ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

ყაზახური კოშმარი


ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა �ზესტაფონმა� გუშინ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი ყაზახურ �ტობოლს� (კუსტანაი) გაეჯიბრა და დიდი ანგარიშით - 5:0 დამარცხდა. ეს გუნდი ზესტაფონელთათვის გადაულახავ ბარიერად იქცა. შეგახსენებთ, რომ იმერლები �ტობოლს� ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშებაში შეხვდნენ და პირველივე რაუნდში დამარცხდნენ (0:3, 2:0). �ზესტაფონის� ერთადერთი, თუმც არამყარი არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ �ტობოლი� მზადების სხვა ეტაპზეა და შესაბამისად, უკეთეს კონდიციებშიც იმყოფება. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ყაზახურ გუნდთან არ უნდა აგებდეს.

�ზესტაფონს� ცენტრალური მცველები - გიორგი ხიდეშელი და გიორგი ონიანი აკლდნენ. კარს სლოვენიელი მეკარე ნემანია იოზიჩი იცავდა. ყაზახებმა 4 გოლი (აქედან 3 - პირველ ტაიმში) მას გაუტანეს, ერთი ბურთი კი კახა მეშველიანმა გამოიტანა ბადიდან. ცნობისთვის, ბალკანელი მეკარე ველენიეს �რუდარსა� და პტუის �დრავაში� ასპარეზობდა.

ზესტაფონელებმა �ტობოლთან� ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: იოზიჩი (72. მეშველიანი), მჭედლიშვილი (54. ბენაშვილი), ლობჟანიძე (60. გორგიაშვილი), კაჭკაჭიშვილი, ელიავა (64. მაკარიანი), დაუშვილი (60. ცხადაია), კორღალიძე (54. ძარია), გრიგალაშვილი, აფციაური (64. მიქაბერიძე), გელაშვილი (62. წინამძღვრიშვილი), დვალი (62. ნ. კვასხვაძე).

სამაგიეროდ, გაიმარჯვეს �ზესტაფონის� დუბლებმა. მათ ადგილობრივი ქვედალიგოსანი �მანავგასფორი� 5:3 დაამარცხეს. გიორგი ჯოხაძემ, გიორგი გურაბანიძემ და ნოდარ კიკნაველიძემ თითო ბურთი გაიტანეს, გიორგი ჭანკოტაძემ კი დუბლი მიითვალა.

�ზესტაფონი 2�-ის შემადგენლობა ასეთი იყო: კიკაბიძე (73. გიორგაძე), კობახიძე, გურაბანიძე (78. გეწაძე), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, ამაშუკელი, ჭანკოტაძე (70. ლომია), გიორგობიანი (62. გაჩეჩილაძე), კიკნაველიძე (41. კაპანაძე), ჯოხაძე (70. სარდანაძე), ჩიხლაძე (50. ღირდალაძე).

No comments:

Post a Comment