ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

კანკავა გამოჯამრთელდა

როგორც ირკვევა უკრაინული დნიპროს ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა უკვე საბოლოოდ გამოჯამრთეელდა იგი დნიპროს შეკრებაზეც გაყვა უკვე.მას ტრამვის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და ნამდვილად სასიხარულოა მისი დაბრუნება.
როგორც გაუწყებდით, ეროვნული ნაკრების ფორვარდ ბექა გოცირიძის ბედი სამედიცინო შემოწმების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც გასული წლის ივნისში ავტოავარიაში მოჰყვა, �დნიპროში� საფუძვიანი სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ირკვევა, ბექა სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით დაიწყებს ინდივიდუალურად მომზადებას. გუნდს კი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ �დნიპრო� 30 ფეხბურთელის შემადგენლობით, მოსამზადებელი შეკრებისთვის ანთალიაში გაემგზავრა. გოცირიძე დნეპროპეტროვსკში დატოვეს, ამავე გუნდის მეორე ქართველი, ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კი თურქეთში გაემგზავრა.
�დნიპრო� ანთალიაში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დნეპროპეტროვსკელები მოსკოვის �ლოკომოტივს�, �ზესტაფონს�, მოსკოვის �დინამოსა� და ავსტრიულ �კაფენბერგს� გაეჯიბრებიან.

ბურდული პრაღაში?

საქართველოს ნაკრების და დინამო თბილისის ყოფილი ნახევარმცველი თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიჩნეული ლადო ბურდული ამ ბოლო დროს ვეღარ ბრწყინავდა .,სწორედ ამიტომ სასიამოვნოა ინფორმაცია რომელიც გაზეთ ლელოში გამოქვეყნდა.
ლადო ბურდული სიმფეროპოლის �ტავრიიდან� წამოვიდა. ის ამ კლუბში შარშან ჩაირიცხა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ათამაშებდა და იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.
ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ლადომ სხვადასხვა კლუბის შეთავაზება ახსენა. სანდო წყაროს მეშვეობით, მხოლოდ ერთი მათგანის შესახებ გავიგეთ - 28 წლის ნახევარმცველს პოპულარული ჩეხური კლუბი პრაღის �სპარტა� იწვევს. ეს ბურდულის მენეჯერის დამსახურებაა, თუმცა მწირი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩეხებმა ჩვენებურს მიმზიდველი პირობები ვერ შესთავაზეს.
ბურდულმა მენეჯერს პირობა წაუყენა, რომ პირობების გაუმჯობესებას მიაღწიოს. ცნობისთვის, �სპარტაში� ორიოდე ლიდერი 12-12 ათას ევროს იღებს, დანარჩენების ხელფასი კი 3-დან 7 ათას ევრომდე მერყეობს.
უკრაინასა და რუსეთში ბურდული ბევრად უკეთეს პირობებს შეეჩვია და მისი მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ერთიცაა - ნაკრებში დაბრუნების მსურველი ფეხბურთელისთვის პრაღის �სპარტაში� მოხვედრა სასურველი ვარიანტი გვგონია. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში მას ბოლო დროს საქმეები ვერ აეწყო. მოკლედ, ჩეხურ გრანდში ჩარიცხვის პერსპექტივა 29 წლის ბურდულისთვის უდავოდ მშვენიერი შანსია, ფორმა რომ აღიდგინოს და ნაკრებში დაბრუნდეს.

ზესტაფონის მორიგი ამხანაგური

ზესტაფონი� ორი გუნდით ანთალიაში მზადებას აგრძელებს. ყაზახურ �ტობოლთან� მარცხის (0:5) შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები გუშინ კიდევ ერთ ყაზახურ გუნდს, ამჯერად �ჟეტისუს� უნდა გაჯიბრებოდნენ, მაგრამ... ზესტაფონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები ამხანაგური მატჩის გამართვის ადგილზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ჩვენები სხვას მოურიგდნენ და გუშინ თურქეთის �პურსაქლარსფორს� (რანგით მესამე ლიგის III ჯგუფი, მეცხრე ადგილი 12-გუნდიან ჩემპიონატში) დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ �ტობოლთან� მატჩში 4 გოლი სლოვენიელმა გოლკიპერმა ნემანია იოზიჩმა გაუშვა. იოზიჩს ზესტაფონელები უკვე დაემშვიდობნენ და გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთი უცხოელი მეკარე გამოცადეს. ამჯერად იმერელთა სასტარტო შემადგენლობაში, კარის დარაჯად ბრაზილიელი ელტონ გომეს დოს სანტოსი იყო გამწესებული. გეგუჩაძემ ადგილობრივი ქვედალიგოსნის წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა: ელტონი (73. მეშველიანი), მჭედლიშვილი, კობახიძე, გორგიაშვილი (46. კაჭკაჭიშვილი), მაკარიანი, ბენაშვილი (76. გურაბანიძე), ცხადაია (65. გორგიაშვილი), მიქაბერიძე, ნ. კვასხვაძე (46. ლომია), წინამძღვრიშვილი, ჯოხაძე (41. ჩიხლაძე).
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ზესტაფონელები დაშვებული შეცდომების გამო მწარედ დაისაჯნენ და შესვენებამდე 0:3-ს აგებდნენ. თუმცა მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა. 61-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. მე-80 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც გეგუჩაძემ მეორე შეიყვანა მოედანზე, პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის მიწურულს კი რატი წინამძღვრიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 3:3 და შეხვედრაც ამ შედეგით დასრულდა. �ზესტაფონი� მომდევნო საკონტროლო მატჩს 17 იანვარს დნეპროპეტროვსკის �დნიპროსთან� გამართავს.
მორიგი თამაში ჩაატარა დუბლებმაც. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი ადგილობრივ ქვედალიგოსან �სარილარსფორს� გაეჯიბრა და 3:4 დამარცხდა. ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (64. კიკაბიძე), ამაშუკელი, კობახიძე (46. კაჭკაჭიშვილი/85. ლომია), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, გურაბანიძე, გიორგობიანი (64. გაჩეჩილაძე), ჭანკოტაძე (11. კიკნაველიძე), ჯოხაძე (57. კაპანაძე), ლომია (68. ღირდალაძე), ჩიხლაძე.
იმერელთა გუნდიდან ამ შეხვედრაში ერთი გოლი გიორგი ჯოხაძემ გაიტანა (პენალტით), ნიკოლოზ ჩიხლაძემ კი დუბლი მიითვალა.

