ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ზესტაფონის მორიგი ამხანაგური


ზესტაფონი� ორი გუნდით ანთალიაში მზადებას აგრძელებს. ყაზახურ �ტობოლთან� მარცხის (0:5) შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები გუშინ კიდევ ერთ ყაზახურ გუნდს, ამჯერად �ჟეტისუს� უნდა გაჯიბრებოდნენ, მაგრამ... ზესტაფონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები ამხანაგური მატჩის გამართვის ადგილზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ჩვენები სხვას მოურიგდნენ და გუშინ თურქეთის �პურსაქლარსფორს� (რანგით მესამე ლიგის III ჯგუფი, მეცხრე ადგილი 12-გუნდიან ჩემპიონატში) დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ �ტობოლთან� მატჩში 4 გოლი სლოვენიელმა გოლკიპერმა ნემანია იოზიჩმა გაუშვა. იოზიჩს ზესტაფონელები უკვე დაემშვიდობნენ და გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთი უცხოელი მეკარე გამოცადეს. ამჯერად იმერელთა სასტარტო შემადგენლობაში, კარის დარაჯად ბრაზილიელი ელტონ გომეს დოს სანტოსი იყო გამწესებული. გეგუჩაძემ ადგილობრივი ქვედალიგოსნის წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა: ელტონი (73. მეშველიანი), მჭედლიშვილი, კობახიძე, გორგიაშვილი (46. კაჭკაჭიშვილი), მაკარიანი, ბენაშვილი (76. გურაბანიძე), ცხადაია (65. გორგიაშვილი), მიქაბერიძე, ნ. კვასხვაძე (46. ლომია), წინამძღვრიშვილი, ჯოხაძე (41. ჩიხლაძე).
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ზესტაფონელები დაშვებული შეცდომების გამო მწარედ დაისაჯნენ და შესვენებამდე 0:3-ს აგებდნენ. თუმცა მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა. 61-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. მე-80 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც გეგუჩაძემ მეორე შეიყვანა მოედანზე, პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის მიწურულს კი რატი წინამძღვრიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 3:3 და შეხვედრაც ამ შედეგით დასრულდა. �ზესტაფონი� მომდევნო საკონტროლო მატჩს 17 იანვარს დნეპროპეტროვსკის �დნიპროსთან� გამართავს.
მორიგი თამაში ჩაატარა დუბლებმაც. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი ადგილობრივ ქვედალიგოსან �სარილარსფორს� გაეჯიბრა და 3:4 დამარცხდა. ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (64. კიკაბიძე), ამაშუკელი, კობახიძე (46. კაჭკაჭიშვილი/85. ლომია), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, გურაბანიძე, გიორგობიანი (64. გაჩეჩილაძე), ჭანკოტაძე (11. კიკნაველიძე), ჯოხაძე (57. კაპანაძე), ლომია (68. ღირდალაძე), ჩიხლაძე.
იმერელთა გუნდიდან ამ შეხვედრაში ერთი გოლი გიორგი ჯოხაძემ გაიტანა (პენალტით), ნიკოლოზ ჩიხლაძემ კი დუბლი მიითვალა.

No comments:

Post a Comment