ალჟირი0-1სლოვენია
კორანი79,
ბჯგუფის მეორე თამაში ალჟირსა და სლოვენის შორის უფერული და მსაწყენი გამოდგა.ის რასაც ეს გუნდები აკეთებდნენ დღეს სტადიონზე,ამას ფეხბურთი არ ერქვა.პირველ ტაიმის მთელ ღირებულებას წარმოადგენს ალჟირელთა ჯარიმა და სლოვენიელთა კაპიტნის კორენის დარტყმები რომელსაც სლოვენიელთა მეკარე ჰენდოვიჩი და ალჟირელთა მეკარე ჩაუჩი იოლად გაუმკლავდნენ.მეორე ტაიმიც ასეთივე უინტერესო გამოდგა,თამაში ოდნავ გამპოაცოცხლა პატიოსანმა მაყურებელმა,რომელიც განათების ბოძძე აძვრა,და ადგილობრივი პოლიცია დააფიქრა იმაზე თუ როგორ ჩამოეყვანათ იქიდან.სლოვენიელებმა გაიმარჯვეს ორი ალჟირელის გამო,შეცვლაზე შემოსულმა გეზალმა იმდენი მოახერხა რომ 14 წუთში ორი უაზრო ყვითელი მიიღო და მოედანი დასტოვა,სემდეგ კი სლოვენიელთა კაპტნის სუსტი დარტყმული,ალჟირელთა მეკარემ ჩაუჩმა სასწაულებრივად გაუშვა .
ბებერი ბერძნები
სამხრეთ კორეა2-0საბერძნეთი
1-0 ლი იუნ სუ 7,
2-0ჯი სუნ პარკი 51.
ამ თამაშის წინ შანსებს თანაბრად აფასებდნენ, თუმცა კი ბერძნებს ოდნავ უპირტაესობას მაინც ანიჭებდნენ.ოტო რეჰაგელის ამ გუნდში ხომ კიდევ იყვნენ შემორჩენილები ის ფეხბურთელები რომლებმაც 2004ში ევროპა დაიპყრეს,კორეელები კი მანჩესტერელი ჯი სუნ პარკით იწონებდნენ თავს.მატჩი ბერძნებმა კარგად დაიწყეს მე-5 წუთზე მათ კუთხურს პირველი დარტყმაც მოყვა აზიელთა კარისკენ,თუმცა კი უშედეგოდ.როგორც აღმოჩდა ეს იყო ერთადერთი დარტყმა რენგ სუნგ ჩუნგის კარისკენ 65-ე წუთამდე.მე-6 წუთზე კორეელებმა მოიპოვეს ჯარიმა კუთურის ნიშნულთან ახლოს(როგორც ძველად იტყოდნენ ჯარიმა რომელიც კუთხრუს სჯობს),ჩაწოდებას კი ლი იუნ სუს სუ მარტო დარჩენა მოყვა ცარიელ კართან ,ხარისტეასი და მისი ორი თანაგუნდელი მაყურებლის როლით დაკმაყოფილდნენ.ამის მერე დაიწყო ბერძენთა საცოდაობა,აშკარად მობერებული გუნდი ვერაფრით ახერხევდა ოდნავ მაინც თამაშის გამწვავებას,კორეელები წყნარად იცავდნენ თავს და შიგადაშიგ უტევდნენ,ლი ჩუნ იუნმა ერთი-ერთზე ბერძენთა მეკარეს ცორვასს ვერ აჯობა(ერთადერთი ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო ბერძენთაგან).ტაიმიც ასე მორჩა.კორეა თავს მშვიდად იცავდა,ბერძნები კი ცოდვილობდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბერძენთა მცველმა ვინტრამ(რომელიც რაღაც სხვა თამაშს თამაშობდა) ჯი სუნ პარკს აჩუქა ბურთი ,ფერგის შეგირდმაც არ დაახანა და ანგარიში 2-0 გახადა.აქ ყველა მიხვდა რომ ბერძნებს შანსი აღარ ქონდათ.70-ე წუთამდე ბერძნებმა მომენტი ვერც შექმნეს,შემდეგ კი ერთი ორი დარტყმით თუ გამოირჩნენ.მოკლედ ერთი აუტსაიდერი უკვე გამოიკვეთა.ბერძნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ.
1-0 ლი იუნ სუ 7,
2-0ჯი სუნ პარკი 51.
ამ თამაშის წინ შანსებს თანაბრად აფასებდნენ, თუმცა კი ბერძნებს ოდნავ უპირტაესობას მაინც ანიჭებდნენ.ოტო რეჰაგელის ამ გუნდში ხომ კიდევ იყვნენ შემორჩენილები ის ფეხბურთელები რომლებმაც 2004ში ევროპა დაიპყრეს,კორეელები კი მანჩესტერელი ჯი სუნ პარკით იწონებდნენ თავს.მატჩი ბერძნებმა კარგად დაიწყეს მე-5 წუთზე მათ კუთხურს პირველი დარტყმაც მოყვა აზიელთა კარისკენ,თუმცა კი უშედეგოდ.როგორც აღმოჩდა ეს იყო ერთადერთი დარტყმა რენგ სუნგ ჩუნგის კარისკენ 65-ე წუთამდე.მე-6 წუთზე კორეელებმა მოიპოვეს ჯარიმა კუთურის ნიშნულთან ახლოს(როგორც ძველად იტყოდნენ ჯარიმა რომელიც კუთხრუს სჯობს),ჩაწოდებას კი ლი იუნ სუს სუ მარტო დარჩენა მოყვა ცარიელ კართან ,ხარისტეასი და მისი ორი თანაგუნდელი მაყურებლის როლით დაკმაყოფილდნენ.ამის მერე დაიწყო ბერძენთა საცოდაობა,აშკარად მობერებული გუნდი ვერაფრით ახერხევდა ოდნავ მაინც თამაშის გამწვავებას,კორეელები წყნარად იცავდნენ თავს და შიგადაშიგ უტევდნენ,ლი ჩუნ იუნმა ერთი-ერთზე ბერძენთა მეკარეს ცორვასს ვერ აჯობა(ერთადერთი ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო ბერძენთაგან).ტაიმიც ასე მორჩა.კორეა თავს მშვიდად იცავდა,ბერძნები კი ცოდვილობდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბერძენთა მცველმა ვინტრამ(რომელიც რაღაც სხვა თამაშს თამაშობდა) ჯი სუნ პარკს აჩუქა ბურთი ,ფერგის შეგირდმაც არ დაახანა და ანგარიში 2-0 გახადა.აქ ყველა მიხვდა რომ ბერძნებს შანსი აღარ ქონდათ.70-ე წუთამდე ბერძნებმა მომენტი ვერც შექმნეს,შემდეგ კი ერთი ორი დარტყმით თუ გამოირჩნენ.მოკლედ ერთი აუტსაიდერი უკვე გამოიკვეთა.ბერძნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ.
