ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

დინამო0-1შახტარი



დინამო-შახტარი 0:1
24 იანვარი. ანთალია
0:1 ილსინიო (44-პენ)
დინამო: ლორია - თომაშვილი (63. კაკუბავა), გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - შ. კაშია (57. ფირცხალავა), ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი (69. ჯუსი) - მერებაშვილი (65. აკირემი), ვაწაძე (78. ლექვთაძე). სათადარიგოები: შეყრილაძე, ნემსაძე, ჩადუნელი, სიხარულიძე, გეთიაშვილი, ქანთარია, ოთარიშვილი, თექთუმანიძე.
შახტარი: პიატოვი (61. ხუჯამოვი), სრნა (65. კობინი), კუჩერი (63. იშჩენკო), რაკიცკი (68. ვიცენეცი), რაცი (56. კოსტა), ფერნანდინიო (63. დულიაი), კრავჩენკო (46. ხუბშმანი), ილსინიო (68. ლევანდოვსკი), ჟადსონი, ვილიანი (68. ფომინი), გლადკი (60. აგაჰოვა).
გაფრთხილება: სრნა (15), კუჩერი (33), ჟადსონი (41)
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)
თბილისის �დინამომ� ანთალიაში მეორე საკონტროლო შეხვედრაც უკრაინულ კლუბთან გამართა, თუმცა, ამჯერად, კახა კაჭარავას გაწვრთნილებს �ვოსკლაზე� ბევრად ტიტულოვანი გუნდი, უეფას თასის მფლობელი დონეცკის �შახტარი� დაუპირისპირდა.
თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრა ჩვენი თასის მფლობელის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც დონეცკელთა პრესსამსახურის დეტალური მასალიდანაც დასტურდება.
ე-3 წუთზე ალეკო კოშკაძემ 25 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
მე-5 და მე-9 წუთზე უკრაინელებმა შეუტიეს, მაგრამ ფერნანდინიომ ორჯერვე არაზუსტად დაარტყა. და სილვამ საჯარიმოს ხაზიდან უშედეგოდ სცადა ბედი.
აქტიურობით გიორგი კახელიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც მე-11 წუთზე ანდრეი პიატოვს სახიფათოდ დაურტყა - უკრაინის ნაკრების მეკარემ საიმედო ითამაშა.
მე-14 წუთზე კახელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა, ბურთს დარიო სრნა გადაეფარა, მაგრამ გიორგი მერებაშვილს მიუგორდა, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაში მათე ვაწაძე შენიშნა - �შახტარი� ამ უკანასკნელის არაზუსტი დაარტყმის წყალობით გადარჩა.
მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა ვილიანს შეეძლო, რომელიც მეკარე გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კარს ააცილა.
შემდეგ მარცხენა ფლანგზე შეტევა კახელიშვილმა წამოიწყო და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ვაწაძემ ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ �შახტარი� კვლავ პიატოვის მშვენიერმა რეაქციამ გადაარჩინა - ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26-ე წუთი: კვლავ მერებაშვილი-ვაწაძის კომბინაცია და მორიგი გასროლა - პიატოვი ისევ საიმედოდ გამოიყურება.
32-ე წუთზე თამაშში ლორიაც ჩაერთო - კრავჩენკოს შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
დინამოელები 30-ე წუთზე ვალდებული იყვნენ, ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ მერებაშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაწაძემ კვლავ ვერ ივარგა. ამდენი ეპიზოდის გამოუყენებლობის შემდეგ ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და �დინამოს� კარის ბადე შეირხა: 44-ე წუთზე უკრაინის ნაკრების ფორვარდი ალექსანდრ გლადკიი დინამოელებმა საჯარიმოში წააქციეს, მოლდოველმა არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც ილსინიომ გამოიყენა - 0:1.
მეორე ტაიმი მომენტების მხრივ გაცილებით მწირი გამოდგა - უფრო სახიფათოდ კვლავ თბილისელები უტევდნენ: 50-ე წუთზე �შახტიორის� კარს კვლავ კახელიშვილი დაემუქრა, მაგრამ პიატოვმა დაბალი კუთხისკენ წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.
67-ე წუთზე �დინამოს� ანგარიშის გათანაბრება შეეძლო: დონეცკელთა სათადარიგო მეკარე რუსლან ხუჯამოვი კარიდან გამოსვლისას შეცდა, ერთ-ერთმა დინამოელმა ბურთი კარში გაგზავნა და ამჯერად, �შახტარი� მცველმა რაკიცკიმ გადაარჩინა - ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
უკრაინელებს ასეთი მომენტი არ შეუქმნიათ. ყველაზე სახიფათო დუგლას კოსტას და როშას არაზუსტი დარტყმა აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 53-ე წუთზე, �შახტარის� საჯარიმოში, რაცთან შეჯახებისას, შოთა კაშია დაშავდა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია თბილისელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის ტრავმა.
მოკლედ, თბილისის �დინამომ� 0:1 წააგო, არადა, უკრაინული ვებგვერდების მიმოხილვებიდანაც ჩანს, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ღირსეულად გამოიყურებოდა.

No comments:

Post a Comment