, ზოგადად - კერძო სპორტული არბიტრაჟი. ჩვენთან ისიც არ არსებობდა. ფიფას მოთხოვნაა, თუკი ქვეყანაში სპორტული არ არსებობს, საფეხბურთო არბიტრაჟი უნდა ჩამოყალიბდეს. ჰოდა, რაკი ახლა სპორტული ამოქმედდება, ცალკე საფეხბურთო არბიტრაჟის საჭიროება აღარ არის და ახალი ორგანო სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელს მოემსახურება.