ახალი სპონსორი

დინამოს საიტზე კიდევ ერთი ახალი და კვლავ სასიხარულო ინფორმაცია გაჩდა.
დინამოს ერთ-ერთი სპონსორი ვითიბი ბანკი ჯორჯია, ამიერიდან გენერალური სპონსორი იქნება. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ და ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ბანკი ჩვენი გუნდის გენერალური სპონსორი წელიწადნახევრის მანძილზე იქნება. პრეზენტაციაზე კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ამირან ღიბრაძემ, ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ, გიორგი მერებაშვილმა და ედნილსონმა ბანკის წარმომადგენლებს გუნდის ახალი მაისურები გადასცეს, რომელსაც ვითიბის ლოგო დაამშვენებს.

ხელები შორს ჭანტურიასგან

17 წლამდელთა ლიდერ,ბარსელონას ასაკობრივ გუნდში მოთამაშე ჭანტურია რუსული გუნდების ყურადღების ქვეშ მოექცა.ლელოს დღევანდელ ნომერში სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი.
�ექსპრეს-გაზეტაში� რუსულ სატრანსფერო სეზონთან დაკავშირებულ სტატიაში საინტერესო ფრაზა ამოვიკითხეთ: �რუსეთში ახალგაზრდა ქართველების გადაბირების მოდა მოსკოვის �სპარტაკმა� შემოიტანა, რომელმაც ფეხბურთს ნიჭიერი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე აღმოუჩინა. მათ ცსკა-მ და სანკტ პეტერბურგის �ზენიტმაც� მიბაძეს. არმიელებმა იუნიორი ნიკა ძალამიძე მიიწვიეს, პიტერელებმა კი გიორგი ჭანტურია. თოთოეული მათგანი 17 წლისაა�.
გუშინ მოსკოვის ცსკა ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. ალიკანტეში მთავარ გუნდთან ერთად ნიკა ძალამიძეც მოემზადება. არმიელები ესპანეთში ორ საკონტროლო შეხვედრას ორი შემადგენლობით გამართავენ - ეს იქნება 24 იანვარს ნიუ იორკის �რედ ბულთან�, სადაც 19 წლის გიორგი ჩირგაძე თამაშობს, და შვეიცარიულ �ქსამაქსთან�.
ჯანო ანანიძე დიდი ხანია მოსკოვის �სპარტაკში� ირიცხება. მასზე ბევრი გვითქვამს და დაგვიწერია, ამიტომ, აქ აღარ განვმეორდებით. ძალამიძის არმიული ტრანსფერიც მკითხველისთვის �ლელოდან� გახდა ცნობილი, მაგრამ გიორგი ჭანტურიას სანკტ პეტერბურგის �ზენიტში� წასვლის ამბავი კი დაუჯერებლად გვეჩვენებოდა. როგორც ცნობილია, ამის თაობაზე პირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმავე გადაცემაში განაცხადა - �ზენიტი� კარგი გუნდია, მაგრამ �ბარსელონადან� ჭანტურიას წამოსვლა სასურველი არ არისო. სხვათა შორის, ამასვე ამბობდა ქეცბაიას წინამორბედი ექტორ კუპერიც.
როგორც ცნობილია, ჭანტურია საფეხბურთო კლუბ �საბურთალოსა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერია. �ბარსელონაში� ის შარშან გადავიდა. მაშინ ასეთი ვარაუდიც გაჩნდა, თითქოს ეს ფეხბურთელის ოჯახმა �იჩალიჩა�. ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო - დრომ გამოაჩინა, რომ ეს �ვარაუდი�, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ჭანტურია მართლაც გამორჩეული ნიჭის პატრონია. �ბარსელონას� �ჟუვენილ A-ში�, ორი წლით უფროს ფეხბურთელებში, გიორგი ლიდერად ჩამოყალიბდა და ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. �ბარსელონასა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მისი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ სწორედ რუსული და უკრაინული გრანდები.
