
ლევან ხმალაძეს `დინამოსთან` კონტრაქტი დაუმთავრდა, სავარაუდოდ ორ კვირაში ის 'ჰაიფას მაკაბის' რიგებში ჩაირიცხება.
ლევან ხმალაძის ისრაელში წასვლაზე ხმები მას შემდეგ გავრცელდა რაც 'მაკაბის' მეორე მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ: ახალი წლიდან გუნდს კიდევ ერთი ქართველი დაემატებოდა. ლევან ხმალაძე კი გიორგი დარასელიას ფავორიტ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ იყო, თუ ვინ წავიდოდა ისრაელში.
ლევან ხმალაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისრაელში კვირას გაემგზავრება, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა მისი მომავალი.
- ისარელში კვირას გავემგზავრები გავივლი სამედიცინო შემოწმებას, ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი ორ კვირაში ყველაფერი გადაწყდება.
- დავუშვათ და თქვენთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა ეს ვიზიტი, განიხილავთ `დინამოში` დაბრუნებას?
- `დინამოსთან` კონტრაქტი დამიმთავრდა ამ ეტაპზე გამოვრიცხავ, მაგრამ რა იქნება და როგორ, ეს ჯერ არ ვიცი.
- `დინამოს` თამაშზე მინდა გკითხოთ, გუნდი წელს არასტაბილურად ასპარეზობს, რამ გამოიწვია ეს?
- კლუბს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, ყველა თამაშზე, რომ ძირითადის 6-8 კაცი ტრავმირებული გეყოლება, ძნელია წარმატების მიღწევა, თან გუნდი გაახალგაზრდავდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ და ესეც განაპირობებს არასტაბილურობას.
- სუპერთასზე 119 წუთზე საკუთარ კარში ავტოგოლი მიიღეთ. იმსახურებდა `დინამო` წაგებას?
- ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ხან მოიგებ, ხან წააგებ, გვაჯობა მეტოქემ და დავმარცხდით.

No comments:
Post a Comment