
ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა გასული წელი ჩემპიონშიფის ლიდერ �ნიუკასლში� ჩაამთავრა. დეკემბრის ბოლოს, ხიზანიშვილს საიჯარო 3 თვიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავის კლუბს, �ბლექბერნს� დაუბრუნდა. თუმცა, ხიზანიშვილი მწვრთნელ სემ ელერდაისის გეგმაში კვლავ არაა. ბუნებრივია, ზურა ისევ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს და ამ საკითხზე მისი აგენტი ათოლ სტილი მუშაობს.
დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, ბრიტანულ საიტებზე არაერთი ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, �ნიუკასლს� 6-თვიანი საიჯარო კონტრაქტით ქართველი მცველის დაბრუნება სურდა. თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა. ზურა კვლავ �ნიუკასლის� პასუხს ელის. ჩვენი ინფორმაციით, მისმა აგენტმა ქართველი მცველით პრემიერლიგის ორი კლუბი დააინტერესა, მაგრამ �ბლექბერნს� პრემიერლიგის სხვა კლუბში ზურას გაშვება არ სურს და მის მხოლოდ ჩემპიონშიფში, ანაც სხვა ქვეყანაში განათხოვრებაზეა ყაბულს. ჩვენი ინფორმაციით, ხიზანიშვილით პრემიერლიგიდან �ბოლტონი� და �ჰალი� არიან დაინტერესებულები, მაგრამ...
დაბოლოს, გავიგეთ ისიც, რომ ეროვნული ნაკრების მცველით �ვესტ ბრომვიჩიცაა� დაინტერესებული. ეს კლუბი ჩემპიონშიფში 46 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ �ნიუკასლს� 6 ქულით ჩამორჩება. თუმცა, შესაძლოა სტილმა ზურათი სხვა ქვეყნის კლუბებიც დააინტერესოს. წესით ხიზანიშვილის საკითხი მალე უნდა დასრულდეს, რადგან სატრანსფერო პერრიოდის დასრულებამდე 11 დღეა დარჩენილი.

No comments:
Post a Comment