ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ზუგდიდის ბაიაც ემზადება



მესამე წრის მატჩები უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის, თებერვლის პირველი კვირიდან განახლდება და მანამდე გუნდები მოსამზადებელ ციკლს გაივლიან. შეკრებამდე კი ბევრ საფეხბურთო კლუბში ცვლილებებიც განხორციელდა. „ბაიას“ ახლად დანიშნული კონსულტანტი სოსო ჭედია, გუნდის შეკრებამდე ერთი კვირით ფეხბურთელებს შეხვდა და იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა მათ მესამე წრისთვის უსახავს. პირველი და მთავარი ამოცანაა, გუნდმა გასავრდნ ზონას თავი დააღწიოს და მიმდინარე სეზონს, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ცვლილებებია სასტარტო შემადგენლობაში. მესამე წრიდან „ბაიას“ შემადგენლობაში ითამაშებენ მეკარე გიორგი სომხიშვილი, გიორგი კვესეიშვილი, ამირან ყველაშვილი და ზაზა სახოკია. სელექცია ამით არ შეწყვეტილა და საუბარია რამდენიმე ფეხბურთელის აყვანაზეც, თუმცა ეს მომავალი კვირიდან გაირკვევა, როცა „ბაია“ ვარჯიშებს შეუდგება. გუნდი კი 5 იანვარს საკუთარ ბაზაზე შეიკრიბება, რის შემდეგაც ორ კვირიან შეკრებას ურეკში გაივლის. შეკრებამდე ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გადიან.


სოსო ჭედია „ბაიას“ კონსულტანტი: „დღეს და ხვალ ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 5 იანვარს ბაზაზე შევიკრიბებით და დილის 11 საათიდან ვარჯიშს დავიწყებთ. დაახლოებით 5–6 დღე ვივარჯიშებთ ზუგდიდში, რის შემდეგაც შეკრებას ურეკში გავაგრძელებთ. ზღვისპირეთში ორკვირიანი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც გავმართავთ. აქ კი ნათლად დავინახავთ ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობას ამ ეტაპზე.

საგაზაფხულო სეზონის დაწყებამდე არც თუ დიდი დრო არის დარჩენილი და მოგვიწევს მაქსიმუმის გაკეთება, რათა ნორმალურად მომზადებული შევხვდეთ მესამე წრეს და ყველანი ერთად გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან. რასაკვირველია ვგულისხმობ „ბაიას“ სატურნირო მდგომარეობას და ეს ძალიან მაღელვებს. ფეხბურთელებსაც ვესაუბრე და მინდა გავიმეორო, რომ მსგავს პირობებში, რაშიც ჩვენი გუნდი იმყოფება რატომ უნდა იყოს ბოლოდან მეორე ადგილზე? ამიტომ გუნდის პროგრამა მაქსიმუმია, თამაში და შედეგი. საქართველოში როცა ჩამოვედი, ვნახე „ბაიას“ მიერ ჩატარებული რამდენიმე შეხვედრა. გუნდი აბსოლუტურად ტოვებდა ყველა თამაშში კარგ შთაბეჭდილებას და მაინც აგებდა. ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო, რომ ბოლომდე ვერ ასრულებდნენ ფეხბურთელები დავალებას. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. „ბაია“ სამომავლო გუნდია და ეს ნამდვილად შორეული პერსპექტივა არაა“.

ოლიმპმა ვარჯიში დაიწყო



დღეს ფოლადზე ოლიმპმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა IBშU (შავი ზღვის უნივერსიტეტ)-თან და 4-0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია ახალწვეულთა კარგი თამაში, რადგან IBშU-ს კარში გატანილი ოთხი ბურთიდან სამი ახალწვეულებმა შეაგდეს. მათ შორის გამოსარჩევია გივი კვარაცხელიას და ემანუელ ელოხის თამაში.