ღმოჩნდა, რომ დიდი �მოძმე� ქვეყნის მედიაში ჭანტურიასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ლამის ყველა წამყვანი გაზეთი და ინტერნეტგამოცემა �ბარსელონას� ქართველი ტალანტის სანკტ პეტერბურგში შესაძლო გადაბარგებას ეხმაურება და იქვე არ ავიწყდებათ ანანიძეც, საიდანაც სათავე აიღო ბოლოდროინდელმა რუსულმა სატრანსფერო... ასე ვთქვათ, მოდამ.
სანკტ პეტერბურგის �ზენიტის� ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელიც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდ �რომაში� მუშაობით არის ცნობილი. არცაა გასაკვირი - გასულ სეზონში კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონი ევრო იყო! �მოსკოვსკი კომსომოლეციც� ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე ევროპელ ვარსკვლავთან ერთად, �ზენიტმა� ჭანტურიას გადაბირებაც გადაწყვიტა და არც ის ფაქტი გამორჩენიათ, რომ ქართველ ტალანტს იტალიაში �ბრეშაც� იწვევდა.
�თავდაპირველად, ჭანტურიას �ზენიტის� ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ სახეზეა საინტერესო ტენდენცია - ელიტური რუსული კლუბები ჭაბუკი ქართველების ხარჯზე ძლიერდებიან. 17 წლის თავდამსხმელმა ტექნიკურობით, უნივერსალიზმითა და საქართველოს იუნიორთა ნაკრებში მშვენიერი თამაშით სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. თუმცა �ზენიტში� ამ ინფორმაციის კომენტარს თავს არიდებენ და აცხადებენ, რომ ახალწვეულებს მხოლოდ ახალი წლების შემდეგ დაასახელებენ�, - წერს სანკტპეტერბურგული �კომსომოლსკაია პრავდა�.
ყოველკვირეული �ფუტბოლის� ინტერნეტვერსიაში �ზენიტის� შესაძლო ახალწვეულებზეა ლაპარაკი - ანდრეა დოსენას (�ნაპოლიში� გადავიდა), კახა კალაძის, ლუიზაოს, კრისტიან მოლინაროს (�შტუტგარტში� გადავიდა), ამანტინო მანსინის (�მარსელს� ათხოვეს), მატეო ბრიგის, ჰარი კიუელის, ადრიან მუტუს, პეტერ კრაუჩისა და რომან პავლიუჩენკოს გვერდით, ჭანტურიას ხსენება, ბუნებრივია, ძალიან გვეამაყება... სასიამოვნოა იმის წაკითხვა თუ მოსმენაც, გიორგის �ბარსელონას� ლიდერად რომ მოიხსენიებენ. თუმცა, იმედია, ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გააგრძელებს კარიერას, რაც ისევ მისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი.
�კატალონიელთა გუნდის �ჟუვენილ A-ში� ჭანტურიას წარსულში �ბარსას� ცნობილი ფეხბურთელი სერხი ბარხუანი ავარჯიშებს. �ბარსელონა� ჭანტურიას სამი წელი აკვირდებოდა და 2009 წელს კონტრაქტიც გაუფორმა. ზაფხულში ჭანტურიამ �ბარსას� ძირითად გუნდშიც ივარჯიშა. ასაკის მიუხედავად, მშვენივრად განვითარებული აღნაგობითა და მარცხენა ფეხით მშვენიერ დარტყმით გამოირჩევა. კატალონიური გრანდის ფანები ფორუმებზე მის თამაშში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტექნიკასა და პლასტიკას ხედავენ. თუმცა ერთია, ჰგავდე იბრაჰიმოვიჩს, და მეორე - მისი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდე�, - წერს �სპორტდეი�.
ჩვენი ინფორმაციით, �ზენიტი� ფეხბურთელით ისე დაინტერესდა, �საბურთალოსთან� (რომელმაც თავდამსხმელი �ბარსელონაში� ერთწლიანი არენდით გაუშვა) მოლაპარაკებებიც წამოიწყო. თუმცა �საბურთალოც� ფეხბურთელის �ბარსელონაში� დატოვებას ემხრობა.

