ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ქეცბაია საქეს შეუდგა


ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია იანვარში ანთალიაში აპირებდა ჩასვლას. რა თქმა უნდა, თურქეთსი მისი ვიზიტი სამსახურეობრივი მნიშვნელობისაა და ამ მხრიც არც არაფერი შეცვლილა. ქეცბაია, რომელიც უკვე 18 დღეა, რაც ოფიციალურად ეროვნული ნაკრების თავკაცია, უკვე ანთალიაშია. ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე თათია ბურდულმაც დაგვიდასტურა.

ქეცბაია თურქეთში ქართველი ლეგიონერების კლუბების ამხანაგურ მატჩებს დააკვირდება. ეროვნულის მთავარ მწვრთნელს სურს უცხოურ გუნდებში მოასპარეზე ჩვენს ფეხბურთელებს, საკონტროლო მატჩებში დააკვირდეს და მათზე მეტი წარმოდგენა შეექმნას. როგორც გავიგეთ ქეცბაიას, რამდენიმე ჩვენს ლეგიონერებთან საუბარიც ექნება.

ქეცბაია კვირაზე მეტხანს დაჰყოფს ანთალიაში. შემდეგ ეროვნული გუნდის თავკაცი თურქეთიდან თბილისში დაბრუნდება, სამშობლოში რამდენიმე დღეს გაჩერდება და ისევ კვიპროსზე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, 7 თებერვალს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ბუნებრივია, მას ქეცბაიაც დაესწრება. თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ნაკრების ახალი თავკაცი ესტონეთთან 3 მარტის სადებიუტო ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა შემადგენლობას დაასახელებს.

ვიტ ჯორჯია1-0ნორჩი დინამოელი ნეფთჩში დაწუნებული რაზმაძე ვიტს დაუბრუნდა.


�ვიტ ჯორჯიამ� გუშინ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები პირველი ლიგის ბინადარ �ნორჩ დინამოელს� შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრა �ვიტ ჯორჯიას� სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გელა გომელაურის ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და მინიმალური სხვაობით მოგებას დასჯერდნენ. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინაც დაგვამახსოვრა თავი, როცა IBშU-ს კარიც დალაშქრა.
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, ა. კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე - გ. დათუნაიშვილი, გურეშიძე (62. რაზმაძე), ვასაძე - ჯანელიძე (59. კორიფაძე), ლიპარტია (78. ხოკერაშვილი) - ბერიაშვილი (77. როსტიაშვილი).
�ვიტ ჯორჯიამ� კვლავ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა. ისინი სხვადასხვა კლუბში ცდილობენ მოწყობას და მათი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ლუკა რაზმაძე, რომელიც ბაქოს �ნეფთჩიში� ისინჯებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იგი სეზონს აქვე ჩაამთავრებს. რამდენიმე ლიდერის არყოფნის გამო, კვლავაც მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სეზონის პირველ ნახევარში �ვიტ ჯორჯიას� მთავარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდათ.
ვეტერინარები ამხანაგურ შეხვედრას დღესაც გამართავენ. მათი მეტოქე მეორელიგელი �ზოოვეტი� იქნება. თამაში �ავაზას� მოედანზე 12 საათზე დაიწყება.