ოლიმპმა პირველი ტაიმი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გრიგოლ ჭანტურია, სევასტი თოდუა, აქვსენტი გილაური, ემანუელ ელოხი , გელა ხუბუა , დავით იმედაშვილი, დენის დობროვოლსკი , ხიდეშელი გიორგი , რეზო ჯიქია , გივი კვარაცხელია, დათუნაიშვილი პავლე.

მეორე ტაიმში კი ცვლილებაზე შემოვიდნენ: ალავიძე მიხეილ, მაჭავარიანი ნოდარი, რეხვიაშვილი გიორგი, გველესიანი ოლეგი, გორდეზიანი გიორგი, თარხნიშვილი თორნიკე, ჭედია გიორგი.

გოლები : 1-0 ხიდეშელი გიორგი, 2-0 დათუნაიშვილი პავლე , 3-0 რეზო ჯიქია , 4-0 იმედაშვილი დავითი.



9 იანვარი.13:00. ოლიმპი 4-0 IBშU (შავი ზღვის უნივერსიტეტი)

13 იანვარი.12:00. ოლიმპი - გაგრა

16 იანვარი.13:00. ოლიმპი - დინამო

19 იანვარი.12:00. ოლიმპი - სპარტაკი

26 იანვარი.12:00. ოლიმპი - სიმურგი

ოლიმპი ყველა საკონტროლო შეხვედრას რუსთავში,ფოლადის სახელობის სტადიონზე გამართავს.
www.goli.ge

ზასტაფონმა მზადება დაიწყო


010 წლის 7 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სტამბულის გავლით მიემგზავრება თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიადან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ სიდეში, სადაც გუნდი საგაზაფხულო ბატალიებისათვის მზადებას განაგრძობს.

შარშანდელის მსგავსად, გუნდი დაბინავდება სასტუმრო ”სუენო ბიჩ საიდ ოტელში”, სადაც შექმნილია საუკეთესო პირობები საფეხბურთო კოლექტივის ნაყოფიერი წვრთნისა და მზადებისათვის. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან გასამართი პირველი შეკრებისას იგეგმება სამი ამხანაგური შეხვედრის გამართვა.11 იანვარს ზესტაფონელები პირველ სპარინგ-შეხვედრას გამართავენ - ქართველები ძველ ”ნაცნობს”, ყაზახური უმაღლესი ლიგის ბინადარსა და ერთ-ერთი ლიდერს კუსტანაის ”ტობოლს” შეხვდებიან. 14 და 17 იანვარს კი იმერლები უკრაინულ კლუბებს დონეცკის ”მეტალურგსა” და დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” დაუპირისპირდებიან.

სულ თურქეთში შემდეგი 24 ფეხბურთელი (გუნდში გასინჯვაზე მყოფი გიორგი მიქაბერიძისა და გიორგი ჯოხაძის ჩათვლით) გაემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მჭედლიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, გიორგი ჯოხაძე.

******************************************************************************************************************************************************************************

პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისათვის სიდეში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობაც მოემზადება. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ერთბაშად 3 ფეხბურთელი ( მცველები თორნიკე გრიგალაშვილი, დავით ფერაძე და ფორვარდი დავით ხუჯაძე) დააკლდება, დაბინავდება სასტუმრო ”არტემისში” და 10-23 იანვარს გამართავს 4 ამხანაგურ შეხვედრას თურქულ კლუბებთან (”ალანიასპორი”, ”სერიკსპორი”, ”სიდესპორი” და ”ანტალიასპორი”).

”ზესტაფონის” დუბლიორები თურქეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრებიან :

მეკარეები: გიორგი კიკაბიძე, ალექსანდრე გიორგაძე;

მცველები: ბესიკ ამაშუკელი, გიორგი გურაბანიძე, დავით კუბლაშვილი, მამუკა კობახიძე, თევდორე ლურსმანაშვილი;

ნახევარმცველები: როსტომ გეწაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი გიორგობიანი, ნოდარ კიკნველიძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი კაპანაძე, პეტრე სარდანაძე;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ჩიხლაძე, ზურაბ ღირდალაძე, საბა ლომია.
www.fczestafoni.ge

ვიტ ჯორჯიამ მზადება დაიწყო




ვიტ ჯორჯია შვებულების შემდეგ 3 იანვარს შეიკრიბა და სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. 6 იანვრიდან გუნდი საფეხბურთო სკოლა ავაზას სტადიონზე ივარჯიშებს.