დინამოში მატებააა

თენგიზ ჩიკვილაძე დინამოელია. ჩვენმა გუნდმა 26 წლის მცველთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, მომავალშიუფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით. თენგიზ ჩიკვილაძე წლების განმავლობაში ამერის ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე კი ბოლნისის სიონში გამოდიოდა.
www.fcdinamo.ge
ინტერვიუ ქართველ მცველთან რომელიც დაიბეჭდა ლელოს დღევანდელ ნომერში.
- როგორც გავიგეთ, �დინამოსთან� ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ...
- ასეთ ხანმოკლე კონტრაქტს საფუძველი გააჩნია. ეს ნახევარი წელი გუნდს გავიცნობ, თავადაც უკეთ დამაკვირდებიან და თუკი ჩემი დატოვება საჭიროდ ჩათვალეს, ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გავაფორმებთ. ბოლნისის �სიონში� თავს კარგად ვგრძნობდი, თანაგუნდელებთანაც ჩინებული ურთიერთობა მქონდა და ხელმძღვანელობასთანაც. თუმცა ყველაზე ამბიციურ ქართულ კლუბში თამაში ყოველთვის მსურდა. თითქმის ყველა ლიდერ გუნდში მითამაშია და ჩემთვის თითოეული მათგანი ძვირფასია, მაგრამ უცხოეთში იცნობენ თბილისის �დინამოს�, ხოლო �ვიტ ჯორჯია�, �ზესტაფონი� და �ოლიმპი� ჯერჯერობით ამით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომაც მახარებს ამხელა ტრადიციების მქონე კლუბში მოხვედრა. მაგრამ პირველ რიგში, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, ზაფხულში კონტრაქტს გავაგრძელებთ.
- დიდი ხანია, რაც �დინამოში� გადასვლას გთავაზობენ?
- �დინამოს� ხელმძღვანელობამ მითხრა, ხმალაძე ისრაელში წავიდა და მის ნაცვლად, შენი მოყვანა გვსურსო.
- როგორც შევიტყვეთ, ტაშკენტის �ლოკომოტივიც� გიწვევდათ...
- დიახ, მიწვევდა და ვაპირებდი კიდეც წასვლას, მაგრამ �სიონი�-�ნორჩ დინამოელის� საკონტროლო შეხვედრისას ერთმა აფრიკელმა მცველმა ლამის ფეხი მომტეხა, დღემდე ტრავმა მაქვს და ვერ გავემგზავრე. ნატკენი ფეხით ჩასვლას რა აზრი ჰქონდა, საძუნძულოდ ხომ არ ჩავიდოდი? ამ დროს გამოჩნდა �დინამო� და უზბეკეთზე აღარც მიფიქრია. ასე მგონია - ფეხბურთელი თბილისის �დინამოსა� და ტაშკენტის �ლოკომოტივს� შორის არჩევანს არც უნდა აკეთებდეს.
- ტრავმა სერიოზულია?
- ჰემატომა მაქვს და ნორმალურად ერთ კვირაში თუ განვაახლებ ვარჯიშს. მე და გიორგი მერებაშვილი ინდივიდუალურად ვემზადებით.
- უზბეკეთში სინჯებზე გიწვევდნენ?
- ფაქტობრივად, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. თუმცა �დინამოს� შეთავაზებამ უზბეკეთს ხაზი გადაუსვა.
- აქამდე არასდროს მიუწვევიხართ �დინამოს�?
- არა, ეს პირველი შემთხვევა იყო. აქამდე რომ ეთქვათ, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
- ოდესმე უცხოეთის ნორმალურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობა თუ გქონდათ?
- �ამერში� თამაშის პერიოდში, მე და ირაკლი დოლიძე სიმფეროპოლის �ტავრიაში� მიგვიწვიეს. გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხაილ ფომენკოს ძალიან მოვეწონეთ. საკონტროლო შეხვედრაც კარგად ჩავატარეთ, კომბინაცია დაცვიდან დავიწყე, დოლიძეს გავუთამაშე და გოლით დავასრულე. მენეჯერმა გვითხრა, ორივეს გტოვებენო და პირობებიც გაგვაცნო. ამის შემდეგ პრეზიდენტთან შევიდა. თუმცა იქიდან უკმაყოფილო გამოვიდა, ვერ შევთანხმდითო და რა გაეწყობოდა, წამოვედით. არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი დატოვება სურდათ. სხვათა შორის, მაშინ დავრწმუნდი, რომ უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთული არ ყოფილა. ბევრს არ სჯერა, მაგრამ ქართველებს მართლა გამორჩეული ტექნიკა გვაქვს, უკრაინელებს სირბილში არ ჩამოვრჩებოდით, ტექნიკაში კი აშკარად ვჩაგრავდით...
- ყოველთვის გამოირჩეოდით მცველისთვის უჩვეულო შედეგიანობით...
- ფეხბურთში არასტანდარტული აზროვნება ბევრს ნიშნავს. ყველა რომ ელოდება, ისეთი მოძრაობა არ უნდა გააკეთო. მე კი ყოველთვის ვცდილობ, მოულოდნელი გაგრძელება მოვიფიქრო და მეკარეს მომენტი შევურჩიო. სხვათა შორის, ცხინვალის �სპარტაკს� რომ გავუტანე გოლი, მაშინაც ასე მოვიქეცი - მივხვდი, რომ მეკარე გადაცემას ელოდა და დავარტყი...
- ბოლნისის �სიონმა� დავალიანება გაგისტუმრათ?
- თანხის ნაწილი ჯერ კიდევ ასაღები მაქვს...

ლაშა ჯაკობია დოპინგზე ჩავარდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლაშა ჯაკობია დიდ სკანდალში გაეხვა - 29 წლის ფეხბურთელი დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. 26 სექტემბერს ჯაკობიას �არსენალი� ზაპოროჟიეს �მეტალურგთან� 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა დოპინგტესტი გაიარა...
პასუხი დადებითი აღმოჩნდა. განმეორებით ცდაზე თავად ჯაკობიამ თქვა უარი. უკრაინული მედიის ცნობით, ლაშამ აღიარა, რომ საქართველოში ყოფნისას, ღვინოში ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი გააზავა და ეს თურმე სტრესის მოსახსნელად გააკეთა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ლაშას გულწრფელი აღიარება და მხოლოდ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა (წესით, ერთწლიანი ეკუთვნოდა).
ახალ სეზონში ჯაკობიამ კიევის �არსენალის� რიგებში სულ 13 წუთი (3 მატჩის ჯამი) დაჰყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ჯაკობია მისი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იყო და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აშკარა ლიდერიც გახლდათ.
1998-99 წლებში ლაშა ლიეჟის (ბელგია) �სტანდარდში� ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამას მოჰყვა იჯარა სხვადასხვა ბელგიურ კლუბში - �ვიზეში� (18 თამაში, 14 გოლი), �ლიეჟში (14 თამაში, 14 გოლი). 2000 წელს ის ასევე ბელგიურ �აალსტში� გადავიდა (3 თამაში, 1 გოლი), ირიცხებოდა �მონსსა� და ბუქარესტის �რაპიდშიც�...
2003 წელს ჯაკობია საქართველოში დაბრუნდა, საიდანაც ბერძნულ �იანინაში� (7 თამაში, 4 გოლი) გადავიდა. 2004 წლიდან დღემდე თამაშობს უკრაინაში, სადაც ხან ხარკოვის �მეტალისტის� ღირსებას იცავდა და ხან კიევის �არსენალის�. უკრაინაში გატარებულ ხუთნახევარ სეზონში ლაშამ სულ რაღაც 14 გოლი გაიტანა, თუმცა იყო პერიოდიც, როცა �მეტალისტის� კაპიტანი იყო...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად 2004 წელს, მოლდოვასთან მატჩისთვის გამოიძახეს.

