
�მილანის� გენერალურ დირექტორ ადრიანო გალიანისა და კახა კალაძის პირისპირ შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი �როსონერში� რჩება. თუმცა იტალიურ პრესაში კალაძე კვლავ ფიგურირებს, როგორც შესაძლო სატრანსფერო სუბიექტი. არადა, უკვე გადაწყვეტილია, რომ კალაძე, რომელსაც �მილანთან� კონტრაქტი 2011 წლის ივნისამდე აკავშირებს, კლუბს არ შეიცვლის...
მაგრამ რაც ახლა უნდა გაცნობოთ, ესეც ფაქტია - �გაძეტა დელო სპორტის� ინფორმაციით, �ბოლონიამ� �მილანს� ოფიციალურად მიმართა კალაძის თაობაზე და სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა ითხოვა. მოგეხსენებათ, ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. ჩვენებურმა კი �ბოლონიაზე� უარი თქვა, შესაბამისად, �მილანმა� ემილიურ კლუბს უარი შეუთვალა.
იტალიური წყაროებს თუ დავუჯერებთ, კალაძე �ჯენოას� ინტერესთა სფეროშიც ყოფილა. თუმცა ინტერესი ერთია და მისი განხორციელება კიდევ - მეორე. რა თქმა უნდა, �როსონერი� გენუელებსაც უარით გაისტუმრებს.

No comments:
Post a Comment