კიდევ ერთი ფრე

ურუგვაი 0 – 0 საფრანგეთი
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, გოდინი, ვიქტორინო, სუარესი(არბეუ74), ფორლანი, პერეირა, პერესი(ეგურენი88), პერეირა, არევლო, გონსალესი(ლოდეირო64)
საფრანგეთი: ლორისი, სანია, გალასი, აბიდალი, ევრა, ტულალანი, დიაბი, გურკუფი(მალუდა75), რიბერი, ანელკა(ანრი72), გივუ(ჟინიაკი85)
გაძევება: ლოდეირო
პირველი თამაშის მსგავსად ვერც ეს თამაში დაიკვეხნიდა მაინდამაინც ლამაზი მომენტებით,მოკლედ ა ჯგუფის თამაშებმა აშკარად ვერ გაამართლა.თამაშის წინ ფრანგები ფავორიტებათ ითვლებოდნენ თუმცა კი მათი მწვრთნელიდან გამომდინარე ამას დაბეჯითებით არავინ ამბობდა.ურუგვაელებისთვის კი ფრეც ნორმალურ შედეგად ჩაითვლებოდა.თამაში ნელ ტემპში დაიწყო,პირველი სახიფათო მომენტი მე10 წუთზე შეიქმნა რიბერის ფლანგური გარღვევის შემდეგ გოვუმ ბურთს ფეხი ვერ დაუხვედრა.ტაიმის შუაში ფორლანის დარტყმა თუა გამოსაყოფი რომელიც ლორისმა იოლად აიღო.ფრანგებს ნახევრად მომენტებიც იშვიათად ქონდათ,ერთი ასეთი გურკუფის ჯარიმა იყო რომელიც საკამოდ იოლად გაუმკლავდა მუსლერა,ლაციოს კიპერი.
მეორე ტაიმიც ასეთივე გამოდგა ბევრი ბრძოლა ცოტა მომენტები,მწვრთნელებმა შეცვლას დაგვიანებით მიმართეს დომენეკმა ანრი მალუდა და ახალგაზრდა ჟინიაკი შემოუშვა, ტაბარესმა კი გამოცდილი აბრეუ და ახალგაზრდა ლოდეირო, რომელმაც 18 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და გუნდი 10 კაცით დატოვა.ფრანგებმა ამით ვერ ისარგებლეს და ეს უინტერსო მატჩის ასე მორჩა.
აჯგუფი
1.სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 1-1 1
2.,მექსიკა 1 0 1 0 1-1 1
3.ურუგვაი 1 0 1 0 0-0 1
4.საფრანგეთი 1 0 1 0 0-0 1
ხვალ გაიმართება სამი თამაში
ცრდ.კორეა-საბერძნეთი
არგენტინა-ნიგერია
ინგლისი-აშშ
ბლანკოს სიბერე


სამხ. აფრიკა 1-1 მექსიკა
გოლები: ჩაბალალა 54′ – მარკესი 79′.
სამხრეთ აფრიკა: კჰუნე, მოკოენა, კჰუმალო, თხვალა (მასილელა), ჩაბალალა, დიკგაჩოი, ლეშოლონიანე, მოდიეს, პიენაარი (პარკერი), მფელა.
მექსიკა: პერესი, აგილარი (გუარდადო), ოსორიო, როდრიგესი, სალსიდო, ხუარესი, მარკესი, ტორადო, დოს სანტოსი, ველა (ბლანკო), ფრანკო (ერნანდესი).
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თამაში მეტად უსახური გამოდგა.გახსნის მატ[მა აშკარად ვერ გააამართლა იმედები.თამაში მექსიკელთა უპირატესობით დაიწყო და ტაიმის ბოლო წუთებამდე ასეც გრძელდებოდა,თუმცა არატრადიციული შავი ფერით მმოთამაშე აშკარად არ გავდა ნამდვილ მექსიკას თითქოს ძველი სილაღე ბლანკოს და მის ზმაბიჭებს რო ქონდათ დაიკარგაო.საწყის წუთებში მექსიკელთაგან მხოლოდ ჯოვანი თუ გამოირჩეოდა,რაფა მარკესი თავის სტილში იყო.მომენტებს რაც შეეხება ჯოვანის სახიფათო დარტყმა ,ველას თითქმის ასპროცენტიანი გაცუდებული მომენტი(აფრიკელთა მეკარე კჰუნემ იმარჯვა),ასევე გილერმო ფრანკოს ორი უზუსტო თავურიც.აფრიკელებს მოედნის ცენტრი აშკარად დაარგული ქონდათ მათი გამოკვეთილი ლიდერი სტივენ პიენაარი ვერ მარჯვობდა .თუმცა კი ბოლო 5 წუთი აფრიკელთა უპირატესობით წარიმართა: ზედიზედ 4 კუთხური და მექსიკელთა საკმაოდ ექსტრავაგანტური გარეგნობის მქონე პერესის არც თუ დამაჯერებლი თამაში თუმცა კი ყველაფერი მშვიდობიანად მორჩა.მეორე ტაიმიც აფრიკელთა უპირატესობით დაიწყო,რასაც 54-ე წუთზე სრაფი კონტრშეტევა იდეალურად გათამაშებული კობმინაცია და ჩაბალალას მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი მოჰყვა.ამის მერე მექსიკამ გაზარდა ცენტრში მმოპოვებული იუსედაც დიდი უპირატესობა თუმცა კი მომენტებს ვერ ქმნიდა.შეცვალზე გამოჩდა მექსიკელთა ცოცხალი ლეგენდა კვატემირ ბლანკო,რომელიც აშკარად მობერებულია,ცოტა წოაშიც მმომატებულია და ნამდვილად არ გავს ძველ ლაღ და ტექნიკურ ბლანკოს.79-ე წუთზე მექსიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს დაცვის შეცდომის შედეგ მარკესი მეკარესთან მარტო დარჩა1-1.ტაიმის ბოლოსკენ მექსიკამ მოსაგებად გაიწია და კინაღამ გოლი მიიღო მფელა ერთი-ერთზე დარჩა ,თუმცა კი რაღაცნაირად მოახერხა და ბურთი ძელს მოარტყა.
საბოლოოდ პირველი თამაში საკმაოდ უხეირო გამოდგა,სანახობრივი თამაშის გარდა ყველაფერი ვნახეთ ამას კი ბლანკო დაემატა სადღაა მისი ძველი აღვირახსნილი ფინტები ......