8 იანვარს ვიტ ჯორჯია ხუთდღიან შეკრებაზე გადავა თბილისის სასტუმრო ბატესტაში, 22 თებერვალს კი ურეკში გაემგზავრება და სასტუმრო კოლხიდაში ათი დღე დარჩება.

მოსამზადებელი პერიოდისთვის ვიტ ჯორჯიამ უკვე შეადგინა საკონტროლო მატჩების გრაფიკი.

10 იანვარი - ორმხრივი თამაში

13 იანვარი - IBSU

17 იანვარი (მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია)

20 იანვარი - სიმურგი (აზრბაიჯანი)

21 იანვარი - სპარტაკი

24 იანვარი (მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია)

ვიტ ჯორჯია მოსამზადებელ პერიოდში სავარაუდოდ 24 იანვრის მერეც გამართავს ამხანაგურ შეხვედრებს.

გაგრა მოსამზადებლად გაემგზავრა



საფეხბურთო კლუბი გაგრა შეკრებაზე 16 იანვარს ანთალიაში გაემგზავრება, სადაც ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ამჯერად, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ გაგრას მეტოქე 20 იანვარს იქნება აზერბაიჯანული გაბალა, 23 იანვარს უკრაინული ობოლონი, 26 იანვარს ყაზახური ტობოლი, ხოლო 29 იანვარს უკრაინული მარიუპოლი.
ჩვენი კლუბის სურვილი გახლდათ, რომ ყველა ამხანაგური შეხვედრა დაწყებულიყო 16.00 საათზე და ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკება გუნდებთან სათამაშო დროის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
უახლოეს დღეებში კი გაცნობებთ იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომლებიც შეკრებაზე გაემგზავრებიან.
www.goli.ge

თბილის დინამომ შეკრების განრიგი დაადგინა


დინამოელები 3 იანვარს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და მზადებას შეუდგნენ. გუნდი ორჯერად ვარჯიშებს ატარებს, სადაც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ეთმობა. მთავარი მწვრთნელის კახა კაჭარავას განკარგულებაში 28 ფეხბურთელია, მათ შორის დუბლშემადგენლობის და კლუბის აკადემიის რამდენიმე ფეხბურთელი. 18 იანვრამდე გაირკვევა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ანტალიურ შეკრებაზე გაემგზავრებიან. დინამო დატოვეს გიორგი სომხიშვილმა, შოთა ლომიამ და ნიკოლოზ ჯიშკარიანმა. გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე კი ისრაელში ჰაიფას მაკაბისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
www.fcdinamo.ge

მერაბ ჟორდანია დინამოში დაბრუნებას გეგმავს


მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ჩემი მეგობრები აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისა და �დინამოს� დაბრუნებისთვის. მათი პოზიციის კატეგორიულობას განაპირობებს ის, რომ დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს გუნდი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ - თბილისის �დინამო�. დღეს ყველა ნათლად ხედავს, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა მისული... აღარ არსებობს ის �დინამო�, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდით. ეროვნულ ნაკრებს უმეტესწილად დინამოელები შეადგენდნენ. ასე იყო �დინამოში� ჩემი ხელმძღვანელობის დროს. დღეს კი პირიქითაა, ერთი-ორ დინამოელს თუ მოჰკრავთ თვალს ეროვნულ გუნდში... ჩვენს ხელში �დინამო� ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონიც და თასის მფლობელიც... დარწმუნებული ვარ, და ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ სამართლიანობა აღდგება და კლუბი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება. სწორედ ჩემი მეგობრები დაუბრუნებენ თბილისის �დინამოს� ნათელ მომავალს.

