

�ზესტაფონმა� ანთალიაში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და დღეს თურქეთიდან სამშობლოსკენ აიღო გეზი. თუმცა, საქართველოში გამომგზავრებამდე გია გეგუჩაძის გუნდმა ანთალიაში დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები უკრაინის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ �დნიპროს� დაუპირისპირდნენ. თავიდანვე გამცნობთ, რომ უკრაინელთა გუნდში ჩვენებურმა ნახევრმცველმა ჯაბა კანკავამ ითამაშა და გოლითაც გამოირჩა, მაგრამ გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა... დიახ, ეს მატჩი ზესტაფონელებმა მოიგეს, თუმცა სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
იმერელთა კლუბის პრესსამახურის ცნობით, დნეპროპეტროვსკელებმა ზესტაფონელთა კლუბის წინააღმდეგ ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობით ათამაშეს. უკრაინელთა გუნდში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთა მხარდამხარ ორმა ახალწვეულმაც ითამაშა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი საგოლე მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, მაგრამ ნიკა გელაშვილის ძლიერად დარტყმისას უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. მალევე ვლადიმირ გომენიუკი პირისპირ გავიდა ჩვენი გუნდის მეკარესთან, მაგრამ როინ კვასხვაძემ იმარჯვა და უკრაინელი დარტყმული მოიგერია.
თუმცა დამატებაზე ყველას ჯაბა კანკავამ დაასწრო და ანგარიშიც ასე გაიხსნა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი ჯერ ტერიტორიული, მერე კი სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. გელაშვილს, შოთა გრიგალაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს იმერელთა დაწინაურების თითო კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. თუმცა 74-ე წუთზე ლევან კორღალიძემ ჩინებული პასით ჯაბა დვალი დნეპროპეტროვსკელთა მეკარე მელინოვთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობაც აღადგინა. 7 წუთის შემდეგ კორღალიძემ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას გიორგი ონიანმა თავით ყველას დაასწრო და იმერლებმა 2:1 მოიგეს. �ზესტაფონმა� �დნიპროს� წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე), ლობჟანიძე, ხიდეშელი (68. კაჭკაჭიშვილი), გ. ონიანი, ელიავა, დაუშვილი (74. გორგიაშვილი), ძარია (62. კორღალიძე), გრიგალაშვილი (62. ბენაშვილი), აფციაური (62. მიქაბერიძე), დვალი, გელაშვილი (65. წინამძღვრიშვილი).
მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობამაც. გურამ ასპინძელაშვილის კრებულში მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმაც ითამაშა. �ზესტაფონი 2� �ავსალარსპორს� გაეჯიბრა და ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იმერელთაგან გოლები ნიკა კვასხვაძემ და ნიკოლოზ ჩიხლაძემ გაიტანეს. გურამ ასპინძელაშვილმა თურქების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (46. კიკაბიძე), მჭედლიშვილი (46. ამაშუკელი), კაჭკაჭიშვილი (30. კუბლაშვილი), კობახიძე (80. სარდანაძე), მაკარიანი (46. ლურსმანაშვილი), ცხადაია (46. გურაბანიძე), გორგიაშვილი (46. გიორგობიანი (74. გაჩეჩილაძე), ბენაშვილი (46. კაპანაძე), ნ. კვასხვაძე (46. კიკნაველიძე), ჯოხაძე (46. ჩიხლაძე), ლომია (68. ღირდალაძე).
დაბოლოს, ერთი სიახლეც უნდა გაცნობოთ, რომელიც გეგუჩაძის გუნდს ეხება. ორმა ფეხბურთელმა, მცველმა დავით მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გიორგი მიქაბერიძემ �ზესტაფონთან� 3-3 წლიანი კონტრაქტები გააფორმეს. 22 წლის მჭედლიშვილი �ამერში� ასპარეზობიდან გვახსოვს. ამავე ასაკის შემტევი ნახევარმცველი მიქაბერიძე კი აქამდე რუსთავის �ოლიმპში�, ზუგდიდის �მგლებში�, ახალციხის �მესხეთსა� და ტყიბულის �მეშახტეში� თამაშობდა.

No comments:
Post a Comment