დინამო0-0ოლიმპი
დინამო-ოლიმპი 0-0
დინამო: ლორია - თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - შ. კაშია, ედნილსონი, ნიკოლოზ ფირცხალავა (76. ნემსაძე), კახელიშვილი, კოშკაძე - ვაწაძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, კაკუბავა, მამუჩიშვილი, ლექვთაძე, სიხარულიძე.
ოლიმპი: ჭანტურია - ღონღაძე, ფრაგა, მაჭავარიანი, ხუბუა (64. რეხვიაშვილი) - ჭედია, კვარაცხელია (46. დობროვოლსკი), იმედაშვილი, აკინო, რ. ჯიქია (83. პ. დათუნაიშვილი) - იაშვილი.
სათადარიგოები: მერლანი, ელოხი, გიგაური, ხიდეშელი.
გაფრთხილება: ფირცხალავა (12), ედნილსონი (27), ფრაგა (30), ხუბუა (59), გ. კაშია (83)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
საშინლად მოსაწყენი და უინტერესო თამაშის შემდეგ ცხადი გახდა თუ რატომ არ დადის ხალხი ჩვენს ჩემპიონატზე.ჩემპიონატის ლიდერის და გამორჩეული მარად ფავორიტი გუნდის შეხვედრაში მაურებელი როგორც მინიმუმ საინტერესო თამაშს მაინც ელოდა თუმცა შაბათს ეროვნულზე მსგავსი ვერაფერი ვნახეთ.
თამაშის განმავლობაში სუ რამოდენიმე სახიფატო მომენტი სეიქმნა მათ შორის 100 პროცენტიანი ერთადერთი იყო რომლის გამოყენებაც დინამოელთა ერთადერთმა გამოკვეთილმა ფორვარდმა(დაუკვირდით დინამოს გამარჯვება უნდოდა რადგან სხვაობა ოლიმპთან 11 ქულა იყო,თუმცა მეორე მხრივ განაცხადში არც არავინ იყო ისეთი ვისაც რეალურად თამაშის გამწვავება სეეძლო)მათე ვაწაძემ (ერთი-ერთზე ჭანტურიას ვერ აჯობა ) მაქამდე მომენტი ვერ გამოიყენეს ოლიმპელებმაც საჯარიმო დარტყმა ლორიამ აიღო.მეორე ტაიმში ყურადღების ღირსი ერთადერთი მმენტი იყო მცველის შეცდომის შემდეგ შოთა კაშია ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა თუმცა კი დარტყმა არ გამოუვიდა.
საბოლოოდ ეს მარაზმი უგოლოდ 0-0 დდასრულდა.
დინამო: ლორია - თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - შ. კაშია, ედნილსონი, ნიკოლოზ ფირცხალავა (76. ნემსაძე), კახელიშვილი, კოშკაძე - ვაწაძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, კაკუბავა, მამუჩიშვილი, ლექვთაძე, სიხარულიძე.
ოლიმპი: ჭანტურია - ღონღაძე, ფრაგა, მაჭავარიანი, ხუბუა (64. რეხვიაშვილი) - ჭედია, კვარაცხელია (46. დობროვოლსკი), იმედაშვილი, აკინო, რ. ჯიქია (83. პ. დათუნაიშვილი) - იაშვილი.
სათადარიგოები: მერლანი, ელოხი, გიგაური, ხიდეშელი.
გაფრთხილება: ფირცხალავა (12), ედნილსონი (27), ფრაგა (30), ხუბუა (59), გ. კაშია (83)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
საშინლად მოსაწყენი და უინტერესო თამაშის შემდეგ ცხადი გახდა თუ რატომ არ დადის ხალხი ჩვენს ჩემპიონატზე.ჩემპიონატის ლიდერის და გამორჩეული მარად ფავორიტი გუნდის შეხვედრაში მაურებელი როგორც მინიმუმ საინტერესო თამაშს მაინც ელოდა თუმცა შაბათს ეროვნულზე მსგავსი ვერაფერი ვნახეთ.
თამაშის განმავლობაში სუ რამოდენიმე სახიფატო მომენტი სეიქმნა მათ შორის 100 პროცენტიანი ერთადერთი იყო რომლის გამოყენებაც დინამოელთა ერთადერთმა გამოკვეთილმა ფორვარდმა(დაუკვირდით დინამოს გამარჯვება უნდოდა რადგან სხვაობა ოლიმპთან 11 ქულა იყო,თუმცა მეორე მხრივ განაცხადში არც არავინ იყო ისეთი ვისაც რეალურად თამაშის გამწვავება სეეძლო)მათე ვაწაძემ (ერთი-ერთზე ჭანტურიას ვერ აჯობა ) მაქამდე მომენტი ვერ გამოიყენეს ოლიმპელებმაც საჯარიმო დარტყმა ლორიამ აიღო.მეორე ტაიმში ყურადღების ღირსი ერთადერთი მმენტი იყო მცველის შეცდომის შემდეგ შოთა კაშია ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა თუმცა კი დარტყმა არ გამოუვიდა.
საბოლოოდ ეს მარაზმი უგოლოდ 0-0 დდასრულდა.

"ლელო "
# 51
ხუთშაბათი, 4 მარტი, 2010 ელი
ფსიქოლოგიური გამარჯვება
გია ტუხაშვილი
საქართველო-ესტონეთი 2-1
1:0 კობიაშვილი (45-პენ), 1:1 პური (83), 2:1 სირაძე (90+4, კვირკველიას პასით)
საქართველო: გ. ლომაია - სალუქვაძე (66. შაშიაშვილი), კალაძე, ასათიანი, კვირკველია - ხიზანიშვილი (56. მენთეშაშვილი), კობიაშვილი - მარცვალაძე (46. მერებაშვილი), გოგუა (84. გ. კაშია), ა. იაშვილი (66. სირაძე) - დვალიშვილი (46. ვაწაძე).
ესტონეთი: აკსალუ (46. კოტენკო) - შიშოვი, პიიროია, ბარენგრუბი, კრუგლოვი - პური, ვასილიევი (46. დმიტრიევი), ვუნკი, სიდორენკოვი (46. რანი) - ვოსკობოინიკოვი (59. პურიე), კინკი (60. კამსი).