- კანონიერების აღდგენისთვის ვიბრძვითო, ამბობთ. საინტერესოა, რა სამართლებრივი ფორმებით მიდის ეს ბრძოლა?

- მივმართავთ წერილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ინსტანციაში უნდა განიხილონ ეს სადავო საკითხი. ბოლო აღმასკომის დროს ლაპარაკი ჩამოვარდა დამოუკიდებელი სპორტული არბიტრაჟის შექმნის მართებულობაზე. ფეხბურთის ფედერაციამ კარგად აუღო ალღო თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. დიახ, ასეთ სადავო საკითხებს ევროპაში სწორედაც სპორტული არბიტრაჟი განიხილავს და მისი დასკვნა საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არც სამოქალაქო სასამართლოში. ყველგან ასეა.

- ფიფასა და უეფაში კლუბებს ეროვნული ფედერაცია წარადგენს. ეს ორგანიზაციები თუ არიან საქმის კურსში?

- რაც შეეხება უეფას ან ფიფას ჩარევას, ან მათ როლს, ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. ერთს კი ვიტყვი - დიახ, ისინი საქმის კურსში არიან და ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება, ისეთი, რომ ჩვენს და მთლიანად საერთაშორისო საფეხბურთო წრეებს ოდნავი ეჭვიც არ გაუჩნდეთ.

- ესე იგი, ფიფასა და უეფას წარმომადგენლებთან ამ საკითხზე უკვე ილაპარაკეთ?

- ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მათი ინფორმირების მიზნით, მეტი არაფერი.

- მოკლედ, აღდგეს სამართლიანობა და �დინამო� კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს - ეს არის თქვენი და თქვენი მეგობრების მიზანი. ეს კლუბი 1998 წელს, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვეთ. მას მერე �დინამოს� თქვენი მეგობარი რომან შოთაძე ხელმძღვანელობდა. კლუბში იყვნენ ასევე ლერი სულაბერიძე, მერაბ რატიანი... კიდევ ვინ არიან თქვენს გუნდში, რომლებიც კლუბის დაბრუნებისთვის იბრძვიან?

- ამ პროცესში სერიოზულად არიან ჩართულები რომან შოთაძე, �დინამოს� მაშინდელი პრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე, რომელიც შემდგომში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო... მათ გარდა, არიან სხვა პიროვნებებიც, რომლებიც იმ პერიოდში �დინამოს� მართვაში მონაწილეობდნენ.

- დავუშვათ, თქვენმა მეგობრებმა �დინამო� დაიბრუნეს. ყველას აინტერესებს, როგორი იქნება კლუბის მომავალი. თუ გყავთ შეგულებული ის ბიზნესპარტნიორები, ანუ მომავალი სპონსორები, რომლებიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს მხარში დაუდგებიან და ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარებიან?

- სხვათა შორის, ამ მხრივაც მოვსინჯეთ ნიადაგი - შევხვდით უცხოელ პარტნიორებს და ვილაპარაკეთ ამ თემაზე... თუმცა არ არის გამორიცხული, ქართული კომპანიებიც დავაინტერესოთ... იცით, ეს საკითხები უფრო იოლი გადასაწყვეტია, ვიდრე ის, რაც სამართლიანობის აღდგენას, ანუ �დინამოს� კანონიერ მეპატრონეთათვის დაბრუნებას მოიცავს... მოკლედ, ჯერ სამართლიანობის აღდგენას ველოდებით და მერე კი 100-პროცენტიანი გარანტიები გვაქვს იმისი, რომ კლუბს ძლიერი ბიზნესპარტნიორები ეყოლება.

- რომელი ქვეყნის კომპანიებთან გქონდათ წინასწარი მოლაპარაკება?

- ინგლისურ კომპანიებთან... არიან ინგლისსა და რუსეთში მოღვაწე ქართველები...

