ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

არავითარი ზენიტი


ბოლო დროს საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. მათ შორის, გამორჩეული უდავოდ გიორგი ჭანტურიაა. 16 წლის ქართველი თავდამსხმელი �ბარსელონაში� აიყვანეს და ნელ-ნელა ძირითად გუნდს უახლოვდება. ამჟამად ორი წლით უფროსებში, �ბარსელონას� �ჟუვენილ B-ში� გამოდის და ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. აქედან ძირითად გუნდამდე კი ორიოდე ნაბიჯია დარჩენილი.
მცირე ხნის წინ �ლელოში� გამოქვეყნებულ სტატიას - �ზენიტი� ჭანტურიას გამო გააქტიურდა�, - დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის �ზენიტი� საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის შეძენით დაინტერესდა და ჭანტურიას სატრანსფერო უფლებების მქონე საფეხბურთო კლუბ �საბურთალოსთან� მოლაპარაკება დაიწყო. თუმცა, სტატიაში გარკვევით გვეწერა, რომ ქართული მხარე ფეხბურთელის მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო კლუბიდან სხვაგან წაყვანას არ აპირებს, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციები გავრცელდა, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს და ლამის ისტერია ატყდა.
გადავწყვიტეთ, თემას კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით და გაგვერკვია, რეალურია თუ არა �ზენიტში� ქართველი ფეხბურთელის გადასვლა?
კახა ჭუმბურიძე, �საბურთალოს� გენერალური დირექტორი: �ჩვენმა კლუბმა �ბარსელონასთან� ერთწლიანი არენდა გააფორმა. ჭანტურია მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სულ მცირე, ერთი წლით ითამაშებს. მის სხვაგან გაშვებაზე არც ვფიქრობთ, თუკი �ბარსელონაზე� უკეთესი კლუბი არ გამოჩნნდა. ასეთი კი, ვეჭვობ, ბუნებაში არსებობდეს. გიორგიც იმავეს ამბობს, თავს მშვენივრად გრძნობს, ესპანურ ენას ალღო აუღო, წინ მიდის და �ბარსელონადან� წასვლაზე რატომ უნდა იფიქროს?�
�ლელო� ფეხბურთელის მამას, დავით ჭანტურიასაც დაუკავშირდა, რომელიც გაოცებულია: �ეს აჟიოტაჟი სულ ტყუილადაა ატეხილი. ყველას გასაგონად უნდა ვთქვა - არც ჩვენს ოჯახს და რაც მთავარია, არც თავად გიორგის �ბარსელონას� �ზენიტში� გაცვლა ფიქრადაც არ ჰქონია და არსად არ მიდის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შვილს ქართველად ვზრდი და მისი რუსეთში წასვლის იდეაც ძალიან არ მომწონს. გიორგი 16 წლისაა, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ამ ოცნებაზე საკუთარი ნებით უარი არ იტყვის. გიორგიმ გარკვევით გვითხრა, რუსეთში თამაში არ სურს�.

No comments:

Post a Comment