ზესტაფონი კანკავას წინაამღდეგ



�ზესტაფონმა� ანთალიაში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და დღეს თურქეთიდან სამშობლოსკენ აიღო გეზი. თუმცა, საქართველოში გამომგზავრებამდე გია გეგუჩაძის გუნდმა ანთალიაში დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები უკრაინის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ �დნიპროს� დაუპირისპირდნენ. თავიდანვე გამცნობთ, რომ უკრაინელთა გუნდში ჩვენებურმა ნახევრმცველმა ჯაბა კანკავამ ითამაშა და გოლითაც გამოირჩა, მაგრამ გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა... დიახ, ეს მატჩი ზესტაფონელებმა მოიგეს, თუმცა სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
იმერელთა კლუბის პრესსამახურის ცნობით, დნეპროპეტროვსკელებმა ზესტაფონელთა კლუბის წინააღმდეგ ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობით ათამაშეს. უკრაინელთა გუნდში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთა მხარდამხარ ორმა ახალწვეულმაც ითამაშა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი საგოლე მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, მაგრამ ნიკა გელაშვილის ძლიერად დარტყმისას უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. მალევე ვლადიმირ გომენიუკი პირისპირ გავიდა ჩვენი გუნდის მეკარესთან, მაგრამ როინ კვასხვაძემ იმარჯვა და უკრაინელი დარტყმული მოიგერია.
თუმცა დამატებაზე ყველას ჯაბა კანკავამ დაასწრო და ანგარიშიც ასე გაიხსნა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი ჯერ ტერიტორიული, მერე კი სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. გელაშვილს, შოთა გრიგალაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს იმერელთა დაწინაურების თითო კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. თუმცა 74-ე წუთზე ლევან კორღალიძემ ჩინებული პასით ჯაბა დვალი დნეპროპეტროვსკელთა მეკარე მელინოვთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობაც აღადგინა. 7 წუთის შემდეგ კორღალიძემ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას გიორგი ონიანმა თავით ყველას დაასწრო და იმერლებმა 2:1 მოიგეს. �ზესტაფონმა� �დნიპროს� წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე), ლობჟანიძე, ხიდეშელი (68. კაჭკაჭიშვილი), გ. ონიანი, ელიავა, დაუშვილი (74. გორგიაშვილი), ძარია (62. კორღალიძე), გრიგალაშვილი (62. ბენაშვილი), აფციაური (62. მიქაბერიძე), დვალი, გელაშვილი (65. წინამძღვრიშვილი).
მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობამაც. გურამ ასპინძელაშვილის კრებულში მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმაც ითამაშა. �ზესტაფონი 2� �ავსალარსპორს� გაეჯიბრა და ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იმერელთაგან გოლები ნიკა კვასხვაძემ და ნიკოლოზ ჩიხლაძემ გაიტანეს. გურამ ასპინძელაშვილმა თურქების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (46. კიკაბიძე), მჭედლიშვილი (46. ამაშუკელი), კაჭკაჭიშვილი (30. კუბლაშვილი), კობახიძე (80. სარდანაძე), მაკარიანი (46. ლურსმანაშვილი), ცხადაია (46. გურაბანიძე), გორგიაშვილი (46. გიორგობიანი (74. გაჩეჩილაძე), ბენაშვილი (46. კაპანაძე), ნ. კვასხვაძე (46. კიკნაველიძე), ჯოხაძე (46. ჩიხლაძე), ლომია (68. ღირდალაძე).
დაბოლოს, ერთი სიახლეც უნდა გაცნობოთ, რომელიც გეგუჩაძის გუნდს ეხება. ორმა ფეხბურთელმა, მცველმა დავით მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გიორგი მიქაბერიძემ �ზესტაფონთან� 3-3 წლიანი კონტრაქტები გააფორმეს. 22 წლის მჭედლიშვილი �ამერში� ასპარეზობიდან გვახსოვს. ამავე ასაკის შემტევი ნახევარმცველი მიქაბერიძე კი აქამდე რუსთავის �ოლიმპში�, ზუგდიდის �მგლებში�, ახალციხის �მესხეთსა� და ტყიბულის �მეშახტეში� თამაშობდა.

