ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

რუსთავის ოლიმპი მზადებას განაგრძობს


ოლიმპი-გაგრა 3:3
1:0 კვარაცხელია (18), 1:1 გაბედავა (34), 1:2 თოთაძე (47.პენ), 2:2 დათუნაიშვილი (50), 2:3 ტყეშელაშვილი (70), 3:3 ჯიქია (76)
ოლიმპი: ჭანტურია - გილაური, ელოხი, მაჭავარიანი, ხუბუა - დათუნაიშვილი, დობროვოლსკი, კვარაცხელია, იმედაშვილი, ხომისტეკი - აუდუ. შეცვლაზე: გველესიანი, რეხვიაშვილი, ჭედია, ხიდეშელი, თარხნიშვილი, ჯიქია.
გაგრა: თევდორაძე - ქორთუა, გიგაური, ჭაავა, გაბუნია - ქურდობაძე, ჩხეტიანი, ოქრიაშვილი, ჯ. ჯიშკარიანი, ნ. ჯიშკარიანი - გაბედავა. შეცვლაზე: ნადირაშვილი, შელია, თ. შალიკაშვილი, კალანდაძე, თოთაძე, ბაგალიშვილი, პავლიაშვილი, ტყეშელაშვილი, ი. შალიკაშვილი, გულორდავა, კიკნაძე.
გაფრთხილება: კვარაცხელია, ქორთუა.
გაძევება: ხუბუა (ოლიმპი), თ. შალიკაშვილი (გაგრა)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
გუშინ რუსთავის �ოლიმპმა� �ფოლადის� სტადიონზე �გაგრას� უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ფრედ 3:3 (1:1) დასრულდა. რუსთაველთა შორის თბილისის �ვიტ ჯორჯიას� ცენტრალურმა მცველმა დავით ლომაიამ ითამაშა, რომელსაც ჩემპიონთან კონტრაქტი დაუსრულდა. 90 წუთი ითამაშა გასასინჯად ჩამოსულმა სლოვაკმა რომან ხომისტეკმა. თავის ქვეყანაში ის უმაღლესი ლიგის კლუბებში თამაშობდა, მარცხენა ნახევარმცველია და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, აგრესიული, სწრაფი თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით.
�ოლიმპში� ნიგერიელი თავდამსხმელი დომინიკ აუდუც გასინჯეს, თუმცა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ აფრიკელი დაიწუნა. სამაგიეროდ, კონტრაქტს გააფორმებს მეორე ნიგერიელი.
�ემანუილ ელოხი ძალიან მომეწონა და მას ალბათ დავტოვებთ. სლოვაკი დღეს პირველად ვნახე და კიდევ დავაკვირდებით, აუდუს კი ვუშვებთ. რაც შეეხება დათო ლომაიას, ის ჯერ მხოლოდ ისინჯება. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, მაგრამ მეორე წრისთვის მხოლოდ 18 ფეხბურთელი უნდა დავტოვოთ და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ახალწვეულები�, - გვითხრა მახარაძემ.
როგორც შევიტყვეთ, კლუბი დატოვა მეკარე მიხეილ ალავიძემ, რომელიც უზბეკეთში სინჯებზე გაემგზავრა. სევასტი თოდუა კი უკვე ჩაირიცხა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ �გაბალაში�. მახარაძის თქმით, ალავიძის ნაცვლად, კლუბში დააბრუნეს მირზა მერლანი, რომელიც �ოლიმპში� ადრეც გამოდიოდა.
�გაგრაში� ითამაშა ამ კლუბის გაზრდილმა ირაკლი ქორთუამ. ის ადრე კიევის �დინამოს� დუბლებში გამოდიოდა, ბოლოს კი - ლატვიურ �დინაბურგში�. ცნობილის სკანდალის გამო, ეს კლუბი ჩემპიონატიდან მოკვეთეს, ქორთუას კი ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს და საქართველოში დაბრუნდა.
�გაგრას� კაპიტანმა, მეკარე რევაზ თევდორაძემ კი სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. მის მიმართ ინტერესს ლატვიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი რიგის �სკონტო� იჩენდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თევდორაძის ლატვიაში გადაბარგება რეალურიც იყო.
�კლუბთან შეთანხმების შემდეგ, რევაზ თევდორაძემ კარიერის გაგრაში გაგრძელება და სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა გადაწყვიტა�, - იუწყება კლუბის პრესსამსახური.
შემდეგ შეხვედრას �ოლიმპი� 16 იანვარს, 13 საათზე თბილისის �დინამოსთან� რუსთავში გამართავს. �გაგრა� კი იმავე დღეს ანთალიურ შეკრებაზე გაემგზავრება.

No comments:

Post a Comment