

- ბატონო თემურ, დღეს საკმაოდ გახსნილი ფეხბურთი ითამაშეთ, რაც თქვენს გუნდებს არ ახასიათებთ ხოლმე...
- ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვაკვირდები, ვინ რას წარმოადგენს და დავალებებს როგორ ასრულებს.
- დაახლოებით მსგავსი ვითარებაა �დინამოშიც� და �ოლიმპის� ასეთი ანგარიშით წაგება გასაკვირი იყო...
- ჩვენ ორჯერადი, მძიმე დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ და ბიჭებმა სათამაშოდ ძალების აღდგენა ვერ მაოხერხეს. ჩვენების მოძრაობა და, მთლიანობაში, თამაშის ხარისხი ძალიან არ მომეწონა.
- კოტდივუარელი თავდამსხმელი რჩება?
- ჟოანი? არა, რა რჩება, სირცხვილია... �ოლიმპი� ჩემპიონობისთვის იბრძვის და ასეთი თავდამსხმელი ნამდვილად არ გამოგვადგება. არ მომეწონა.
- კიდევ ვის უშვებთ?
- ამას ჯერ ვერ გეტყვით, ცხინვალის �სპარტაკთან� მომდევნო მატჩის შემდეგ ჩამოვყალიბდებით.
- სლოვაკი რომან ხომიჩეკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მას �სპარტაკთანაც� დავაკვირდებით, თავის გამოსაჩენად კიდევ ერთ ტაიმს მივცემთ. დღეს ვერ დატოვა სასურველი შთაბეჭდილება, მაგრამ ვნახოთ...
კახა კაჭარავა: თექთურმანიძე რჩება, კრსტესკის კიდევ შევხედავთ...
- ბატონო კახა, კოშკაძისა და ფირცხალავას დაბრუნებით, სულ სხვა �დინამო� ვიხილეთ - აზრიანი და დალაგებული.
- რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რადგან უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და მათ გვერდით გამოუცდელი მამუჩიშვილი და ნემსაძე თავს ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძნობენ. მე ახალგაზრდებით უკმაყოფილო კი არ ვიყავი, მაგრამ მათი ასაკისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა. იმედი მაქვს, ასეთი გამოცდილი ბიჭების დახმარებით, ისინი თავის სიტყვას იტყვიან.
- �დინამოში� გამოჩნდა გიორგი თექთურმანიძე, იგივე �ჩიორა�. ის კლუბში რჩება?
- დიახ, რჩება, რადგან მას აქვს ფეხბურთელის მონაცემები. მთავარია, რაც შეიძლება მეტი და მონდომებით ივარჯიშოს.
- მაკედონიელი კრსტესკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მან �დინამოში� უკვე მეორე შეხვედრა გამართა და ვერ ვიტყვი, რომ მისით უკმაყოფილო ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, წინ კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაა და ვნახოთ, კრსტესკის კიდევ დავაკვირდებით.

No comments:
Post a Comment