ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ხიზანა ნიუკასკლში ბრუნდება?


ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა გასული წელი ჩემპიონშიფის ლიდერ �ნიუკასლში� ჩაამთავრა. დეკემბრის ბოლოს, ხიზანიშვილს საიჯარო 3 თვიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავის კლუბს, �ბლექბერნს� დაუბრუნდა. თუმცა, ხიზანიშვილი მწვრთნელ სემ ელერდაისის გეგმაში კვლავ არაა. ბუნებრივია, ზურა ისევ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს და ამ საკითხზე მისი აგენტი ათოლ სტილი მუშაობს.
დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, ბრიტანულ საიტებზე არაერთი ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, �ნიუკასლს� 6-თვიანი საიჯარო კონტრაქტით ქართველი მცველის დაბრუნება სურდა. თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა. ზურა კვლავ �ნიუკასლის� პასუხს ელის. ჩვენი ინფორმაციით, მისმა აგენტმა ქართველი მცველით პრემიერლიგის ორი კლუბი დააინტერესა, მაგრამ �ბლექბერნს� პრემიერლიგის სხვა კლუბში ზურას გაშვება არ სურს და მის მხოლოდ ჩემპიონშიფში, ანაც სხვა ქვეყანაში განათხოვრებაზეა ყაბულს. ჩვენი ინფორმაციით, ხიზანიშვილით პრემიერლიგიდან �ბოლტონი� და �ჰალი� არიან დაინტერესებულები, მაგრამ...
დაბოლოს, გავიგეთ ისიც, რომ ეროვნული ნაკრების მცველით �ვესტ ბრომვიჩიცაა� დაინტერესებული. ეს კლუბი ჩემპიონშიფში 46 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ �ნიუკასლს� 6 ქულით ჩამორჩება. თუმცა, შესაძლოა სტილმა ზურათი სხვა ქვეყნის კლუბებიც დააინტერესოს. წესით ხიზანიშვილის საკითხი მალე უნდა დასრულდეს, რადგან სატრანსფერო პერრიოდის დასრულებამდე 11 დღეა დარჩენილი.

ახალგაზრდები თურქეთში

23-30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი მატჩებისთვის თურქეთში მოემზადება. გუნდის მთავარი მწვრთნელის ოთარ გაბელიას თქმით, მოწინააღმდეგეთა ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.
�ჯერ არ ვიცით, ვის შევხვდებით, მაგრამ ორ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. თავიდან გვითხრეს, შვეიცარიის გუნდი, ავსტრიული �რაპიდი� და კორეის ეროვნული ნაკრები, მაგრამ ამ უკანასკნელთან შეხვედრის თარიღის დადგენა თავიდანვე ვერ მოხერხდა და შემდეგ ჩვენც უარი ვთქვით, რადგან კორეა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ ბავშვებს ხომ არ მოვკლავდით?! ახლა ყველაზე რეალური შვეიცარიულ �თუნსა� და �სენტ გალენთან� გაჯიბრებაა. წესით, თურქეთში გამგზავრებამდე ეს ყველაფერი გაირკვევა�, - გვითხრა გაბელიამ.