ბუნდესლიგა სტარტს დღეს აიღებს

დღეს 15 იანვარს დაიწყება გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე და რადგან გერმანიის ჩემპიონატში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ბუნდესლიგა ჩვენთვისაც იქნება საინტერესო.
რა თქმა უნდა ქართველი გულშემატკივრის ინტერესი ბერლინის �ჰერტასადმი� მას მერე გაიზარდა, რაც ამ გუნდში ლევან კობიაშვილი გადავიდა. როგორც ჩანს კობის დებიუტი სწორედ მეორე წრის სასტარტო ტურში შედგება. ამას გერმანული მიმომხილველებიც არ მალავენ. �ჰერტამ� მალიორკაზე შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში უკანასკნელ საფეხურზეა და ადგილის დარჩენისთვის იბრძოლებს, ფანებმა გაამხნევეს. დედაქალაქური კლუბი სრული შემადგენლობით შეხვდა გულშემატკივარს. რა თქმა უნდა, ამ თავყრილობაზე ლევან კობიაშვილიც იყო. ფანების მთავარი ინტერესი ახალწვეულებისადმი იყო მიმართული და ლევან კობიაშვილიც ყურადღების ცენტრში მოექცა. ბერლინელთა გუნდის ერთგულმა ქომაგებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ კობის დიდად ეიმედებათ. ქართველმა ლეგიონერმა კი კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სჯერა �ჰერტას� არ დაქვეითდება და მომდევნო სეზონშიც ბუნდესლიგაში იასპაერეზებს... ფანები ლევანს უთხრეს, რომ 16 იანვარს, �ჰანოვერთან� გასვლით შეხვედრაში მის დებიუტს მოელიან და გულმხურვალედ უქომაგებენ.
გერმანიაში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზე ვთქვათ. ბუნდესლიგის მეორე წრისთვის �ფრაიბურგმა� სამზადისი დაასრულა. ფრაუბურგელებმა დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა �ბადენოვა შტადიონზე� შვეიცარიულ �ბაზელთან� გამართეს და 1:2 დამარცხდნენ. �ფრაის� შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. თარგამაძე 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაშინ როცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული.
თარგამაძის �ფრაიბურგი� ბუნდესლიგის სეზონს ზეგ, 16 იანვარს �ჰამბურგთან� გასვლითი შეხვედრით განაახლებს. ფრაიბურგელებს პირველი წრის შემდეგ 18 ქულა აქვთ, ცხრილში მე-13 საფეხურზე არიან და გაავარდნი ზონაში მყოფ გუნდებთან მხოლოდ 2 ქულა აშრებთ.

კალაძემ როგორც იქნა ითამაშა

გუშინ �მილანმა� იტალიის თასის მეოთხედფინალში გააღწია, სადაც �უდინეზესა� და �ლუმეცანეს� შორის დღევანდელ მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. �როსონერიმ� კი სერია ჩ-ს ბინადარი �ნოვარა� დაამარცხა - 2:1. ლეონარდომ სერია A-ს ბატალიებით გადაღლილი შემადგენლობა დაასვენა და ბოლოხანს სათადარიგოებს შორის გამწესებულთ მისცა თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის, კახა კალაძეს, რომელიც ჯუზეპე ფავალისთან წყვილში დაცვის ცენტრს ამაგრებდა.
კალაძეს ჰქონდა საგოლე შანსი მანამ, ვიდრე მე-12 წუთზე ფილიპო ინძაგი გახსნიდა ანგარიშს. �ნოვარამ� მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინა წონასწორობა, როცა პაბლო გონსალესი საჯარიმოს ხაზთან ჩვენი ნაკრების კაპიტანს გაექცა და მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ ძელთან დააჭედა. გამარჯვების გოლი კი მე-80 წუთზე მატიო ფლამინიმ გაიტანა. კალაძემ ბოლომდე ითამაშა და გოალ.ცომ-სგან შეფასებად 5.5 ბალი დაიმსახურა.

