დაინრუნებს ჟორდანია დინამოს?
მერაბ ჟორდანიასა და მის მხარდამჭერებს, თბილისის �დინამოს� დაბრუნების მოთხოვნით, გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი უნდა შეეტანათ. თუმცა ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თანაშემწე თათია ბურდულის თქმით, ფედერაციაში მსგავსი შინაარსის დოკუმენტი არ მიუღიათ:
�თბილისის �დინამოს� ძველ მეპატრონეებს არანაირი განცხადება არ წარმოუდგენიათ. როდის განიხილავენ საკითხს? რამდენადაც ვიცი, შესაძლოა, საკითხი უახლოეს აღმასკომზე განიხილონ�, - გვითხრა ქალბატონმა თათიამ.
მერაბ ჟორდანიას ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახესთან, �დინამოსა� და ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რომიკო შოთაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. ასე რომ, იძულებულნი გავხდით, ინფორმაციები საკუთარი კავშირებით მოგვეპოვებინა და დავადგინეთ, რომ სარჩელის შეტანა ნოტარიუსთან დაკავშირებული საკითხების გამო ვერ მოხერხდა და ფედერაციაში საამისოდ საჭირო დოკუმენტაციას დღეს წარადგენენ. და კიდევ: მერაბ ჟორდანია და კომპანია იმედოვნებენ, რომ საქმის მსვლელობა აუცილებლად მათთვის სასურველი მიმართულებით წარიმართება და თბილისის �დინამოს� უკვე მეორე წრეში დაიბრუნებენ. რამდენად საფუძვლიანია ეს იმედები, ამას მომავალი გვიჩვენებს.
წესითა და რიგით, ეს დავა სპორტულ ან საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა განეხილა. თუმცა საქართველოში მსგავსი ორგანო არ არსებობს, რაც 21-ე საუკუნის სპორტის პირობებში წარმოუდგენელი რამაა. ამგვარი არბიტრაჟი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს და საფეხბურთო დავების მოგვარებაში მას უდიდესი როლი ენიჭება.
ასე მაგალითად, ცნობილი საფეხბურთო სკანდალის შედეგად იტალიაში ოთხი წამყვანი კლუბი დაისაჯა. აპენინურმა საფეხბურთო ტრიბუნალმა გრანდებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა და მათ საკუთარი უფლებების დაცვა მხოლოდ საარბიტრაჟო სასამართლოში შეძლეს.
გემახსოვრებათ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისა და �ბარსელონას� სერიოზული დავა, ლიონელ მესის ოლიმპიადაზე მონაწილეობა-არმონაწილეობის გამო. ასეთივე დაპირისპირება სამხრეთამერიკელებს დიეგოსა და რაფინიას გამო, �ვერდერსა� და �შალკესთანაც� ჰქონდათ. ეს დავა ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა.
საბერძნეთში გადავინაცვლოთ. 2007/08 წლების სეზონის შემდეგ �ოლიმპიაკოსს� ჩემპიონობის ჩამორთმევას უპირებდნენ. უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნილ �აპოლონს� სადისციპლინო კომიტეტმა �ოლიმპიაკოსთან� ტექნიკური წაგება (არადა, 1:0 მოუგო) ჩაუთვალა. საქმე ის იყო, რომ მის შემადგენლობაში ითამაშა რომან უოლნერმა, რომელიც იმავე სეზონში ორ სხვა კლუბში ირიცხებოდა. ფიფა კი ერთ სეზონში სამი კლუბის გამოცვლას კატეგორიულად კრძალავს. �აპოლონმა� გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა... საბოლოოდ, პირეოსელებს ჩემპიონობა შეუნარჩუნეს, მაგრამ ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საარბიტრაჟო სასამართლო დიდი მნიშვნელობის დავებს განიხილავს.
სადავო საკითხების გახსენება კიდევ მრავლად შეიძლება. ცუდი ის იყო, რომ საქართველოში ასეთი ორგანო არ არსებობდა, რაც საზოგადოებამ გია ჭანტურიასა და �ზესტაფონს� შორის დავის დროს შეიტყო. საინტერესოა, რომ ეს თემა ფეხბურთელმა წამოჭრა. �ზესტაფონის� ყოფილმა მეკარემ დავის სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელება გადაწყვიტა, რადგან ფედერაციის აღმასკომმა მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღმოაჩინა, რომ საარბიტრაჟო სასამართლო, ელემენტარულად, არ არსებობდა. არადა, ფიფა ეროვნულ ფედერაციებს მსგავსი ორგანოს შექმნას ავალდებულებს...
მოკლედ, ჭანტურიას საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება არ მიეცა, რადგან ფეხბურთელებს
სამოქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანა ეკრძალებათ. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ბევრი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი საკუთარ შელახულ უფლებებს ვერ იცავს.
ამიტომაც, დამაიმედებლად გვეჩვენა, ჯერ კიდევ ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ზუგდიდში სამეგრელოს ფეხბურთის მესვეურებსა და გულშემატკივრებთან შეხვედრისას სიჭინავას განცხადება, რომ ახალი წლიდან ფეხბურთის ფედერაციაში საარბიტრაჟო სასამართლო ამუშავდებოდა.
თათია ბურდულის თქმით, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს შესაქმნელად მუშაობა დასასრულს უახლოვდება. წესით, მერაბ ჟორდანიასაც სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში უნდა შეეტანა და იგივე გვითხრა გია ჭანტურიამ - �ზესტაფონთან� დავის განხილვისთვის ამ ორგანოს ამოქმედებას ველოდებიო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერების კომისიის ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას მივმართეთ.
- ბატონო რევაზ, მერაბ ჟორდანიას ჯგუფის საკითხის განსახილველად რა პროცედურებია ჩასატარებელი?
- გააჩნია, რა სახის სარჩელს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე გადაწყდება, ვინ განიხილავს - ფედერაცია თუ საარბიტრაჟო სასამართლო.
- საარბიტრაჟო სასამართლოს ამოქმედებას რა აბრკოლებს?
- ის უკვე დაფუძნებულია, მაგრამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, საამისოდ კი გარკვეული დროა საჭირო. შესაძლოა, ხვალ ან ზეგაც ამოქმედდეს.
- ვინ არის არბიტრაჟის დამფუძნებელი?
- ეს იქნება არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ, ზოგადად - კერძო სპორტული არბიტრაჟი. ჩვენთან ისიც არ არსებობდა. ფიფას მოთხოვნაა, თუკი ქვეყანაში სპორტული არ არსებობს, საფეხბურთო არბიტრაჟი უნდა ჩამოყალიბდეს. ჰოდა, რაკი ახლა სპორტული ამოქმედდება, ცალკე საფეხბურთო არბიტრაჟის საჭიროება აღარ არის და ახალი ორგანო სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელს მოემსახურება.

No comments:
Post a Comment