- როგორც ვიცით, დეკემბრის მეორე ნახევარში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ქალბატონ ინა გუდავაძეს შეხვდით. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა თბილისის �დინამოს� საკითხს უკავშირდებოდა. რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხზე?

- დიახ, ვადასტურებ, რომ მართლაც შევხვდი ქალბატონ ინას, ისევე, როგორც ბატონი ბადრის დებს - ქალბატონ მზიასა და ნანას.

საჭიროდ ჩავთვალე, რომ კორექტულობა დამეცვა და ისინი საქმის კურსში ჩამეყენებინა. მოვახერხეთ, რომ ერთ პოზიციაზე ვყოფილიყავით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა გზით უნდა წარიმართოს მომავალში თბილისის �დინამოს� განვითარება... რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას, სამწუხაროდ, ისინი ფეხბურთში დიდად ჩახედულები არ არიან. უკვე რამდენიმე წელია, რაც �დინამოს� ხელმძღვანელობენ პიროვნებები, რომელთაც არც ძალუძთ და არც აქვთ უფლება, სათავეში ედგნენ ამ სახელოვან კლუბს. მხედველობაში მყავს როგორც თბილისში, ასევე უცხოეთში მყოფი პიროვნებები. ისინი არაკომპეტენტურები არიან. მათ აბსოლუტურად არ აღელვებთ �დინამოს� არც დღევანდელობა და არც მომავალი. მათ შეძლეს და დაანგრიეს, გაანადგურეს კლუბი, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის სახე იყო. ამ ხალხის მმართველობისას �დინამოს� ტიტულებისთვის ბრძოლა გაუჭირდა, ეს კი არა, მეოთხე-მეხუთე ადგილებზეც დაეშვა და თითქოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და უნდა ვეგუებოდეთ ამას. მათ, ვინც ჩვენი ფეხბურთის სიამაყე ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, პასუხი უნდა აგოს არა მარტო ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების, არამედ საერთოდ - ხალხის წინაშეც. ჩვენ კანონიერების აღდგენისთვის ვიბრძვით და ეს პროცესი კარგად დასრულდება თუ ცუდად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც �დინამოში� წლების განმავლობაში არასწორად, არაკანონიერად გაკეთდა, ამ ყველაფერს სრულად მოვიძიებ და გულშემატკივართა სამსჯავროზე გამოვიტან. ყველამ გაიგოს, თუ რატომ აღმოჩნდა ყველასთვის საფიცარი თბილისის �დინამო� ასეთ მდგომარეობაში, რა დოზითაა არაკომპეტენტურობა და რა დოზით - არაკანონიერება. მერწმუნეთ, ამას გავაკეთებ.

- ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია თუ იცით?

- ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, არა მგონია, საქართველოში არსებობდეს ადამიანი, რომ არ აღელვებდეს �დინამოს� დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვკარგავთ... თუ უკვე არ დავკარგეთ... თბილისისა და მთლიანად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბრენდს. კიდევ ერთხელ გეუბნებით - არა მგონია, ეს ვინმეს არ აღელვებდეს. გაზაფხულზე დედაქალაქის მერის არჩევნებია. ამ პოსტზე რამდენიმე ადამიანი აპირებს კენჭისყრას და ვფიქრობ, �დინამოს� თემაც არ იქნება მათთვის უმნიშვნელო. ბოლო ხანს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და დედაქალაქის მერს სწორედ ამ საქმეებით გაიხსენებენ. ძალიან მინდა, რომ მის სახელთან �დინამოს� სახელის დაკარგვა კი არა, მდიდარი ტრადიციების გადარჩენა ასოცირდებოდეს... �დინამოს� არაერთხელ უსახელებია თბილისი და ჩვენი ქვეყანა და როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა მივმართო თბილისის მერს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში.