რუსთავის ოლიმპი მზადებას განაგრძობს

ოლიმპი-გაგრა 3:3
1:0 კვარაცხელია (18), 1:1 გაბედავა (34), 1:2 თოთაძე (47.პენ), 2:2 დათუნაიშვილი (50), 2:3 ტყეშელაშვილი (70), 3:3 ჯიქია (76)
ოლიმპი: ჭანტურია - გილაური, ელოხი, მაჭავარიანი, ხუბუა - დათუნაიშვილი, დობროვოლსკი, კვარაცხელია, იმედაშვილი, ხომისტეკი - აუდუ. შეცვლაზე: გველესიანი, რეხვიაშვილი, ჭედია, ხიდეშელი, თარხნიშვილი, ჯიქია.
გაგრა: თევდორაძე - ქორთუა, გიგაური, ჭაავა, გაბუნია - ქურდობაძე, ჩხეტიანი, ოქრიაშვილი, ჯ. ჯიშკარიანი, ნ. ჯიშკარიანი - გაბედავა. შეცვლაზე: ნადირაშვილი, შელია, თ. შალიკაშვილი, კალანდაძე, თოთაძე, ბაგალიშვილი, პავლიაშვილი, ტყეშელაშვილი, ი. შალიკაშვილი, გულორდავა, კიკნაძე.
გაფრთხილება: კვარაცხელია, ქორთუა.
გაძევება: ხუბუა (ოლიმპი), თ. შალიკაშვილი (გაგრა)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
გუშინ რუსთავის �ოლიმპმა� �ფოლადის� სტადიონზე �გაგრას� უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ფრედ 3:3 (1:1) დასრულდა. რუსთაველთა შორის თბილისის �ვიტ ჯორჯიას� ცენტრალურმა მცველმა დავით ლომაიამ ითამაშა, რომელსაც ჩემპიონთან კონტრაქტი დაუსრულდა. 90 წუთი ითამაშა გასასინჯად ჩამოსულმა სლოვაკმა რომან ხომისტეკმა. თავის ქვეყანაში ის უმაღლესი ლიგის კლუბებში თამაშობდა, მარცხენა ნახევარმცველია და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, აგრესიული, სწრაფი თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით.
�ოლიმპში� ნიგერიელი თავდამსხმელი დომინიკ აუდუც გასინჯეს, თუმცა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ აფრიკელი დაიწუნა. სამაგიეროდ, კონტრაქტს გააფორმებს მეორე ნიგერიელი.
�ემანუილ ელოხი ძალიან მომეწონა და მას ალბათ დავტოვებთ. სლოვაკი დღეს პირველად ვნახე და კიდევ დავაკვირდებით, აუდუს კი ვუშვებთ. რაც შეეხება დათო ლომაიას, ის ჯერ მხოლოდ ისინჯება. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, მაგრამ მეორე წრისთვის მხოლოდ 18 ფეხბურთელი უნდა დავტოვოთ და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ახალწვეულები�, - გვითხრა მახარაძემ.
როგორც შევიტყვეთ, კლუბი დატოვა მეკარე მიხეილ ალავიძემ, რომელიც უზბეკეთში სინჯებზე გაემგზავრა. სევასტი თოდუა კი უკვე ჩაირიცხა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ �გაბალაში�. მახარაძის თქმით, ალავიძის ნაცვლად, კლუბში დააბრუნეს მირზა მერლანი, რომელიც �ოლიმპში� ადრეც გამოდიოდა.
�გაგრაში� ითამაშა ამ კლუბის გაზრდილმა ირაკლი ქორთუამ. ის ადრე კიევის �დინამოს� დუბლებში გამოდიოდა, ბოლოს კი - ლატვიურ �დინაბურგში�. ცნობილის სკანდალის გამო, ეს კლუბი ჩემპიონატიდან მოკვეთეს, ქორთუას კი ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს და საქართველოში დაბრუნდა.
�გაგრას� კაპიტანმა, მეკარე რევაზ თევდორაძემ კი სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. მის მიმართ ინტერესს ლატვიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი რიგის �სკონტო� იჩენდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თევდორაძის ლატვიაში გადაბარგება რეალურიც იყო.
�კლუბთან შეთანხმების შემდეგ, რევაზ თევდორაძემ კარიერის გაგრაში გაგრძელება და სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა გადაწყვიტა�, - იუწყება კლუბის პრესსამსახური.
შემდეგ შეხვედრას �ოლიმპი� 16 იანვარს, 13 საათზე თბილისის �დინამოსთან� რუსთავში გამართავს. �გაგრა� კი იმავე დღეს ანთალიურ შეკრებაზე გაემგზავრება.