გაფრთხილება: პური (20), პიიროია (30), ვოსკობოინიკოვი (32), დვალიშვილი (40), კრუგლოვი (44), პიიროია (45), პურიე (84), კრუგლოვი (90+5)
გაძევება: პიიროია (45), კრუგლოვი (90+5)
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)
სტატისტიკა
24 კარისკენ დარტყმა 8
10 ზუსტი დარტყმა 5
10 ჯარიმა 27
5 კუთხური 0
3 თამაშგარე 2
საქართველო2-0ესტონეთი
საქართველო-ესტონეთი 2-0
1:0 ბარაბაძე (45. კლიმიაშვილის პასით), 2:0 ანანიძე (90+3. ივანიშვილის პასით)
საქართველო: კვასხვაძე - თომაშვილი, კაკუბავა, ხიდეშელი, სანაია (80. თოთაძე) - კლიმიაშვილი, დაუშვილი, განუგრავა, ოქრიაშვილი (74. ივანიშვილი), ანანიძე - ბარაბაძე (90. ძალამიძე).
ესტონეთი: პედოკი - ტენისტე, მოროზოვი, იახიმოვიჩი, კალასტე - მოშნიკოვი, სილასტე (75. ალიკუ), პური, ანიერი (62. ტაარი) - ზენიოვი, სააგი.
გაფრთხილება: სანაია (16), კალასტე (22), ტენისტე (69), პური (72), ბარაბაძე (73), თომაშვილი (83)
არბიტრი: მარიოს სტამატისი (კვიპროსი)
საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა ესტონეთის ნაკრები და გასვლის საკმაოდ რეალური შანსიც შეინარჩუნა .ჩვენმა პატარებმა ძალიან კარგად და დამაჯერებლად ითამაშეს განსაკუთრებით გამოირჩეოდა(უკვე ტრადიციულად)ჯანო ანანიძე და ირაკლი კლიმიაშვილი გამოსაყოფია ასევე ბარაბაძის თამაშიც .
მატჩის პირველი მომენტი ჩვენების იყო მე3 წუთზე სახიფათო საჯარიმო დაინიშნა ჯანოს დარტყმა საკმაო მანძილით გადაცდა კარს.ტაიმის შუაშის ბარაბაძემ საჰაერო ბრძოლა მოიგო და ანანიძე დატოვა ერთიერთზე თუმცა კარგად ვერ დაარტყა ამ უკანასკნელმა.ტაიმის ბოლოს კლიმიაშვილის შესანიშნავ პასს ბარაბაძეს არანაკლებ შესანიშნავი თავური მოყვა და ანგარიშიც გაიხსნა.მეორე ტაიმი ჩვენების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა ანანიძემ ჯარიმიდან ძელს გაარტყა სემდეგ კი ერთი-ერთზე მეკარეს კი აჯობა თუმცა მცველმა კარიდან გამოიტანა ბურთი.თამაშის ბოლოს ლამაზი კომბინაცია რომელიც კლიმიაშვილმა და იწყო და ივანიშვილმა არანაკლებ კარგი პასით ჯანო მონახა ანანიძემაც შანსი ხელიდან არ გაუშვა 2-0.
დინამო4-1გაგრა
თბილისი,ეროვნული,300მაყურებელი
დინამო4-1გაგრა
1-0ვაწაძე7
1-1გაბედავა43
2-1ვაწაძე47
3-1შ.კაშია 56
4-1ჩიკვილაძე86
ჩავარდნილი პირველი წრის შემდეგ თბილისის დინამომ პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა,ამ თამაშს წინ უძღოდა ნაყოფიერი თურქული შეკრება რომლის განმავლობაშიც დინამომ 5 ამხანაგური თამაში ჩაატარა და რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაიმატა.მათგან სამი უკვე გაგრასთან მატჩშივე ძირითადში იყო და ურიგო შთაბეჭდილება არც ერთს დაუტოვებია,გიორგი კახელიშვილი მთელი მათჩი აქტიურობდა(იგი ვიტ ჯორჯიასგან გადმოვიდა) განსაკუთრებით პირველ ტაიმშია მისი აქტიურობა გამოსარჩევი,მაკედონიელი ალექსანდრ კრეტსკი მთელი მატჩი უშეცდომო იყო,შეცდომები ქონდა გიორგი ჩიკვილაძეს თუმცა კი მისი თამაში მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.
მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო უკვე მე7წუთზე ვაწაძემ კახეილიშვილის პასის მერე 4 მეტრიდან უპრობლემოდ გაიტანა მისი პირველი გოლი ამ მატჩსში,ამ გოლის შემდეგ თამაში დაწყნარდა ტაიმის ბოლომდე დინამოს ერთი-ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ქონდა თუმცა უშედეგოდ,ტაიმის მიწურულს კი ჩიკვილაძეს და კახელიშვილის შეუთანხმებელი მოქმდებით გაგრელთა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი გაბედავამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.ტაიმი ასეც მორჩა...
მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრელთა მცველი შეცდა კაშია მეკარესთან პირისპირ დარჩა თუმცა კი დარტყმას პასი ამჯობინა და ვაწაძემ ცარიელ კარში უპრობლემოდ შეაგდო.რამოდენნიმე წუთის მერე გაგრელთა დაცვის მორიგ შეცდომას შოთა კაშიას ეფექტური გოლი მოყვა,ამის მერე თამაშმა აზრი დაკარრგა რამოდენიმე ნაკლებად სახიფათო მომენტი სუ ეს იყო 86-ე წუთამდე.86-ე წუთზე კი ედილსონის საჯარიმოს ჩიკვილაძემ თავი დაუხვედრა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
დინამო4-1გაგრა
1-0ვაწაძე7
1-1გაბედავა43
2-1ვაწაძე47
3-1შ.კაშია 56
4-1ჩიკვილაძე86
ჩავარდნილი პირველი წრის შემდეგ თბილისის დინამომ პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა,ამ თამაშს წინ უძღოდა ნაყოფიერი თურქული შეკრება რომლის განმავლობაშიც დინამომ 5 ამხანაგური თამაში ჩაატარა და რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაიმატა.მათგან სამი უკვე გაგრასთან მატჩშივე ძირითადში იყო და ურიგო შთაბეჭდილება არც ერთს დაუტოვებია,გიორგი კახელიშვილი მთელი მათჩი აქტიურობდა(იგი ვიტ ჯორჯიასგან გადმოვიდა) განსაკუთრებით პირველ ტაიმშია მისი აქტიურობა გამოსარჩევი,მაკედონიელი ალექსანდრ კრეტსკი მთელი მატჩი უშეცდომო იყო,შეცდომები ქონდა გიორგი ჩიკვილაძეს თუმცა კი მისი თამაში მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.
მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო უკვე მე7წუთზე ვაწაძემ კახეილიშვილის პასის მერე 4 მეტრიდან უპრობლემოდ გაიტანა მისი პირველი გოლი ამ მატჩსში,ამ გოლის შემდეგ თამაში დაწყნარდა ტაიმის ბოლომდე დინამოს ერთი-ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ქონდა თუმცა უშედეგოდ,ტაიმის მიწურულს კი ჩიკვილაძეს და კახელიშვილის შეუთანხმებელი მოქმდებით გაგრელთა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი გაბედავამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.ტაიმი ასეც მორჩა...
მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრელთა მცველი შეცდა კაშია მეკარესთან პირისპირ დარჩა თუმცა კი დარტყმას პასი ამჯობინა და ვაწაძემ ცარიელ კარში უპრობლემოდ შეაგდო.რამოდენნიმე წუთის მერე გაგრელთა დაცვის მორიგ შეცდომას შოთა კაშიას ეფექტური გოლი მოყვა,ამის მერე თამაშმა აზრი დაკარრგა რამოდენიმე ნაკლებად სახიფათო მომენტი სუ ეს იყო 86-ე წუთამდე.86-ე წუთზე კი ედილსონის საჯარიმოს ჩიკვილაძემ თავი დაუხვედრა და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
კობი თამაშობს ყენიას კვლავ ტრამვა აქვს

ქართველები გერმანიაში
იმოხილვას ბუნდესლიგით დავიწყებთ, სადაც ლევან კობიაშვილის ახალი გუნდი �ჰერტა� გადარჩენისთვის იბრძვის. მართალია, ბერლინელებმა ამჯერად ვერ მოიგეს, მაგრამ თუკი ნახევარ სეზონში �ჰერტამ� მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა, ორ თამაშში კობის გუნდმა 4 ქულა აიღო და 2010 წელს დაუმარცხებელია. �ჰერტა� მიონხენგლადბახის �ბორუსიას� მასპინძლობდა. ქართველი მცველის ჩაწოდებულ კუთხურს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი მოჰყვა სტუმართა კართან 74-ე წუთზე, თუმცა გუნდებს არ ეწერათ გოლის გატანა ამ შეხვედრაში - 0:0. ლევან კობიაშვილმა 90 წუთი გაატარა �ჰერტას� დაცვის მარცხენა ფლანგზე. �შპორტალმა� ჩვენი თანამემამულის თამაში 3 ბალით შეაფასა: �კარგად აკონტროლებდა ბურთს, ბევრს მოძრაობდა - ასე ითამაშა გუნდის ახალწვეულმა�.
ტრავმირებული ლევან ყენიას �შალკე� �ბოხუმს� ეწვია და 2 ქულა დაკარგა - 2:2. დავით თარგამაძის �ფრაიბურგი� შინ 0:1 დამარცხდა �შტუტგარტთან�, ქართველი ნახევარმცველი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. �შალკე� 38 ქულით მე-3 ადგილზეა, �ფრაიბურგი� 18 ქულით მე-15-ეა, �ჰერტა� 10 ქულით ჯერჯერობით ბოლოა.
ინტერვიუ ალექანდრე ამისულაშვილთან

ნალჩიკის �სპარტაკის� მცველი რუსეთის პრემიერლიგის განვლილ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო... და არა მარტო გუნდში, არამედ საერთოდ - პრემიერლიგის მცველებს შორის. მან ყველა შეხვედრა ჩაატარა და სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ხვდებოდა. �სპორტ-ექსპრესი� ნალჩიკელთა ქართველ მცველს ანთალიურ შეკრებაზე გაესაუბრა.
რატომ არ მიდის �რუბინში�, რატომ დატოვა კიევის �დინამო� და რას მიიჩნევს მცველის მთავარ ღირსებად... ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ალექსანდრე ამისულაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- უპირველესად, თქვენს მომვალზე უნდა გკითხოთ. ამბობენ, ამისულაშვილს ყაზანის �რუბინში� ელიანო�...
- ნალჩიკის �სპარტაკთან� მოქმედი კონტრაქტი მაქვს და მინდა ამ კლუბში ხელშეკრულების ეს ვადა ამოვწურო. ასე რომ, მინიმუმ ზაფხულამდე ნალჩიკის �სპარტაკში� ვიქნები.
- ამ ზამთარს თქვენი გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. არ გაღელვებთ ის, რომ შესაძლოა აუტსაიდერთა შორის იყოს?
- გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და არა მგონია აუტსაიდერთა შორის აღმოვჩნდეთ. ვინც ახლა ჩვენთან ერთად არაა მოსამზადებელ შეკრებაზე, მოგვიანებით ალბათ შემოგვიერთდება კიდეც.
- ალბათ გასული 2009 წლის სეზონი რუსეთის პრემიერლიგაში თქვენთვის საუკეთესო იყო. ყველა, 30-ივე მატჩში შეუცვლელად ითამაშეთ. ცენტრალური მცველი ხართ, მაგრამ 3 გოლი გაიტანეთ და მხოლოდ 3 ყვითელი ბარათი მიიღეთ. გარდა ამისა, ხშირად გასახელებდნენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ეს ჩინებული შედეგებია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- დიახ, დაგეთანხმებით. გასულ სეზონში მართლაც სტაბილურად ვთამაშობდი და კარგად წარმოვჩნდი.
- თქვენგან განსხვავებით ნალჩიკის �სპარტაკი� კარგად ვერ წარმოჩნდა. გუნდს პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ მეორე წრეში ჩინებულად იასპარეზა. შეიძლება ითქვას, რომ ნალჩიკელებმა მეორე წრეში სასწაული მოახდინეს...
- შესაძლოა ასეც ითქვას, გავარდნის საფრთხე დაგვემუქრა და მიზანი ერთი იყო, ლიგაში დასარჩენად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. რაც შევძელით გავაკეთეთ და პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ.
- თქვენს გუნდს წელსაც მძიმე სეზონს უწინასწარმეტყველებენ...
- ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით. წყანარად ვაგრძელებთ მზადებას და გვინდა ახალი სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
- გასულ სეზონში გატანილი სამი გოლით მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მცველ მეგოლეებში პირველ ადგილზე თქვენი თანაკლუბელი ვლადიმირ კისენკოვი გავიდა. თუმცა, თქვენგან განსხვავებით, მას დაცვის გარდა საყრდენ ნახევარმცველადაც უწევდა თამაში. მაინც რა უნდა იცოდეს მცველმა, რომ ხშირად გაჰქონდეს გოლები... და კიდევ ერთი, რატომაა, რომ ნალჩიკის �სპარტაკში� მცველები ასეთი შედეგიანები არიან?
