ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ტორპედო ბრუნდება?

`ტორპედო2008`-მ კი რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და როგორც, ჩანს, არც თუ სუსტი შემადგენლობით, განაგრძობს უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის ბრძოლას.
`ტორპედო2008` გასული წლის ივლისში დაარსდა. ახალ კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს ძველ `ტორპედოსთან`.
ქალაქი რომ უგუნდოდ არ დარჩენილიყო, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა `ტორპედო2008` და სწორედ ქალაქი ინახავს საფეხბურთო გუნდს.
`ტორპედო2008`-მ პირველი ლიგის, პირველი წრე პირველ ადგილზე ჩაამთავრა და სავარაუდოდ, მომავალ წელს, უმაღლეს ლიგაში გადმობარგდება.
რა სიტუაციაა გუნდში და აპირებენ თუ არა გაძლიერებას?
ზვიად ჩხეტიანი ქუთაისის `ტორპედო2008`-ში `ლოკომოტივიდან` მას შემდეგ გადავიდა, რაც კლუბმა ფეხბურთელების შენახვა ვეღარ შეძლო და ძირითადი ბირთვი გაუშვა.
ინტერვიუ ზვიად ჩხეტიანთან


- რა სიტუაციაა გუნდში, აპირებთ თუ არა შეკრებას ზამთარში?



- გუნდში კარგი ატმოსფეროა. წავალთ თუ არა შეკრებაზე, ეს რამდენიმე დღეში გადაწყდება. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის მერი შეიცვალა და ახალი დაინიშნა, წინა მერი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა. ჩვენ ქალაქის ბიუჯეტით ვარსებობთ. თუ ახალი მერი გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს ჩვენი დაფინანსება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.



- თუ აპირებთ გაძლიერებას და ვის დამატებას აპირებთ, თუა ცნობილი?



- ცენტრალური ნახევარცმველისა და თავდამსხმელის შეძენა სურთ კლუბში, თუ ვინ ჰყავთ მიზანში, ეს ჯერ-ჯერობით არ ვიცით ჩვენ.
- სტადიონის რეკონსტრუქცია ესწრება მომავალი წლისთვის? დაიწყო თუ არა სამუშაოები და რა ეტაპზეა ამ დროისთვის?
- სამუშაოები დაწყებულია, თითქმის ძველი ყველაფერი აღებულია, ტრიბუნებიც მოწესრიგდება, ქუთაისში ძალიან უყვართ ფეხბურთი და სტადიონი აუცილებელია. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ფეხბურთი, დაგვპირდა, რომ გვექნება ახალი სტადიონი და იმედია, ასეც იქნება.
- გუნდმა პირველ ადგილზე ჩაამთავრა პირველი წრე, შეინარჩუნებთ ლიდერობას?
- აუცილებლად, შევინარჩუნებთ და აუცილებლად გადმოვალთ უმაღლეს ლიგაში.
- და რა იქნება თქვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში, ადგილის შენარჩუნება თუ ბრძოლა მაღალი ადგილებისთვის?
- ჩვენ შევიკრიბეთ თუ არა, ყველა ფეხბურთელმა თქვა ის, რომ მთავარი არ არის მარტო უმაღლეს ლიგაში მოხვედრა. ყველა ჩვენგანი იბრძოლებს საპრიზო ადგილისთვის.
- ქუთაისს ერთ დროს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. `ტორპედო` თვით `დინამოსაც` კი ამარცხებდა. ხომ არ გგონიათ, რომ ძველი `ტორპედოს` სახელის ჩრდილქვეშ მოექცევით?
- გულშემატკივრებისთვის სწორედ იმ გუნდთან ვასოცირდებით, ამიტომ ჩვენ არ შევარცხვენთ ამ სახელს და ვიბრძოლებთ ბოლომდე.

დინამოში მაკედონიელი ისინჯება


გუნდში მაკედონიელი ცენტრალური მცველი ალექსანდრ კრსტესკი ისინჯება. 26 წლის ტანმაღალი /186 სმ/ ფეხბურთელის ბოლო გუნდი მაკედონიური ვარდარი გახლდათ, მანამადე კი იგი რაბოტნიჩკისა და პობედას ღირსებას იცავდა. ახალი სახეები დინამოში მალე კიდევ გამოჩნდებიან.
www.fcdinamo.ge

დინამოს კაპიტანი ისრაელში


ლევან ხმალაძეს `დინამოსთან` კონტრაქტი დაუმთავრდა, სავარაუდოდ ორ კვირაში ის 'ჰაიფას მაკაბის' რიგებში ჩაირიცხება.



ლევან ხმალაძის ისრაელში წასვლაზე ხმები მას შემდეგ გავრცელდა რაც 'მაკაბის' მეორე მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ: ახალი წლიდან გუნდს კიდევ ერთი ქართველი დაემატებოდა. ლევან ხმალაძე კი გიორგი დარასელიას ფავორიტ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ იყო, თუ ვინ წავიდოდა ისრაელში.



ლევან ხმალაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისრაელში კვირას გაემგზავრება, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა მისი მომავალი.





- ისარელში კვირას გავემგზავრები გავივლი სამედიცინო შემოწმებას, ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი ორ კვირაში ყველაფერი გადაწყდება.



- დავუშვათ და თქვენთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა ეს ვიზიტი, განიხილავთ `დინამოში` დაბრუნებას?



- `დინამოსთან` კონტრაქტი დამიმთავრდა ამ ეტაპზე გამოვრიცხავ, მაგრამ რა იქნება და როგორ, ეს ჯერ არ ვიცი.



- `დინამოს` თამაშზე მინდა გკითხოთ, გუნდი წელს არასტაბილურად ასპარეზობს, რამ გამოიწვია ეს?



- კლუბს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, ყველა თამაშზე, რომ ძირითადის 6-8 კაცი ტრავმირებული გეყოლება, ძნელია წარმატების მიღწევა, თან გუნდი გაახალგაზრდავდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ და ესეც განაპირობებს არასტაბილურობას.



- სუპერთასზე 119 წუთზე საკუთარ კარში ავტოგოლი მიიღეთ. იმსახურებდა `დინამო` წაგებას?



- ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ხან მოიგებ, ხან წააგებ, გვაჯობა მეტოქემ და დავმარცხდით.

ლევან კობიაშვილი ჰერტაში გადავიდა


ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი გელკერხიზენის შალკედან ბერლინის ჰერტაში გადავიდა.33წლის ქართველმა ჰერტასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა თუმცა კი ეს კონტრაქტი შეიძლება იმ შემთხვევაში შეწყდეს თუ ჰერტამ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება თუ ვერ მოახერხა,დღესდღეისობით კი ამის საკმაოდ დიდი შანსი არსებობს რადგან ჰერტა 6 ქულით უიმედო აუტსაიდერია.