სტატია იაშკაზე


ეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურში ალექსანდრე იაშვილის �კარლსრუე� სტუმრად აახენში �ალემანიასთან� 1:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში სტუმრებმა ქართველი ფორვარდის გარეშე ითამაშეს. კაპიტანმა იაშვილმა ეს ტური ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა. იაშვილის დანაკლისი კარლსრუელებს რომ დაეტყოთ, ეს არაერთმა გერმანულმა ვებგვერდმა აღნიშნა. საიტმა Bადისცჰე-ძეიტუნგ-მა კი საქართველოს ნაკრების წევრს ვრცელი მასალა მიუძღვნა, რომელიც ქართველი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. წერილის სათაურია �ლამაზი თამაში, კარგი სპექტაკლია� და ის ფეხბურთელის წარსულ წლებს, საქართველოსა და ჩვენს ნაკრებს ეხება. ამ მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ...
�ქართველი სადმე საზეიმოდ თუ არ მიდის, შინ მაინც არ რჩება, ცოლ-შვილთან ერთად, ანაც მარტო თავისიანებთან მიდის (ეს ერთმა მეგობარმა მითხრა და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი). ეს თავისიანები კი უმეტეს შემთხვევაში მისი თანამემამულეები არიან. სწორედ ასეთია �კარლსრუეს� კაპიტან ალექსანდრე იაშვილის ცხოვრების წესი. ასე ცხოვრობდა თანამემამულეებთან ერთად იაშვილი �ფრაიბურგში� თამაშისას. ის �ფრაიბურგში�, თანამემამულეებთან, ლევან კობიაშვილთან და ლევან ცქიტიშვილთან ერთად, წლების განმავლობაში წამყვანი ფიგურა იყო... თუმცა ამჯერად �აკუნა�, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ჩვენი თხოვნით შინაა, კარს გვიღებს და სასტუმრო ოთახში გვეპატიჟება...
�ფრაიბურგში� და �კარლსრუეშიც� იაშვილი ისეთივე საჭირო ფიგურაა გუნდისთვის, როგორიც �ოქროს წლებში� რონალდო იყო�, - ეს ჩემი სიტყვები არაა, �კარლსრუეს� სტაჟიან გულშემატკივართა მოსაზრებაა და ვფიქრობ, ამაში გადაჭარბებული არაფერი უნდა იყოს. იაშვილს იშვიათი ტექნიკა აქვს, სწრაფი გარღვევითა და �ბურთის დამალვით� გამოირჩევა. მისთვის ძნელია ბურთის ართმევა, ამიტომაც მასთან ორთაბრძოლაში მეტოქე იშვიათად რჩება მოგებული...
�კარგი თამაში ყოველთვის გამორჩეული სანახაობაა და ბევრს ხიბლავს. თეატრის დარად, ფეხბურთსაც მაყურებელი და აპლოდისმენტები ამშვენებს. წარმატებასთან ერთად ლამაზად თუ თამაშობ, გულშემატკივარიც მეტი გყავს. ლამაზად თამაში მიყვარს... ლამაზი თამაში კარგი სპექტაკლია და როცა შეგიძლია, ეს უნდა შესთავაზო კიდეც ხალხს�, - ასე ადარებს ფეხბურთს და თეატრს ტექნიკურობით გამორჩეული ქართველი.
33 წლის ტანმორჩილი, მაგრამ ბურთის ფლობითა და ტექნიკით გამორჩეული იაშვილი, საქართველოდანაა, ქვეყნიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მორიგი აგრესია განახორციელა, სეპარატისტული რეგიონი კიდევ უფრო ჩამოაშორა საქართველოს და მერე აფხაზეთთან ერთად მისი დამოუკიდებლობაც აღიარა...
�საშინელებაა, რაც მოხდა. ეს უკვე წარსულია და აღარ მინდა მისი გახსენება. მთავარია, ახლა ჩემს სამშობლოში სიმშვიდეა და იმედი მაქვს, ეს მშვიდობა აღარ დაირღვევა�, - გვითხრა იაშვილმა, რომელსაც აღარ სურს 2008 წლის აგვისტოში მის სამშობლოში მომხდარი სისხლიანი მოვლენების გახსენება და ისიც ეტყობა, რომ პოლიტიკაზე ლაპარაკიც არ არის მისი ინტერესის სფერო.
მისი პირველი უცხოური კლუბი �ლიუბეკი� იყო, სადაც ფოლკერ ფინკემ შეამჩნია და თავისთან �ფრაიბურგში� უხმო. ამ კლუბში იაშვილმა 10 წელი დაყო. ქართველს ფრაიბურგელები მეორე ბუნდესლიგაშიც არ მიუტოვებია.
�ფრაიბურგში� ოქროს წლები გავატარე. ეს გუნდი დღესაც ჩემს გულშია და სამუდამოდ დარჩება�, - სიამოვნებით ამბობს იაშვილი.
ახლა კი ის �კარლსრუეს� წამყვანი ფიგურაა და თავის დროზე ამიტომაც აირჩიეს გუნდის კაპიტნად. მას მოსწონს ეს გუნდი და შარშან ხანგრძლივი კონტრაქტიც გააფორმა.
�კარლსრუეში� ჩინებულად ვგრძნობ თავს და ამიტომაც 2013 წლამდე გავახანგრძლივე კონტრაქტი. ახლა ჩვენს გუნდს მარკუს შუპი თავკაცობს. ის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული კაცია და მჯერა, ჩვენ წარმატებები გვექნება. ბარძაყის კუნთის გამო, ანთალიურ შეკრებაზე ინტენსიურად ვერ ვვარჯიშობდი. თუმცა იმედი მაქვს, სასტარტოს მომდევნო ტურში თამაშს შევძლებ�.
საქართველოს ნაკრების წევრები გამორჩეულ ევროპულ კლუბებში ახლაც ასპარეზობენ, მაგრამ ადრე ასეთი გაცილებით მეტი იყო... იაშვილს ახალი მწვრთნელის, ქეცბაიასი ეიმედება და ნაკრებიდან წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს...
�ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეული ფეხბურთელი, ახლაც არაერთი გვყავს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ბევრად მეტი გვყავდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია. ალბათ სწორედ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით და ამიტომაც არ ჰქონდა წარმატებები ჩვენს ნაკრებს... ახლა ჩვენს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობს. ფეხბურთელობისას ის ყველასათვის მისაბაძი იყო. მწვრთნელობის დიდი სტაჟი არ აქვს, მაგრამ მოკლე პერიოდის მიუხედავად ევროპაში სახელის მოხვეჭა მაინც მოასწრო. ახალ მწვრთნელს ყველა გუნდში ახალი იმედი მოაქვს და ჩვენთანაც ასეა...
როდემდე ვითამაშებ ნაკრებში? კლუბის სასარგებლოდ ეროვნული ნაკრებში კარიერის დასრულება, ქართველის ხასიათში არ ზის. მანამდე ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში, სანამ გუნდს დავჭირდები და გამოვადგები. როცა მივხვდები, რომ სარგებლის მოტანა აღარ შემიძლია, ეროვნულ გუნდთან გამომშვიდობებაზე, მერე ვიფიქრებ�, - აცხადებს იაშვილი, რომლის ნატვრა ეროვნულ გუნდთან ერთად მაღალ დონეზე წარმატებული თამაშია�.