დინამოსთვის ბრძოლა გრძელდება

გუშინ თბილისის �დინამოს� ძველმა მეპატრონეებმა ფეხბურთის ფედერაციის სახელზე წერილი შეიტანეს, რომელშიც უმაღლეს ლიგაში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვენ. მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი �დინამოს� დაბრუნებაზე უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ აქამდე უცნობი იყო, კონკრეტულად რა სამართლებრივი მექანიზმებით აპირებდნენ მიზნის მიღწევას. თბილისის �დინამოს� ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რომან შოთაძეს სწორედ ამ საკითხების გასარკვევად დავუკავშირდით.
- ბატონო რომან, სარჩელის შეტანა რატომ დააგვიანეთ?
- იურისტებთან კონსულტაციები გვქონდა, არ ვჩქარობდით. ეს არის არა სარჩელი, არამედ, განცხადება ფედერაციის სახელზე.
- განცხადება? და სარჩელის შეტანა გადაიფიქრეთ?
- საქმე ისაა, რომ თბილისის �დინამო� ჩვენ წაგვართვა არა სასამართლომ, ან სპორტულმა არბიტრაჟმა, არამედ, კლუბში 10-პროცენტიანი წილის მქონე სპორტსაზოგადოება �დინამომ�, რომლის თავმჯდომარეც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე გახლდათ. და ეს მოხდა ზეწოლით, შანტაჟითა და მუქარით. თუმცა მაშინ სასამართლოში ახალი მეპატრონეებზე ჩვენი წილების გადაფორმება არ მომხდარა.
- ანუ, თქვენ იმედი გაქვთ, რომ კლუბს ფეხბურთის ფედერაცია დაგიბრუნებთ?
- რა თქმა უნდა, რადგან მთელმა საქართველომ იცის ეს ისტორია, როგორ წაგვართვეს კლუბი, რა ზეწოლა იყო მაშინ მერაბ ჟორდანიაზე, რა შეთითხნილი ბრალდებები წამოგვიყენეს და დაპატიმრების მუქარით რომ გვაიძულებდნენ, �დინამოზე� უარი გვეთქვა.
- კი, მაგრამ სპორტსაზოგადოება �დინამოს� მიერ წართმეულს ფედერაცია როგორ დაგიბრუნებთ?
- სპორტსაზოგადოება �დინამო� კლუბის აქციათა მხოლოდ 10 პროცენტს ფლობდა. უმაღლეს ლიგაში ადგილი ჩვენ გვეკუთვნოდა და არა - ამის შემდეგ ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ �დინამო თბილისს�, რომელმაც ჩვენს ნაცვლად გააგრძელა ჩემპიონატში მონაწილეობა. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ უმაღლესში ჩვენს კუთვნილ ადგილზე და სხვა არაფერზე. მონაწილეს კი ადგილს ფედერაცია უმტკიცებს, ან უარს ეუბნება. 2001 წელს შექმნილმა �დინამო თბილისმა� უმაღლეს ლიგაში ჩვენი ადგილი ძალადობრივი გზით დაიკავა, მაგრამ მაშინ ფეხბურთის ფედერაციამ ამას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
- ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო...
- დიახ, ჟორდანია იყო, მაგრამ ყველამ არ იცის, რა პროცესები უძღვოდა წინ ამ ყველაფერს. 1995 წლის ნოემბრიდან დაწყებული, �დინამოს� ბაზაზე ლამის ყოველდღე საგამოძიებო ჯგუფები შემოდიოდნენ და ნორმალური მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ფაქტობრივად, ბაზაზე ცხოვრობდნენ - ჩვენ რომ სახლებში მოვდიოდით, ისინი რჩებოდნენ. ათი ჯგუფი მაინც შეიცვალა... ეს იყო ხანგრძლივი და მუდმივი ზეწოლა. თუმცა ეს არ ყოფილა ზეწოლის ერთადერთი ფორმა. 1998 წელს მერაბმა ფედერაციის პრეზიდენტობა გადაწყვიტა. ყრილობაზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ჟორდანიას მიმართ ბრალდებების წაყენებას აპირებდნენ. ანუ, მიგვანიშნა - კანდიდატურა მოხსენით, თორემ დაგიჭერთო. მიზანი - ჟორდანიას �დინამოდან� და ფეხბურთის ფედერაციიდან ჩამოშორება იყო. საბედნიეროდ, მაშინ საფეხბურთო სამყარომ გასაოცარი პრინციპულობა გამოიჩინა და გამომძიებელი უკან გააბრუნა. კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ - 2002 წელს, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს, სააღმსრულებლო დეპარტამენტის წარმომადგენლები დარბაზში შემოსვლას აპირებდნენ, გარეთ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ჯგუფის, ეგრეთ წოდებული ომონ-ის ხალხი იდგა და დარბაზში შემოჭრის ბრძანებას ელოდა. მაშინაც მიზანი იგივე იყო - მერაბი �დინამოდან� ჩამოიშორეს და ფიქრობდნენ, ბარემ, ფეხბურთის ფედერაციაც ჩვენი გახდესო. სამწუხაროდ, მაშინ პირველად მოახერხეს საფეხბურთო სამყაროს გახლეჩვა. თუმცა საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს... და აი, მთავარ სათქმელსაც მივადექი: უმაღლეს ლიგაში ჩვენი ადგილი სხვა კლუბმა რომ დაიკავა. მაშინ ფედერაციას ჟორდანია კი თავკაცობდა, მაგრამ ზეწოლის, ჩვენი დირექტორატის ერთ-ერთი წევრის დაჭერისა და უმკაცრესი გაფრთხილების შემდეგ, რომ დაჭერების სერიას გააგრძელებდნენ, მერაბი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია მის წინააღმდეგ ამუშავებული სახელმწიფო მანქანისთვის და გაჩუმდა.
