
ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია ნაკრების წევრ-კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაშია. ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაია თურქეთში ქართველ ლეგიონერთა რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ქეცბაიამ �ანჟის� მოთამაშეები მოინახულა და მახაჩყალელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან ერთად, მის ქართველ შეგირდებსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ თეთრაძის გუნდში მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები - კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი, თავდამსხმელები - ოთარ მარცვალაძე და რევაზ ბარაბაძე თამაშობენ.
მახაჩყალელთა გარდა, ქეცბაია მოსკოვის �ლოკომოტივისა� და �დნიპროს� სპარინგსაც დაესწრო და მალხაზ ასათიანიც მოინახულა. ასათიანი, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი აღარ იძახებდა, როგორც ჩანს, ესტონეთთან 3 მარტის მატჩშივე დაბრუნდება.
იმავე დღეს, ქეცბაიამ თვალი მიადევნა ასევე �ზესტაფონისა� და �დნიპროს� (მეორე შემადგენლობა) მატჩსაც, რომელშიც დნეპროპეტროვსკელთაგან ერთადერთი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. ცხადია, ქეცბაია კანკავასაც ესაუბრა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანთალიაში კიდევ 5 დღეს დაყოფს და ამ პერიოდში თბილისის �დინამოს� ამხანაგურ მატჩსაც დაესწრება.

No comments:
Post a Comment