ქეცბაიას თურქული შეხვედრები


ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია ნაკრების წევრ-კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაშია. ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაია თურქეთში ქართველ ლეგიონერთა რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ქეცბაიამ �ანჟის� მოთამაშეები მოინახულა და მახაჩყალელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან ერთად, მის ქართველ შეგირდებსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ თეთრაძის გუნდში მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები - კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი, თავდამსხმელები - ოთარ მარცვალაძე და რევაზ ბარაბაძე თამაშობენ.
მახაჩყალელთა გარდა, ქეცბაია მოსკოვის �ლოკომოტივისა� და �დნიპროს� სპარინგსაც დაესწრო და მალხაზ ასათიანიც მოინახულა. ასათიანი, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი აღარ იძახებდა, როგორც ჩანს, ესტონეთთან 3 მარტის მატჩშივე დაბრუნდება.
იმავე დღეს, ქეცბაიამ თვალი მიადევნა ასევე �ზესტაფონისა� და �დნიპროს� (მეორე შემადგენლობა) მატჩსაც, რომელშიც დნეპროპეტროვსკელთაგან ერთადერთი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. ცხადია, ქეცბაია კანკავასაც ესაუბრა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანთალიაში კიდევ 5 დღეს დაყოფს და ამ პერიოდში თბილისის �დინამოს� ამხანაგურ მატჩსაც დაესწრება.