დვალიშვილი თავის ამპულაში


ისრაელის ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი ჰაიფას �მაქაბი� მე-13 ადგილოსან რამათ განის �ჰაპოელს� ეწვია და 5:0 გაანადგურა. ელიშა ლევის გუნდი, რომლის ასისტენტიც ქართველი გიორგი დარასელიაა, ბრწყინვალედ თამაშობს - 18 თამაშიდან 17 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი, ბურთების ფანტასტიკური შეფარდებით - 43:8. �მაქაბი� კონკურენტებს ახლოსაც არ იკარებს. ლადო დვალიშვილმა მატჩის მე-10 და მე-40 წუთებზე გამოიჩინა თავი, ერთი საგოლე პასიც მიითვალა (მე-7 წუთი) და 62-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა სტადიონ �ვინტერის� მოედანი. თავიდან ლადომ მარცხენა მცველ რაფაელოვს გაატანინა, სამ წუთში კი თავად გაიტანა, რაფაელოვის წამოწყებული კომბინაცია სამხრეთაფრიკელმა მასისელამ გააგრძელა და ქართველმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მეორე გოლის გატანის წინ ჩვენებურმა ხელიდან გაუშვა ბრწყინვალე შანსი, ამიტომ როცა მან კოჰენის დარტყმულს დაამატა, აცილების უფლება აღარ ჰქონდა. ლადოს და თელ ავივის �ჰაპოელის� შემტევ ეტეი შეხტერს 13-13 გოლი აქვთ გატანილი, მათ მხოლოდ ქართველის მეწყვილე შლომი არბეიტმანი (15 გოლი) უსწრებს. დვალიშვილმა ჩემპიონატში 8 საგოლე პასი მიითვალა.
სამი ტურის განმავლობაში ზედიზედ სამი დუბლი ჰაიფას �მაქაბის� ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაუხერხებია - ეს კლუბისა და ებრაული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა ზაჰი არმელიმ შეძლო 1987-88 წლების სეზონში. არმელიმ 179 მატჩში �მაქაბის� მაისურით 90 გოლი გაიტანა, ლადოს ანგარიშზე ლიგატ ჰა'ალში 18 თამაშში გატანილი 13 გოლია. სხვათა შორის, 1986 წელს ზაჰი ოფიციალურად მიიწვია ტურინის �იუვენტუსმა�, მაგრამ ჰაიფელთა ხელმძღვანელობამ ბომბარდირს მიწვევა დაუმალა, არმელიმ მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიგო ამის შესახებ. იმედია, ახლა კლუბში ვითარება შეიცვალა და ლადოს რომელიმე ევროპული გრანდის მიწვევას არ დაუმალავენ...

კობის წარმატებული დებიუტი


მაშ ასე, შაბათს ლევან კობიაშვილის რიგით მესამე გერმანულ გუნდში შედგა დებიუტი - ბერლინის �ჰერტამ� 32 წლის ქართველის მისვლა ბერლინურ გუნდში ფეხბედნიერი გამოდგა - �ჰერტამ� სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, სტუმრად 3:0 გაანადგურა �ჰანოვერი�. კობიმ დაცვის მარცხენა ფრთაზე ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. �შპორტალმა� ჩვენებურის თამაში 3 ბალით შეაფასა: �კობიაშვილი თავიდანვე მობილიზებული და თავდაჯერებული იყო, თუმცა საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე პიშჩეკმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა�, - წერს საიტი შეფასების განმარტებაში. მწვრთნელმა ჩვენებური შეაქო: �კობიაშვილი ძალიან კარგად აკონტროლებს ბურთს და იწყებს შეტევებს�.

ოლიმპი0-4დინამო ინტერვიუ მწვრთნელებთან




- ბატონო თემურ, დღეს საკმაოდ გახსნილი ფეხბურთი ითამაშეთ, რაც თქვენს გუნდებს არ ახასიათებთ ხოლმე...
- ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვაკვირდები, ვინ რას წარმოადგენს და დავალებებს როგორ ასრულებს.
- დაახლოებით მსგავსი ვითარებაა �დინამოშიც� და �ოლიმპის� ასეთი ანგარიშით წაგება გასაკვირი იყო...
- ჩვენ ორჯერადი, მძიმე დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ და ბიჭებმა სათამაშოდ ძალების აღდგენა ვერ მაოხერხეს. ჩვენების მოძრაობა და, მთლიანობაში, თამაშის ხარისხი ძალიან არ მომეწონა.
- კოტდივუარელი თავდამსხმელი რჩება?
- ჟოანი? არა, რა რჩება, სირცხვილია... �ოლიმპი� ჩემპიონობისთვის იბრძვის და ასეთი თავდამსხმელი ნამდვილად არ გამოგვადგება. არ მომეწონა.
- კიდევ ვის უშვებთ?
- ამას ჯერ ვერ გეტყვით, ცხინვალის �სპარტაკთან� მომდევნო მატჩის შემდეგ ჩამოვყალიბდებით.
- სლოვაკი რომან ხომიჩეკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მას �სპარტაკთანაც� დავაკვირდებით, თავის გამოსაჩენად კიდევ ერთ ტაიმს მივცემთ. დღეს ვერ დატოვა სასურველი შთაბეჭდილება, მაგრამ ვნახოთ...