- დაცვაში თამაშისას სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედო. მცველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ მის კართან სახიფათო ვითარება არ შეიქმნას... და თუ მაინც მეტოქე შექმნის საგოლე მომენტს, მაშინ უნდა შეეცადოს შექმნილი ვითარება უნდა განმუხტოს. რაც სეეხება გატანილ გოლებს, �სტანდარტულებისას� მეტოქის საჯარიმოში ჩავდიოდი ხოლმე თანაგუნდელთა დასახმარებლად და მაღალ ბურთზე თავით ვცდილობდი ყველასათვის დამესწრო დარტყმა. ზოგჯერ ეს კარგად გამომდიოდა და გოლებიც გამქონდა... საერთოდ კი, ჩვენ შეტევის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მათ შორის ისეთიც, როცა უშუალოდ მცველები იწყებენ და ამთავრებენ შეტევას. მაგალითად, კისენკოვს კარგი დარტყმა აქვს, მაგრამ მცველის თამაში შეფასების მთავარი კრიტერიუმი უკანა ხაზზე საიმედო თამაშია. ჩემს თამაშს საიმედოდ აფასებდნენ და ალბათ ამიტომაც ხშირად ვიყავი ხოლმე სიმბოლურ ნაკრებში. მცველისთვის მთავარი დაცვაში საიმედო თამაშია, გოლი ეს მხოლოდ ბონუსია.
- ნალჩიკის �სპარტაკში� ერთ-ერთი სტაჟიანი ფეხბურთელი ხართ. ყველაფერი მოგწონთ ამ გუნდში ამდენ ხანს რომ არ იცვლით მისამართს?
- ჩვენს გუნდში ფეხბურთელებს შორის ჩინებული ურთიერთობაა. მთლიანად კლუბში ჯანსაღი ატმოსფეროა შექმნილი. მართალი გითხრათ, თავდაპირველად არ ვფიქრობდი, რომ ამდენ ხანს დავრჩებოდი �სპარტაკში�, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე ამ გუნდში ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს კოლექტივში თბილი და მეგობრული ურთიერთობებია.
- ალბათ ძნელია ყოველწლიურად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა...
- იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ ნალჩიკის �სპარტაკში� ყოფნით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ფავორიტ გუნდში, კიევის �დინამოშიც� ვიყავი, მაგრამ ნალჩიკისგან განსხვავებით იქ თამაშის შანსი ფაქტობრივად არ მეძლეოდა.
- ამიტომაც დატოვეთ უკრაინული �დინამო�?
- დიახ, აშკარა იყო, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. თამაში მინდოდა, კიევში კი ამისი საშუალება არ მეძლეოდა და გადავწყვიტე სხვა გუნდში მომესინჯა ძალები. რუსეთში კი მწვრთნელები მენდნენ და გავამართლე კიდეც.
- კიევის �დინამოს� არაერთ ყოფილი ფეხბურთელი დღეს რუსეთში თამაშობს. თქვენ გარდა, მარცვალაძე, ალადაშვილი... ასათიანი კიევიდან ისევ მოსკოვის �ლოკომოტივში� დაბრუნდა. რატომ ხდება ისე, რომ კიეველებს საქართველოდან მიჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც არ უწევთ თამაში, მერე რუსეთში მიდიან და სტაბილურად ასპარეზობენ...
- თავის დროზე კახა კალაძემ კიევის �დინამოში� ჩინებულად ითამაშა და �მილანში� თამაში დაიმსახურა. კალაძის დამსახურებაა, რომ ქართველი ფეხბურთელებისადმი კიეველებს და საერთოდ უკრაინულ კლუბებს დიდი ინტერესი აქვთ.
- რუსეთში პირველად �შინიკში� გამოჩდნით. ამ კლუბში როგორ აღმოჩნდით?
- მართალი გითხრათ, იმ პერიოდში �სატურნში� უნდა გადავსულიყავი, მაგრამ სავიზო პრობლემამ შემიშალა ხელი. �შინიკი� ამ პრობლემის მოგვარებას დამპირდა, დავთანხმდი. იაროსლავლელებმა სავიზო პრობლემა მომიგვარეს და კონტრაქტიც მათთან გავაფორმე... მერე კი �შინიკიდან� ნალჩიკის �სპარტაკში� გადავედი.
- რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ამ ქვეყნებს შორის ფრენის გაუქმება ალბათ თქვენც გაფერხებთ...
- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცალკე საფიქრალია. არა და ნალჩიკიდან თბილისამდე მხოლოდ 250 კილომეტრია, ნორმალურ პირობებში ავტომანქანითაც შეიძლება მგზავრობა, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. შვებულებისას ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორ ჩავიდე თბილისში, ნალჩიკიდან სამშობლომდე ხან მოსკოვის, ხან კიევის და ხანაც ერევნის გავლით მივფრინავ ხოლმე.
ქართველები თურქეთში
ასათიანი ისევ შეუცვლელია
თურქულ კურორტ ბელექში მყოფმა მოსკოვის �ლოკომოტივმა� საკონტროლო მატჩი ვლადივოსტოკის �ლუჩ-ენერგიასთან� ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. რკინიგზელთა შემადგენლობაში მალხაზ ასათიანმა ჩვეულ ამპლუაში, დაცვის ცენტრში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი დაყო. როგორც იცით, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია, რომ �ლოკომოტივის� მეორე ქართველი დავით მუჯირი კლუბს შეიცვლის.
ჯაბა შეცვლაზე
ჯაბა კანკავა, რომელიც მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ნელ-ნელა შედის ფორმაში, �დნეპრის� მწვრთნელებმა ამჯერად შეცვლაზე ათამაშეს. დნეპროპეტროვსკის �დნეპრმა� ტესტ-მატჩში ავსტრიულ �კაპფენბერგს� 3:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
გურულის საგოლე პასი
ნალჩიკის �სპარტაკმა� დონეცკის �შახტიორთან� ამხანაგური მატჩი 2:1 რომ მოიგო, იმ თამაშში ალექსანდრე ამისულაშვილი და დავით სირაძე �სპარტაკის� ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, მეორე კი 58-ე წუთზე შეცვალეს. გუშინ კი ლვოვის �კარპატიმ� ნალჩიკელებს 2:0 მოუგო. �ქართულ დერბიში� კარპატელი სანდრო გურულის ანგარიშზე საგოლე პასია.
