
თუკი ვინმე 2009 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს იმედს აძლევდა, პირველი ლადო დვალიშვილი იყო. და ჰა, 23 წლის ფორვარდმა 2010 წელი ისე დაიწყო... ჰაიფას �მაქაბის� ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა - ჯერ 2 იანვარს აკოს �ჰაპოელის� წინააღმდეგ, ახლა კი შაბათს, შინ რაანანას �ჰაპოელის� წინააღმდეგ. ეს შეხვედრა ლიდერმა 3:0 მოიგო. დვალიშვილმა �კირიატ ელიეზერზე� 35-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მას შემდეგ, რაც მარცხნიდან რაფაელოვის ჩაწოდებულს საჯარიმოს ცენტრში დაუხვდა. მეორე გოლი, რომელიც ქართველმა ტაიმის მიწურულს გაიტანა, პირველის ანალოგიური იყო - კვლავ ისე მოიქცა, როგორც მაღალი კლასის ცენტრფორვარდს შეშვენის. სხვათა შორის, ამჯერადაც მარცხნიდან ჩააწოდეს, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამჯერად ჩვენებურმა უფრო მაღალ კუთხეში გაიტანა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლადომ ყვითელი ბარათი მიიღო. ზედიზედ ორ თამაშში 4 გოლის გატანის შემდეგ, მას ლიგატ ჰ'აალში 11 გატანილი ბურთი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით დვალიშვილი ისრაელში მხოლოდ თანაგუნდელ შლომი არბაიტმანს (14 გოლი) და თელ ავივის �ჰაპოელის� ფორვარდ ეტეი შეხტერს (13) ჩამორჩება. დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას გუნდი კი 17 თამაშიდან 48 ქულით (16 მოგება!) პირველ ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ თელ-ავივის �ჰაპოელს�, სადაც ზურაბ მენთეშაშვილი თამაშობს

No comments:
Post a Comment