ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ქართველები თურქეთში

ასათიანი ისევ შეუცვლელია

თურქულ კურორტ ბელექში მყოფმა მოსკოვის �ლოკომოტივმა� საკონტროლო მატჩი ვლადივოსტოკის �ლუჩ-ენერგიასთან� ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. რკინიგზელთა შემადგენლობაში მალხაზ ასათიანმა ჩვეულ ამპლუაში, დაცვის ცენტრში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი დაყო. როგორც იცით, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია, რომ �ლოკომოტივის� მეორე ქართველი დავით მუჯირი კლუბს შეიცვლის.

ჯაბა შეცვლაზე
ჯაბა კანკავა, რომელიც მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ნელ-ნელა შედის ფორმაში, �დნეპრის� მწვრთნელებმა ამჯერად შეცვლაზე ათამაშეს. დნეპროპეტროვსკის �დნეპრმა� ტესტ-მატჩში ავსტრიულ �კაპფენბერგს� 3:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

გურულის საგოლე პასი
ნალჩიკის �სპარტაკმა� დონეცკის �შახტიორთან� ამხანაგური მატჩი 2:1 რომ მოიგო, იმ თამაშში ალექსანდრე ამისულაშვილი და დავით სირაძე �სპარტაკის� ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, მეორე კი 58-ე წუთზე შეცვალეს. გუშინ კი ლვოვის �კარპატიმ� ნალჩიკელებს 2:0 მოუგო. �ქართულ დერბიში� კარპატელი სანდრო გურულის ანგარიშზე საგოლე პასია.

გიგიაძის ტაიმი
სიმფეროპოლის �ტავრია� პოლონეთის ჩემპიონთან, კრაკოვის �ვისლასთან� 0:3 განადგურდა. �ტავრიას� ქართველმა ფორვარდმა ვასილ გიგიაძემ მატჩის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. სხვათა შორის, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მან გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

No comments:

Post a Comment