კახა კაჭარავა: თექთურმანიძე რჩება, კრსტესკის კიდევ შევხედავთ...

- ბატონო კახა, კოშკაძისა და ფირცხალავას დაბრუნებით, სულ სხვა �დინამო� ვიხილეთ - აზრიანი და დალაგებული.
- რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რადგან უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და მათ გვერდით გამოუცდელი მამუჩიშვილი და ნემსაძე თავს ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძნობენ. მე ახალგაზრდებით უკმაყოფილო კი არ ვიყავი, მაგრამ მათი ასაკისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა. იმედი მაქვს, ასეთი გამოცდილი ბიჭების დახმარებით, ისინი თავის სიტყვას იტყვიან.
- �დინამოში� გამოჩნდა გიორგი თექთურმანიძე, იგივე �ჩიორა�. ის კლუბში რჩება?
- დიახ, რჩება, რადგან მას აქვს ფეხბურთელის მონაცემები. მთავარია, რაც შეიძლება მეტი და მონდომებით ივარჯიშოს.
- მაკედონიელი კრსტესკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მან �დინამოში� უკვე მეორე შეხვედრა გამართა და ვერ ვიტყვი, რომ მისით უკმაყოფილო ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, წინ კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაა და ვნახოთ, კრსტესკის კიდევ დავაკვირდებით.

ოლიმპი0-4დინამო


ოლიმპი-დინამო 0-4

0:1 კოშკაძე (2. ფირცხალავას პასით), 0:2 ჩიკვილაძე (27. ედნილსონის პასით), 0:3 შ. კაშია (31), 0:4 ნემსაძე (70. აკირემის პასით)

ოლიმპი: ჭანტურია - დათუნაიშვილი, მაჭავარიანი, ელოხი, გილაური - ჭედია, კვარაცხელია, დობროვოლსკი, იმედაშვილი, ხომიჩეკი - ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: ხიდეშელი, ხუბუა, ჟოანი, რეხვიაშვილი, თარხნიშვილი.

