ქართული ფეხბურთის მოყვარლულთათვის

ქართული ფეხბურთი
Powered By Blogger

რუსთავის ოლიმპი


სიახლეებია რუსთავულ კლუბში:ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, საფეხბურთო კლუბ `ოლიმპმა` ბევრი ფეხბურთელი დაიმატა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი კლუბი დატოვა. დღეს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდში დაბრუნდა მეკარე მირზა მერლანი, რომელიც ერთი წლის წინ, ამავე გუნდის ღირსებას იცავდა.
როგორც კლუბის პრესსამსახურის უფროსი მიშა ჯორბენაძე ამბობს, მირზა მერლანი ერთი წლის უთამაშებელია და მას მოუწევს, დაამტკიცოს, რომ ღირსია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის რიგებში თამაშის:
მიშა ჯორბენაძე: `მირზა მერლანი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, რომ მიგვეცა მისთვის შანსი. მე და არამარტო მე და საქართველოში, ალბათ, ძალიან ბევრს, მიაჩნია რომ მირზა მერლანი თუკი ფორმაშია, ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ მას ეს დასამტკიცებელი აქვს. ის ივარჯიშებს და ვნახავთ, რა შედეგს მიაღწევს`.
რაც შეეხება დათო იმედაშვილს, კლუბის პრესატაშე, ამბობს, რომ დათო იმედაშვილი გუნდიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი მას, უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება გაუჩნდება. `სატრანსფერო ფანჯარა, ჯერ ღიაა, იმედაშვილი არცერთ ქართულ გუნდში არ გადავა, მხოლოდ უცხოეთში წავა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კარგი შემოთავაზება იქნება. საერთოდ, როდესაც ჩვენ კონტრაქტებს ვაფორმებთ, ვადებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. კლუბი არცერთ ფეხბურთელს არ შეუშლის ხელს, თუ მას კარგი წინადადება გამოუჩნდება`, - ამბობს მიშა ჯორბენაძე.
რაც შეეხება სევასტი თოდუას, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში საუბრობდნენ, რომ `გაბალაშია` სინჯებზე, ჯორბენაძე აცხადებს, რომ თოდუამ გუნდთან ერთად ითამაშა ამხანაგური მატჩში და ის რჩება `ოლიმპის` შემადგენლობაში. კლუბიდან არ მიდის ასევე მიხეილ ალავიძე, რომელზეც ასევე აქტიურად საუბრობდნენ, რომ გუნდს დატოვებდა. მიშა ჯორბენაძის თქმით, მას ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა, ის არ წასულა სინჯებზე და გუნდში დარჩება. `ოლიმპის` ამხანაგური მატჩების განრიგი კი ასე გამოიყურება:
13 იანვარი - `გაგრა`
16 იანვარი - `დინამო`
19 იანვარი - `სპარტაკი`
26 იანვარი - `სიმურგი`
`ოლიმპი` ყველა ამხანაგურ შეხვედრას, რუსთავში, საკუთარ `ფოლადის` სტადიონზე გამართა

No comments:

Post a Comment