- �დინამოს� თემა უკვე რამდენიმე თვეა, რაც წამოტივტივდა და ბუნებრივია, მეორე მხარეც, ასე ვთქვათ, გარკვეულ ზომებს მიიღებდა. თუ იყო თქვენი ან მათი მხრიდან შეხვედრის ინიციატივა?

- თქვენს კითხვაში ერთ მნიშვნელოვან კორექტივს შევიტანდი - აქ არანაირი მეორე მხარე არ არსებობს. ის ხალხი, ვინც ეს სახელოვანი კლუბი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა, არ არიან პიროვნებები, რომლებთანაც ლაპარაკი შეიძლებოდეს, ან აუცილებელი იყოს.

- იყო დრო, �დინამოს� მმართველიც იყავით და ქართული ფეხბურთისაც. კლუბთან მიმართებაში შეფასებები უკვე გააკეთეთ, ახლა საინტერესოა, როგორი იყო თქვენი აზრით განვლილი 2009 წელი ზოგადად ჩვენი ფეხბურთისთვის?

- იმედის მომცემი და გასახარია ის, რომ ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთხელ გამოანათეს ტალანტებმა - პირველ რიგში, ჯანო ანანიძესა და გიორგი ჭანტურიას ვგულისხმობ. ასეთი ტალანტი კიდევ არაერთი გამოჩნდება, თუ სერიოზულად და მაღალ დონეზე ვიმუშავებთ, როგორც თბილისის �დინამოში�, ასევე მთლიანად ჩვენს ფეხბურთში. ასევე, აღსანიშნავი იყო ის, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მოხვდა... დეკემბრის ბოლოს, შოთა არველაძის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა და ამასაც მინდა შევეხო. ეს წიგნი იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ ფეხბურთელ შოთა არველაძის ეპოქა დასრულდა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შოთა იყო ერთ-ერთი იმ ფიგურათაგანი, რომელსაც თავაწეულს შეუძლია სიარული. მეამაყება, რომ წლების განმავლობაში მე და შოთა ქართულ ფეხბურთს ერთად ვემსახურებოდით... მან ახლა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და დარწმუნებული ვარ, აქაც წარმატებული იქნება... ასევე 2009 წელს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და მინდა, თემურს წარმატებები ვუსურვო. სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად მეთამაშა თბილისის �დინამოში�. შემდეგ ის კვიპროსში წავიდა, მაგრამ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. რაც შეეხება მის მწვრთნელობას, მეამაყება, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავი, ვისაც მიაჩნდა, რომ თემური კარგი მწვრთნელი გახდებოდა. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავდა. მაშინ ვთქვი, რომ ნაკრების თავკაცის ფუნქციებს მე შევითავსებდი... მაგრამ ახლა პირველად ვამბობ - მაშინ ეროვნულ გუნდს სწორედ თემური და მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ქეცბაია მაღალი დონის სპეციალისტი რომ დადგებოდა, ამაში არც მაშინ მეპარებოდა ეჭვი.

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში საქმიანობდით. ვიცით ისიც, რომ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან დღემდე ახლობლობთ. რამდენადაც ვიცით, სწორედ მან შემოგთავაზათ, რომ უეფას აღმასკომის არჩევნებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარდგინებით მიგეღოთ მონაწილეობა. მართლა ასე იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა დღეს დიდად აქტუალური არ არის, ვფიქრობ, მაინც სამწუხაროა, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ჩემი აზრით, უეფას აღმასკომში ადგილი დაკარგა. დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფას აღმასკომის წევრობის კანდიდატად რომ წარვედგინე, შევძლებდი და მოვაგროვებდი ხმების იმ რაოდენობას, რომელიც გამარჯვებისთვის იკმარებდა. მით უმეტეს, ჩემი საფეხბურთო კავშირების გარდა, უეფას პრეზიდენტისგან სერიოზული მხარდაჭერა მქონდა... მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ლაპარაკი ახლა აღარაფერს შეცვლის... რაც შეეხება ჩემსა და პლატინის ურთიერთობას, დიახ, ის დღესაც გრძელდება. ამ ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ რუს მეგობარს, მოსკოვის ცსკა-ს მეპატრონეს, სერიოზული პრობლემა შეექმნა. ცსკა-ს ორმა ფეხბურთელმა დოპინგტესტი ჩააგდო... იცით, ალბათ, ეს ისტორია...

