
თენგიზ ჩიკვილაძე დინამოელია. ჩვენმა გუნდმა 26 წლის მცველთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, მომავალშიუფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით. თენგიზ ჩიკვილაძე წლების განმავლობაში ამერის ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე კი ბოლნისის სიონში გამოდიოდა.
www.fcdinamo.ge
ინტერვიუ ქართველ მცველთან რომელიც დაიბეჭდა ლელოს დღევანდელ ნომერში.
- როგორც გავიგეთ, �დინამოსთან� ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ...
- ასეთ ხანმოკლე კონტრაქტს საფუძველი გააჩნია. ეს ნახევარი წელი გუნდს გავიცნობ, თავადაც უკეთ დამაკვირდებიან და თუკი ჩემი დატოვება საჭიროდ ჩათვალეს, ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გავაფორმებთ. ბოლნისის �სიონში� თავს კარგად ვგრძნობდი, თანაგუნდელებთანაც ჩინებული ურთიერთობა მქონდა და ხელმძღვანელობასთანაც. თუმცა ყველაზე ამბიციურ ქართულ კლუბში თამაში ყოველთვის მსურდა. თითქმის ყველა ლიდერ გუნდში მითამაშია და ჩემთვის თითოეული მათგანი ძვირფასია, მაგრამ უცხოეთში იცნობენ თბილისის �დინამოს�, ხოლო �ვიტ ჯორჯია�, �ზესტაფონი� და �ოლიმპი� ჯერჯერობით ამით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომაც მახარებს ამხელა ტრადიციების მქონე კლუბში მოხვედრა. მაგრამ პირველ რიგში, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, ზაფხულში კონტრაქტს გავაგრძელებთ.
- დიდი ხანია, რაც �დინამოში� გადასვლას გთავაზობენ?
- �დინამოს� ხელმძღვანელობამ მითხრა, ხმალაძე ისრაელში წავიდა და მის ნაცვლად, შენი მოყვანა გვსურსო.
- როგორც შევიტყვეთ, ტაშკენტის �ლოკომოტივიც� გიწვევდათ...
- დიახ, მიწვევდა და ვაპირებდი კიდეც წასვლას, მაგრამ �სიონი�-�ნორჩ დინამოელის� საკონტროლო შეხვედრისას ერთმა აფრიკელმა მცველმა ლამის ფეხი მომტეხა, დღემდე ტრავმა მაქვს და ვერ გავემგზავრე. ნატკენი ფეხით ჩასვლას რა აზრი ჰქონდა, საძუნძულოდ ხომ არ ჩავიდოდი? ამ დროს გამოჩნდა �დინამო� და უზბეკეთზე აღარც მიფიქრია. ასე მგონია - ფეხბურთელი თბილისის �დინამოსა� და ტაშკენტის �ლოკომოტივს� შორის არჩევანს არც უნდა აკეთებდეს.
- ტრავმა სერიოზულია?
- ჰემატომა მაქვს და ნორმალურად ერთ კვირაში თუ განვაახლებ ვარჯიშს. მე და გიორგი მერებაშვილი ინდივიდუალურად ვემზადებით.
- უზბეკეთში სინჯებზე გიწვევდნენ?
- ფაქტობრივად, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. თუმცა �დინამოს� შეთავაზებამ უზბეკეთს ხაზი გადაუსვა.
- აქამდე არასდროს მიუწვევიხართ �დინამოს�?
- არა, ეს პირველი შემთხვევა იყო. აქამდე რომ ეთქვათ, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
- ოდესმე უცხოეთის ნორმალურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობა თუ გქონდათ?
- �ამერში� თამაშის პერიოდში, მე და ირაკლი დოლიძე სიმფეროპოლის �ტავრიაში� მიგვიწვიეს. გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხაილ ფომენკოს ძალიან მოვეწონეთ. საკონტროლო შეხვედრაც კარგად ჩავატარეთ, კომბინაცია დაცვიდან დავიწყე, დოლიძეს გავუთამაშე და გოლით დავასრულე. მენეჯერმა გვითხრა, ორივეს გტოვებენო და პირობებიც გაგვაცნო. ამის შემდეგ პრეზიდენტთან შევიდა. თუმცა იქიდან უკმაყოფილო გამოვიდა, ვერ შევთანხმდითო და რა გაეწყობოდა, წამოვედით. არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი დატოვება სურდათ. სხვათა შორის, მაშინ დავრწმუნდი, რომ უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთული არ ყოფილა. ბევრს არ სჯერა, მაგრამ ქართველებს მართლა გამორჩეული ტექნიკა გვაქვს, უკრაინელებს სირბილში არ ჩამოვრჩებოდით, ტექნიკაში კი აშკარად ვჩაგრავდით...
- ყოველთვის გამოირჩეოდით მცველისთვის უჩვეულო შედეგიანობით...
- ფეხბურთში არასტანდარტული აზროვნება ბევრს ნიშნავს. ყველა რომ ელოდება, ისეთი მოძრაობა არ უნდა გააკეთო. მე კი ყოველთვის ვცდილობ, მოულოდნელი გაგრძელება მოვიფიქრო და მეკარეს მომენტი შევურჩიო. სხვათა შორის, ცხინვალის �სპარტაკს� რომ გავუტანე გოლი, მაშინაც ასე მოვიქეცი - მივხვდი, რომ მეკარე გადაცემას ელოდა და დავარტყი...
- ბოლნისის �სიონმა� დავალიანება გაგისტუმრათ?
- თანხის ნაწილი ჯერ კიდევ ასაღები მაქვს...

No comments:
Post a Comment