დინამო: ლორია (46. შეყრილაძე) - თომაშვილი (60. კაკუბავა), გ. კაშია (60. გეთიაშვილი), კრსტესკი (60. ჩადუნელი), ჩიკვილაძე (60. ოთარაშვილი) - შ. კაშია (55. ლექვთაძე), ედნილსონი (55. ნემსაძე), ფირცხალავა (46. მამუჩაშვილი), კოშკაძე (55. თექთურმანიძე), კახელიშვილი (55. ჯუისი) - ვაწაძე (55. აკირემი).
არბიტრი: ლ. სილაგავა
�შავი ზღვის უნივერსიტეტთან� მოგებისა (4:0) და �გაგრასთან� ფრედ დასრულებული (3:3) საკონტროლოების შემდეგ რუსთაველები მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდნენ და თანაც, მტკივნეული ანგარიშით - შაბათს �ფოლადის� სტადიონზე �ოლიმპმა� მესამე სპარინგმატჩი ჩაატარა და თბილისის �დინამოსთან� 0:4 წააგო.
კახა კაჭარავასა და თბილისის �დინამოს� ხელმძღვანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენეს, ტრავმირებულები მომჯობინდნენ და მართალია, შეხვედრა არაოფიციალური იყო, მაგრამ ისეთი ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს, რაც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ რთული მისაღწევია.
რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულ ალეკო კოშკაძეზე ორიოდე სიტყვა რომ არ ვთქვათ, არ შეიძლება. მან გუნდს ის აზრი და სიმწყობრე დაუბრუნა, რაც გუნდს მისი ტრავმის შემდეგ გაუქრა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნიკა ფირცხალავას გამოჩენაც... მოკლედ, �დინამოს� შუა ხაზი საგრძნობლად მოძლიერდა.
შეიძლება ითქვას, თბილისელებმა მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში დაჯაბნეს - გაცილებით სწრაფად და აზრიანად მოქმედებდნენ, ვიდრე �ოლიმპი�. ისიც უნდა ითქვას, რომ თემურ მახარაძემ თავისიანებს ისეთი გახსნილი ფეხბურთი ათამაშა, რის უფლებასაც ოფიციალურ მატჩებში საკუთარ თავს არ მისცემდა. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეხვედრას გასასინჯ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და გუნდის შესათამაშებლად იყენებდა, თუმცა დინამოელებს უფრო მეტი მონდომებაც ეტყობოდათ.
ჯერ გუნდებს სალამი არ ჰქონდათ მოთავებული, როცა ფირცხალავამ კოშკაძეს გაუთამაშა ბურთი და უკანასკნელმა ახლო მანძილიდან �ოლიმპის� კარში პირველი გოლი გაიტანა - 0:1. ამ ეპიზოდში აშკარად გამოჩნდა, რომ რუსთაველთა დაცვამ ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მაჭავარიანისა და ელოხის შეუთამაშებლობის ლოგიკური შედეგი გახლდათ.
თენგიზ ჩიკვილაძემ �დინამოში� პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა. მან ყოფილი კლუბის კარი 27-ე წუთზე, ედნილსონის გადაცემის შემდეგ აიღო - 0:2. მცველები ამჯერადაც შეცდნენ.
ამის შემდეგ მასპინძლები კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სისწრაფე, სიმწვავე და ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდა. 44-ე წუთზე გია კვარაცხელიას შეეძლო სხვაობის შემცირება, როცა გილაურის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ქიჯია თავით კარში გზავნიდა, ის კი ამ ბურთს მეკარის საჯარიმოში დახვდა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.
ამასობაში, �დინამომ� მესამე გოლის გატანაც მოახერხა. ისევ სწრაფი და მწვავე კონტრშეტევა, ისევ შეცდომა დაცვაში და... კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მათე ვაწაძეს რუსთაველთა მეკარე გია ჭანტურია კი აჯობებს, მაგრამ მოგერიებულ ბურთი კარში შოთა კაშია აგზავნის - 0:3. ამის შემდეგ, მახარაძემ შეცვლები დაიწყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა კაშიამ და ვაწაძემ კიდევ ერთი მწვავე შეტევა განავითარეს, მაგრამ მათემ მიზანს ააცილა. კაჭარავამ კი მეორე ტაიმში ყველა ფეხბურთელი შეცვალა და დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს: 70-ე წუთზე ჯორჯ აკირემის გადაცემა ვაჟა ნემსაძემ გოლით გადაასრულა - 0:4.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს დაშავდა ახალგაზრდა დინამოელი გიორგი მამუჩიშვილი, რომელმაც საზარდული გაიჭიმა და ჯერ უცნობია, ვარჯიშს როდის გაანაახლებს. ეს ხელოვნურსაფარიანი მოედნის ერთ-ერთი მინუსია, რაც მსგავს საფარზე ხშირი მოვლენაა - ამას აბრალებდა ტრავმას თავად მამუჩიშვილი, რომელიც გუშინ �დინამოს�?თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა. �ოლიმპი� ჯერ მაჭარივითაა და მახარაძე მეორე წრემდე უპირებს დაღვინებას. ამ პროცესში კი, როგორც ჩანს, რუსთაველებს რამდენიმე ფეხბურთელთან მოუწევთ შელევა. �ოლიმპში� პირველად და, ალბათ, უკანასკნელადაც ითამაშა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ჟოანმა, რომელიც გასინჯვაზე იმყოფებოდა. ის ბევრს დარბოდა, მოძრაობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მართალია, არ უთამაშია მაგრამ რუსთავში იმყოფებოდა მეკარე მირზა მერლანი, რომელიც იმედოვნებს, რომ უთამაშებლობით დაკარგულ ფორმას აღიდგენს და გუნდს გამოადგება. კლუბი ამ უდავოდ ნიჭიერ და სასარგებლო, მაგრამ �დარდიმანდ� მეკარეს კარიერის აწყობის კიდევ ერთ შანსს აძლევს - ალბათ, უკანასკნელად. ყველა აღიარებს, რომ მერლანი გამორჩეული ნიჭის პატრონია, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ჰყავს და თუ რეჟიმში ჩაჯდა, მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენი ფეხბურთისთვისაც.