ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ხელები შორს ჭანტურიასგან



17 წლამდელთა ლიდერ,ბარსელონას ასაკობრივ გუნდში მოთამაშე ჭანტურია რუსული გუნდების ყურადღების ქვეშ მოექცა.ლელოს დღევანდელ ნომერში სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი.
�ექსპრეს-გაზეტაში� რუსულ სატრანსფერო სეზონთან დაკავშირებულ სტატიაში საინტერესო ფრაზა ამოვიკითხეთ: �რუსეთში ახალგაზრდა ქართველების გადაბირების მოდა მოსკოვის �სპარტაკმა� შემოიტანა, რომელმაც ფეხბურთს ნიჭიერი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე აღმოუჩინა. მათ ცსკა-მ და სანკტ პეტერბურგის �ზენიტმაც� მიბაძეს. არმიელებმა იუნიორი ნიკა ძალამიძე მიიწვიეს, პიტერელებმა კი გიორგი ჭანტურია. თოთოეული მათგანი 17 წლისაა�.
გუშინ მოსკოვის ცსკა ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. ალიკანტეში მთავარ გუნდთან ერთად ნიკა ძალამიძეც მოემზადება. არმიელები ესპანეთში ორ საკონტროლო შეხვედრას ორი შემადგენლობით გამართავენ - ეს იქნება 24 იანვარს ნიუ იორკის �რედ ბულთან�, სადაც 19 წლის გიორგი ჩირგაძე თამაშობს, და შვეიცარიულ �ქსამაქსთან�.
ჯანო ანანიძე დიდი ხანია მოსკოვის �სპარტაკში� ირიცხება. მასზე ბევრი გვითქვამს და დაგვიწერია, ამიტომ, აქ აღარ განვმეორდებით. ძალამიძის არმიული ტრანსფერიც მკითხველისთვის �ლელოდან� გახდა ცნობილი, მაგრამ გიორგი ჭანტურიას სანკტ პეტერბურგის �ზენიტში� წასვლის ამბავი კი დაუჯერებლად გვეჩვენებოდა. როგორც ცნობილია, ამის თაობაზე პირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმავე გადაცემაში განაცხადა - �ზენიტი� კარგი გუნდია, მაგრამ �ბარსელონადან� ჭანტურიას წამოსვლა სასურველი არ არისო. სხვათა შორის, ამასვე ამბობდა ქეცბაიას წინამორბედი ექტორ კუპერიც.
როგორც ცნობილია, ჭანტურია საფეხბურთო კლუბ �საბურთალოსა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერია. �ბარსელონაში� ის შარშან გადავიდა. მაშინ ასეთი ვარაუდიც გაჩნდა, თითქოს ეს ფეხბურთელის ოჯახმა �იჩალიჩა�. ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო - დრომ გამოაჩინა, რომ ეს �ვარაუდი�, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ჭანტურია მართლაც გამორჩეული ნიჭის პატრონია. �ბარსელონას� �ჟუვენილ A-ში�, ორი წლით უფროს ფეხბურთელებში, გიორგი ლიდერად ჩამოყალიბდა და ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. �ბარსელონასა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მისი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ სწორედ რუსული და უკრაინული გრანდები.
ღმოჩნდა, რომ დიდი �მოძმე� ქვეყნის მედიაში ჭანტურიასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ლამის ყველა წამყვანი გაზეთი და ინტერნეტგამოცემა �ბარსელონას� ქართველი ტალანტის სანკტ პეტერბურგში შესაძლო გადაბარგებას ეხმაურება და იქვე არ ავიწყდებათ ანანიძეც, საიდანაც სათავე აიღო ბოლოდროინდელმა რუსულმა სატრანსფერო... ასე ვთქვათ, მოდამ.
სანკტ პეტერბურგის �ზენიტის� ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელიც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდ �რომაში� მუშაობით არის ცნობილი. არცაა გასაკვირი - გასულ სეზონში კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონი ევრო იყო! �მოსკოვსკი კომსომოლეციც� ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე ევროპელ ვარსკვლავთან ერთად, �ზენიტმა� ჭანტურიას გადაბირებაც გადაწყვიტა და არც ის ფაქტი გამორჩენიათ, რომ ქართველ ტალანტს იტალიაში �ბრეშაც� იწვევდა.
�თავდაპირველად, ჭანტურიას �ზენიტის� ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ სახეზეა საინტერესო ტენდენცია - ელიტური რუსული კლუბები ჭაბუკი ქართველების ხარჯზე ძლიერდებიან. 17 წლის თავდამსხმელმა ტექნიკურობით, უნივერსალიზმითა და საქართველოს იუნიორთა ნაკრებში მშვენიერი თამაშით სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. თუმცა �ზენიტში� ამ ინფორმაციის კომენტარს თავს არიდებენ და აცხადებენ, რომ ახალწვეულებს მხოლოდ ახალი წლების შემდეგ დაასახელებენ�, - წერს სანკტპეტერბურგული �კომსომოლსკაია პრავდა�.
ყოველკვირეული �ფუტბოლის� ინტერნეტვერსიაში �ზენიტის� შესაძლო ახალწვეულებზეა ლაპარაკი - ანდრეა დოსენას (�ნაპოლიში� გადავიდა), კახა კალაძის, ლუიზაოს, კრისტიან მოლინაროს (�შტუტგარტში� გადავიდა), ამანტინო მანსინის (�მარსელს� ათხოვეს), მატეო ბრიგის, ჰარი კიუელის, ადრიან მუტუს, პეტერ კრაუჩისა და რომან პავლიუჩენკოს გვერდით, ჭანტურიას ხსენება, ბუნებრივია, ძალიან გვეამაყება... სასიამოვნოა იმის წაკითხვა თუ მოსმენაც, გიორგის �ბარსელონას� ლიდერად რომ მოიხსენიებენ. თუმცა, იმედია, ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გააგრძელებს კარიერას, რაც ისევ მისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი.
�კატალონიელთა გუნდის �ჟუვენილ A-ში� ჭანტურიას წარსულში �ბარსას� ცნობილი ფეხბურთელი სერხი ბარხუანი ავარჯიშებს. �ბარსელონა� ჭანტურიას სამი წელი აკვირდებოდა და 2009 წელს კონტრაქტიც გაუფორმა. ზაფხულში ჭანტურიამ �ბარსას� ძირითად გუნდშიც ივარჯიშა. ასაკის მიუხედავად, მშვენივრად განვითარებული აღნაგობითა და მარცხენა ფეხით მშვენიერ დარტყმით გამოირჩევა. კატალონიური გრანდის ფანები ფორუმებზე მის თამაშში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტექნიკასა და პლასტიკას ხედავენ. თუმცა ერთია, ჰგავდე იბრაჰიმოვიჩს, და მეორე - მისი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდე�, - წერს �სპორტდეი�.
ჩვენი ინფორმაციით, �ზენიტი� ფეხბურთელით ისე დაინტერესდა, �საბურთალოსთან� (რომელმაც თავდამსხმელი �ბარსელონაში� ერთწლიანი არენდით გაუშვა) მოლაპარაკებებიც წამოიწყო. თუმცა �საბურთალოც� ფეხბურთელის �ბარსელონაში� დატოვებას ემხრობა.

No comments:

Post a Comment