ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

სიონიც ემზადება

ბოლნისის �სიონმა� გასულ შაბათს რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეს მატჩიც სპორტკომპლექს �ოლიმპში� გაიმართა. ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი რეგიონალლიგაში მოასპარეზე �ზოოვეტს� დაუპირისპირდა. ქვემოქართლელთა მწვრთნელმა ამ ერთ მატჩში უამრავი მოთამაშე გამოცადა, მათ შორის, ძალიან ბევრი უცნობი ფეხბურთელი, რომელთა ვინაობის დადგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. ბარემ აქვე გეტყვით, ქასრაშვილმა სინჯებზე მყოფ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი უკან გააბრუნა.

ბოლნისელებმა მატჩი ძირითადი შემადგენლობით დაიწყეს, პირველი ნახევარი შეუცვლელად ჩაამთავრეს და მინიმალური სხვაობით მოიგეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ �სიონს� სოლიდური მარაგის შექმნაც შეეძლო, მაგრამ ბოლნისელთა გუნდის შემტევ ფეხბურთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

ანგარიში მოიერიშე ნახევარმცველმა ლევან იაშვილმა გახსნა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი �სიონის� დუბლშემადგენლობაში გაატარა. ის მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ერთი მეურვე ჩამოიცილა და ძლიერი დარტყმით �ზოოვეტის� კარის დარაჯს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

შესვენების შემდეგ ბოლნისელებმა მთლიანად შეცვალეს შემადგენლობა და ამიტომაც იყო, რომ ისეთი უპირატესობა აღარ ჰქონდათ, როგორიც პირველ ტაიმში. უფრო მეტიც, მეორე ნახევრის შუაწელში წონასწორობა აღდგა და შეხვედრა ასეც დასრულდა - 1:1.

�სიონმა� წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ბობღიაშვილი, კობაური, დიდავა, ჩიკვილაძე, გ. კვანტალიანი, ლ. იაშვილი, ლ. ნოზაძე, დეკანოსიძე, მელთაძე, უგულავა, ი. შენგელია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: გურგენიძე, რაქვიაშვილი, ნაყოფია, ოქროპირიძე, გ. ისიანი, ქურასბედიანი და ტესტირებაზე მყოფი მოთამაშეები.

როგორც ხედავთ ბოლნისელებს მარცხენაფლანგელი თენგიზ ჩიკვილაძე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჩიკვილაძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ამ გუნდში ჩაამთავრა, მერე უცხოეთში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუმცა მისი გალეგიონერება ჯერ არ ხერხდება და ერთადერთი გამოსავალი �სიონში� დაბრუნება იყო. კვლავ ბოლნისურ კლუბშია გივი დიდავა, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი ცხინვალის �სპარტაკში� გაატარა.

ბოლნისელები დღეს კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ - ამჯერად, �ნორჩ დინამოელთან�. ჩვენი ინფორმაციით, �სიონში� ტესტირებისთვის მოთამაშეთა ახალ ნაკადს ელოდებიან.

No comments:

Post a Comment