გიგიაძის ტაიმი
სიმფეროპოლის �ტავრია� პოლონეთის ჩემპიონთან, კრაკოვის �ვისლასთან� 0:3 განადგურდა. �ტავრიას� ქართველმა ფორვარდმა ვასილ გიგიაძემ მატჩის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. სხვათა შორის, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მან გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
თურქულ კურორტ ბელექში მყოფმა მოსკოვის �ლოკომოტივმა� საკონტროლო მატჩი ვლადივოსტოკის �ლუჩ-ენერგიასთან� ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. რკინიგზელთა შემადგენლობაში მალხაზ ასათიანმა ჩვეულ ამპლუაში, დაცვის ცენტრში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი დაყო. როგორც იცით, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია, რომ �ლოკომოტივის� მეორე ქართველი დავით მუჯირი კლუბს შეიცვლის.
ჯაბა შეცვლაზე
ჯაბა კანკავა, რომელიც მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ნელ-ნელა შედის ფორმაში, �დნეპრის� მწვრთნელებმა ამჯერად შეცვლაზე ათამაშეს. დნეპროპეტროვსკის �დნეპრმა� ტესტ-მატჩში ავსტრიულ �კაპფენბერგს� 3:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
გურულის საგოლე პასი
ნალჩიკის �სპარტაკმა� დონეცკის �შახტიორთან� ამხანაგური მატჩი 2:1 რომ მოიგო, იმ თამაშში ალექსანდრე ამისულაშვილი და დავით სირაძე �სპარტაკის� ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, მეორე კი 58-ე წუთზე შეცვალეს. გუშინ კი ლვოვის �კარპატიმ� ნალჩიკელებს 2:0 მოუგო. �ქართულ დერბიში� კარპატელი სანდრო გურულის ანგარიშზე საგოლე პასია.
გიგიაძის ტაიმი
სიმფეროპოლის �ტავრია� პოლონეთის ჩემპიონთან, კრაკოვის �ვისლასთან� 0:3 განადგურდა. �ტავრიას� ქართველმა ფორვარდმა ვასილ გიგიაძემ მატჩის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. სხვათა შორის, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მან გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
არავითარი ზენიტი

ბოლო დროს საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. მათ შორის, გამორჩეული უდავოდ გიორგი ჭანტურიაა. 16 წლის ქართველი თავდამსხმელი �ბარსელონაში� აიყვანეს და ნელ-ნელა ძირითად გუნდს უახლოვდება. ამჟამად ორი წლით უფროსებში, �ბარსელონას� �ჟუვენილ B-ში� გამოდის და ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. აქედან ძირითად გუნდამდე კი ორიოდე ნაბიჯია დარჩენილი.
მცირე ხნის წინ �ლელოში� გამოქვეყნებულ სტატიას - �ზენიტი� ჭანტურიას გამო გააქტიურდა�, - დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის �ზენიტი� საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის შეძენით დაინტერესდა და ჭანტურიას სატრანსფერო უფლებების მქონე საფეხბურთო კლუბ �საბურთალოსთან� მოლაპარაკება დაიწყო. თუმცა, სტატიაში გარკვევით გვეწერა, რომ ქართული მხარე ფეხბურთელის მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო კლუბიდან სხვაგან წაყვანას არ აპირებს, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციები გავრცელდა, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს და ლამის ისტერია ატყდა.
გადავწყვიტეთ, თემას კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით და გაგვერკვია, რეალურია თუ არა �ზენიტში� ქართველი ფეხბურთელის გადასვლა?
კახა ჭუმბურიძე, �საბურთალოს� გენერალური დირექტორი: �ჩვენმა კლუბმა �ბარსელონასთან� ერთწლიანი არენდა გააფორმა. ჭანტურია მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სულ მცირე, ერთი წლით ითამაშებს. მის სხვაგან გაშვებაზე არც ვფიქრობთ, თუკი �ბარსელონაზე� უკეთესი კლუბი არ გამოჩნნდა. ასეთი კი, ვეჭვობ, ბუნებაში არსებობდეს. გიორგიც იმავეს ამბობს, თავს მშვენივრად გრძნობს, ესპანურ ენას ალღო აუღო, წინ მიდის და �ბარსელონადან� წასვლაზე რატომ უნდა იფიქროს?�
�ლელო� ფეხბურთელის მამას, დავით ჭანტურიასაც დაუკავშირდა, რომელიც გაოცებულია: �ეს აჟიოტაჟი სულ ტყუილადაა ატეხილი. ყველას გასაგონად უნდა ვთქვა - არც ჩვენს ოჯახს და რაც მთავარია, არც თავად გიორგის �ბარსელონას� �ზენიტში� გაცვლა ფიქრადაც არ ჰქონია და არსად არ მიდის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შვილს ქართველად ვზრდი და მისი რუსეთში წასვლის იდეაც ძალიან არ მომწონს. გიორგი 16 წლისაა, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ამ ოცნებაზე საკუთარი ნებით უარი არ იტყვის. გიორგიმ გარკვევით გვითხრა, რუსეთში თამაში არ სურს�.
ოლიმპი1-1სიმურგი

ოლიმპი-სიმურგი 1:1
23 იანვარი. რუსთავი. ფოლადი.
200 მაყურებელი
1:0 კვარაცხელია (63), 1:1 პირიშიჩი (83)
ოლიმპი: ჭანტურია - ა. გილაური, ელოხი, კვარაცხელია, ხუბუა - ჭედია, იმედაშვილი, პ. დათუნაიშვილი, დობროვოლსკი, ოლუჩე - ჯიქია. შეცვლაზე ითამაშეს: მაჭავარიანი, ხიდეშელი, იკეჩუკვუ, სვანიძე.
შაბათს რუსთავის �ოლიმპმა� მეხუთე საკონტროლო შეხვედრა გამართა - ამჯერად, საქართველოს პირველობის ლიდერი აზერბაიჯანის პირველობის ლიდერთა ექვსეულში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ზაქათალის �სიმურგს� დაუპირისპირდა.
თემურ მახარაძისა და რომან პოკორას გაწვრთნილი გუნდების შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ და ხისტ ორთაბრძოლებში ჩაიარა. პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ვერც ერთი კლუბი ვერ დაეუფლა. თუმცა, �ოლიმპმა� მეტი სახიფათო მომენტი შექმნა. ასე მაგალითად, 7-ე წუთზე ფლანგზე რუსთაველთა შეტევის განვითარებას აქვსენტი გილაური ცდილობდა, მაგრამ ჩაწოდების ნაცვლად, კარში დარტყმა გამოუვიდა და სტუმრები ხარიხამ იხსნა.
23-ე წუთზე �სიმურგის� კარის აღებას დენის დობროვოლსკი ცდილობდა, მაგრამ სტუმართა მცველი ბურთს გადაეღობა და ვითარება განმუხტა.