- ახლა რატომ გადაწყვიტეთ კლუბის დაბრუნება?
- სასამართლოს რეფორმებმა და დემოკრატიულმა პროცესებმა სამართლიანობის აღდგენის იმედი გაგვიჩინა. ამას გარდა, ევროპაშიც მოვიძიეთ პოტენციური ინვესტორები. და კიდევ: ჩვენთვის ძნელად შესაგუებელია, რომ ქართული ფეხბურთის ლიდერი თბილისის �დინამო� ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი გუნდი გახდა. �დინამო� არასდროს ყოფილა და არც უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი კლუბი. ჩვენი მიზანია, მინიმუმ 90-ანი წლების დონეს დავუბრუნდეთ, შემდგომში კი ბრენდის სტატუსი აღვუდგინოთ.
- ფედერაციას რა შეუძლია? იტყვიან, რომ თქვენს ნაცვლად ახალი �დინამო� უკანონოდ დაუშვეს და გუნდი თქვენ დაგიბრუნდებათ?
- ეს ფაქტი მთელმა ქვეყანამ იცის და ჩვენ არაფერს ვამატებთ. საბჭოთა კავშირის პირველობაზე მონაწილე თბილისის �დინამოს� მემკვიდრე ჩვენი გუნდი იყო და არა ის, რომელიც 2001 წლის გაზაფხულიდან ეროვნულ ჩემპიონატში უკანონოდ მონაწილეობდა. ჩვენი წილები რომ ვერ გადაიფორმეს და სამართალმემკვიდრეები ვერ გახდნენ, ამიტომაც ჩამოაყალიბეს �შპს დინამო თბილისი�. სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ კახა კალაძის მილანური ტრანსფერიდან წილიც მოითხოვა. მერაბისთვის ხელბორკილი არ დაუდიათ, მაგრამ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის სამი ყოფილი მოადგილის თანხლებით კიევში იძულებით წაიყვანეს. სურდათ, მისი დახმარებით მათთვის სასურველ ანგარიშზე დამჯდარიყო თანხა, რომელიც კლუბს ამ ტრანსფერიდან ეკუთვნოდა. მანამდე, კიეველთა პრეზიდენტი სურკისი ახალ �დინამოს� ლეგიტიმურად არ სცნობდა და ფულს არ უხდიდა. ჟორდანიასა და ძველ ხელმძღვანელობაზე სულ ასეთი ზეწოლა იყო. 2001 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ �დინამოს� ბაზიდან ძალით გამოგვყარა და თუ გახსოვთ, კახა თარგამაძემ �გამარჯვებულთა� მიტინგიც ჩაატარა. ახლა მითხარით, როგორ შეეძლო ჟორდანიას ასეთ ვითარებაში კლუბის შენარჩუნება? და მარტო კლუბი ხომ არ წაგვართვეს? - დიღმის საწვრთნელი ბაზა, სატრანსპორტო საშუალებები, უძრავ-მოძრავი ქონება, პლუს საფეხბურთო სკოლა �ნორჩი დინამოელი�, ეროვნული, ახალგაზრდული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების 60-მდე ფეხბურთელი და უფლებები 600-მდე პერსპექტიულ ფეხბურთელზე. ფაქტობრივად, განკულაკება მოგვიწყვეს. ზარალმა, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარი შეადგინა, აღარაფერს ვამბობ მორალურ ზარალზე, რომელიც ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა - უსაზიზღრესი ხმებისა და ჭორების გავრცელებაზე აღარაფერს ვამბობ. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თბილისის �დინამო� ქერის ორმო ეგონათ, მაგრამ კლუბში რომ მივიდნენ, მიხვდნენ - საქმე სულ სხვაგვარად იყო, უდიდესი თანხები იყო დასახარჯი და იქით მისატანი. ამის სურვილიც არ გააჩნდათ და ამიტომაც მიჰყიდეს კლუბი ბადრი პატარკაციშვილს.
- იყო შანსი, რომ მოვლენები ასე არ განვითარებულიყო?
- წარმოუდგენელია, რადგან კახა თარგამაძე იყო განკულაკების ორგანიზატორი და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. თუ გახსოვთ, 1996 წელს, დავით ყიფიანის დროს, უეფას თასზე ოთხი ეტაპი გავიარეთ და დიღმის ბაზაზე ედუარდ შევარდნაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გვეწვივნენ. მაშინ ძალიან ცუდად მომხვდა გულზე შევარდნაძის სიტყვები - მან თარგამაძე �დინამოს� პრეზიდენტად მოიხსენია. არადა, თარგამაძე მხოლოდ სპორტსაზოგადოება �დინამოს� პრეზიდენტი იყო.
- მოკლედ, უმაღლეს ლიგაში �დინამოსთვის� ადგილის დაბრუნებას ითხოვთ. ქონებასთან დაკავშირებითაც გექნებათ პრეტენზიები...
- ჩვენ ისეთი დოკუმენტაცია აღმოვაჩინეთ, პროცესი ბოლომდე უპრობლემოდ უნდა მივიყვანოთ. თუმცა ჯერ უმაღლეს ლიგაში ადგილის დაბრუნებაზეა ლაპარაკი. �დინამოს� დღევანდელ ხელმძღვანელობას ამ საქმეში მხარედ არ მივიჩნევთ, რადგან უკანონობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა.
- უმაღლესში ადგილი რომ დაგიბრუნონ, მაგრამ ქონებაზე უარი გითხრან, სად ივარჯიშებს გუნდი?
- სახელი და ქონება ერთმანეთზეა მიბმული და გამორიცხულია, არ დაგვიბრუნონ. ჩვენი �დინამო� მხოლოდ დიღმის ბაზაზე ივარჯიშებს.
- მართალია, თითქოს �დინამოს� დაბრუნების იმედი უკვე მეორე ეტაპიდან გაქვთ?
- დიახ, მეორე ეტაპიდან გუნდის დაბრუნების იმედი ნამდვილად გვაქვს...