ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ლაშა ჯაკობია დოპინგზე ჩავარდა


საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლაშა ჯაკობია დიდ სკანდალში გაეხვა - 29 წლის ფეხბურთელი დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. 26 სექტემბერს ჯაკობიას �არსენალი� ზაპოროჟიეს �მეტალურგთან� 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა დოპინგტესტი გაიარა...
პასუხი დადებითი აღმოჩნდა. განმეორებით ცდაზე თავად ჯაკობიამ თქვა უარი. უკრაინული მედიის ცნობით, ლაშამ აღიარა, რომ საქართველოში ყოფნისას, ღვინოში ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი გააზავა და ეს თურმე სტრესის მოსახსნელად გააკეთა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ლაშას გულწრფელი აღიარება და მხოლოდ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა (წესით, ერთწლიანი ეკუთვნოდა).
ახალ სეზონში ჯაკობიამ კიევის �არსენალის� რიგებში სულ 13 წუთი (3 მატჩის ჯამი) დაჰყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ჯაკობია მისი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იყო და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აშკარა ლიდერიც გახლდათ.
1998-99 წლებში ლაშა ლიეჟის (ბელგია) �სტანდარდში� ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამას მოჰყვა იჯარა სხვადასხვა ბელგიურ კლუბში - �ვიზეში� (18 თამაში, 14 გოლი), �ლიეჟში (14 თამაში, 14 გოლი). 2000 წელს ის ასევე ბელგიურ �აალსტში� გადავიდა (3 თამაში, 1 გოლი), ირიცხებოდა �მონსსა� და ბუქარესტის �რაპიდშიც�...
2003 წელს ჯაკობია საქართველოში დაბრუნდა, საიდანაც ბერძნულ �იანინაში� (7 თამაში, 4 გოლი) გადავიდა. 2004 წლიდან დღემდე თამაშობს უკრაინაში, სადაც ხან ხარკოვის �მეტალისტის� ღირსებას იცავდა და ხან კიევის �არსენალის�. უკრაინაში გატარებულ ხუთნახევარ სეზონში ლაშამ სულ რაღაც 14 გოლი გაიტანა, თუმცა იყო პერიოდიც, როცა �მეტალისტის� კაპიტანი იყო...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად 2004 წელს, მოლდოვასთან მატჩისთვის გამოიძახეს.

No comments:

Post a Comment