- დიახ, �მანჩესტერ იუნაიტედთან� მატჩის შემდეგ რომ შეამოწმეს ერთ-ერთი ბერეზუცკი და იგნაშევიჩი...

- ...მოკლედ, ამის გამო მოსკოვურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოხსნა და სანქცია ემუქრებოდა. ცსკა-ს მეპატრონის თხოვნით, ამ საკითხზე უეფას პრეზიდენტს ველაპარაკე. ბუნებრივია, ეს საკითხი სადისციპლინო კომიტეტს უნდა გადაეწყვიტა. ამ პროცესებს კარგად ვიცნობ, რადგან არაერთხელ მქონია შეხება... გახსოვთ, ალბათ, როცა ჩვენს ნაკრებს რუსეთთან შინ თამაში აუკრძალეს, მერე უმაყურებლოდ თამაში მოგვისაჯეს... ორივე ამ შემთხვევაში საკითხი დადებითად გადაწყდა. ასე რომ, ცსკა-სთან მიმართებაში როგორი მოქმედება იყო საჭირო, კარგად ვიცოდი. ჩემი პოზიცია ასეთი გახლდათ - გუნდი, რომელმაც თავისი გარჯით მოიპოვა შემდგომი ეტაპის საგზური, არ უნდა დასჯილიყო... მოკლედ, გავაცანი პლატინის ეს პოზიცია, მაგრამ თუ რამდენად იქონია ამან გავლენა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველამ კარგად იცის, რომ ცსკა ისევ ჩემპიონთა ლიგაშია...

- უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატინის არჩევაში ქართულმა და რუსულმა საფეხბურთო წრეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშესო, ასეთიც მსმენია. რამდენადაც ვიცი, ამ პროცესში თქვენც მონაწილეობდით. გარკვეული დრო გავიდა მას მერე და იქნებ, ახლა მაინც გაამხილოთ, რა მოხდა სინამდვილეში?

- ეს ამბავი ძალიან ვიწრო წრემ იცის და საჯაროდ პირველად ვამბობ. ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებებს კარგად ახსოვთ, რომ პლატინიმ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში 2 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. მის ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ორმა პიროვნებამ - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და �ჩელსის� მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა ითამაშეს. პარიზული შეხვედრისას სააკაშვილმა პლატინის სიტყვა მისცა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოსგან აუცილებლად ექნებოდა მხარდაჭერა. არადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პლატინისთვის ხმის მიცემას არ აპირებდა და ეს მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩარევით მოხდა... რაც შეეხება აბრამოვიჩს, რუსეთის საფეხბურთო კავშირის თავკაც ვიტალი მუტკოს მან ბოლო წუთს შეაცვლევინა გადაწყვეტილება. ჰოდა, ეს არის სწორედ ის 2 ხმა, რომელმაც პლატინის უეფას პრეზიდენტობა მოუტანა.

- გაზაფხულზე მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ ეწვევა საქართველოს და მოგიწევთ, ალბათ, შეხვედრა...

- საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ თვეში ერთხელ ან ორჯერ ვხვდებით ერთმანეთს. ამ ვიზიტისას მისი მასპინძელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება...

- ამბობენ, ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობასო...

- არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და ამდენად, დღეს ძნელია იმის თქმა, თუ რა სიტუაცია იქნება იმ პერიოდისთვის. თუ არჩევნებისთვის ფედერაცია ისეთ მდგომარეობაში არ იქნება, როგორშიც მე დავტოვე, არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა...
გაზეთი ლელო