31-ე წუთზე ძალიან კარგად ითამაშა ნიგერიელმა მარცხენა ნახევარმცველმა ოლუჩემ, რომელმაც ვითარება დროულად და ზუსტად შეაფასა, ბურთი მარცხენა ფლანგზე გელა ხუბუას გადააწოდა, მან კი საჯარიმოში რეზო ჯიქიასკენ გაგზავნა, მაგრამ შეტევა ზაქათალელთა მცველმა შეაჩერა.
33-ე წუთზე სწრაფი შეტევა ისევ ოლუჩემ წამოიწყო, რომლის შედეგად ჯიქია მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ �ოლიმპის� თავდამსხმელი საჯარიმოს ხაზთან სტუმართა უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ მალიგინმა უხეშად მოცელა - მთავარმა არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა �სიმურგის� კაპიტანს მოედანი დაატოვებინა. ამის მიუხედავად, არბიტრი ამხანაგურ შეხვედრაში სიმკაცრეს მოერიდა და აზერბაიჯანელებს სხვა ფეხბურთელის გამოყვანის უფლება მისცა.
მალიგინის გაძევების მერე დანიშნული ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა ავქსენტი გილაურმა, მაგრამ სტუმართა მეკარემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საერთოდ, ამ გუნდების საკონტროლო შეხვედრები ყოველთვის უხეშობით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მეორე ტაიმში კი მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს, ცუდად დაეცა გილაური და მოედანი დატოვა. ის რამდენიმე წუთი გათიშული იყო, მალე გონზე მოიყვანეს, მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, რუსთაველები ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის ტრავმამ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო - გილაურს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
პირველ ტაიმში �სიმურგის� ცენტრალურმა ნახევარმცველმა რუსლან ჰუნჩაკმა ლამის სერიოზული ტრავმა მიაყენა რუსთაველთა ერთ-ერთ ლიდერ დავით იმედაშვილს, რომელმაც დათომ მოედანი მცირე ხნით დატოვა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ თამაში გააგრძელა. ამ ეპიზოდს პატარა შეხლა-შემოხლაც მოყვა, თუმცა სიტუაცია გართულების გარეშე ჩაწყნარდა.
38-ე წუთზე �სიმურგმა� პირველი სახიფათო შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებულ კომბინაციას სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ გია ჭანტურიამ თავისიანები გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დობროვოლსკიმ ეფექტური ჩანაფიქრი ვერ განახორციელა - მოედნის ცენტრიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა, დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
63-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გახსნეს: საჯარიმო გილაურმა შეასრულა, მეკარის საჯარიმოსთან ყველას გია კვარაცხელიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:0. კვარაცხელიას დაცვის ცენტრში გადაყვანა ექსპერიმენტი აღარაა, მახარაძემ მისი უკან დახევა საბოლოოდ გადაწყვიტა და უნდა ითქვას, რომ გია ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, დაცვას ალაგებს და უნარიანად ხელმძღვანელობს. რაც მთავარია, ძალიან საიმედოდ გამოიყურება.
შესვენებაზე �სიმურგის� პრეზიდენტმა ზაურ მამედოვმა თქვა, მეორე ტაიმში ანგარიშს ჩხეტიანის გადაცემით გავათანაბრებთო და ასეც მოხდა: სტუმრებმა ანგარიში მატჩის ბოლოს გაათანაბრეს - გასინჯვაზე მყოფმა სერბმა ფორვარდმა პირიშიჩმა მარჯვენა ფლანგიდან კახა ჩხეტიანის გადაცემა ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.
�ოლიმპის� მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მეორე ტაიმში ნიგერიელი თავდამსხმელი ჩარლზ ობი იკეჩუკვუ გასინჯა. იკეჩუკვუმ 66-ე წუთზე ლამაზი მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში კარში დარტყმა ვერ მოასწრო, თავისიანს გადააწოდა და შეტევა ჩაშალა. ტანმაღალმა და ათლეტურმა ნიგერიელმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, სისწრაფე ვერ გამოავლინა, რადგან ორი დღის ნამგზავრები გახლდათ და როგორც გვითხრა, კუნთები სტკიოდა. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში საინტერესო თვისებები გამოავლინა, შეტევა აზრიანად და სწრაფად გააგრძელა და კარგადაც იხსნებოდა.
თემურ მახარაძე, �ოლიმპის� მთავარი მწვრთნელი: �საერთოდ, ფეხბურთელზე ერთი შეხვედრით ვერ ვიმსჯელებ და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას მოვერიდები. ისიც გავითვალისწინე, რომ ერთი დღე-ღამე მგზავრობდნენ და გუნდთან არც უვარჯიშიათ. ჩამოსვლისთანავე დავაყენეთ და დაღლილობა ეტყობოდათ. ასეთ მდგომარეობაში თავს ვარსკვლავიც ვერ გამოიჩენს. არადა, ეპიზოდებში საინტერესო თვისებები გამოავლინეს. თბილისის �ლოკომოტივთან� კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ, ვარჯიშებზე კიდევ დავაკვირდები და გადაწყვეტილებას მივიღებ. უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, დიდი დატვირთვებით ვვარჯიშობთ და ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ბიჭები ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ... �პასის მიმცემის� პრობლემა გვაქვს? მართალი ხართ. დღე-დღეზე ველოდებით აკინოს, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ის და ფრაგა მალე შემოგვიერთდებიან და ფორმის აღდგენა ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუწევთ�.
ზაქათალელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე ვიხილეთ, რომლის დაბრუნებაც �ოლიმპს� სურს, თავად ღონღაძესაც სურდა წამოსვლა, რადგან ნაკრებში თამაშზე ფიქრობს. აზერბაიჯანში წასულს კი ძველებურ ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა, კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევარში უმთავრდება და �სიმურგი� არ უშვებს. სტუმართა რიგებში შეცვლაზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ კახა ჩხეტიანი, რომან ახალკაცი და დავით ბოლქვაძე. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მწვრთნელი აღარ ენდობა - სტუმართა რიგებში, უმთავრესად, გასასინჯი ფეხბურთელები ვიხილეთ.
რომან პოკორა, �სიმურგის� მთავარი მწვრთნელი: �რამდენი წელია, �ოლიმპს� ვხვდებით და აშკარაა, რომ ორივე კლუბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს სერიოზული ორთაბრძოლა ვიხილეთ და შედეგი ლოგიკურია. ვნახე �დინამო�, �ვიტ ჯორჯია� და ვფიქრობ, ასეთი თამაშით ჩემპიონი �ოლიმპი� უნდა გახდეს�.
ზაურ მამედოვი, �სიმურგის� პრეზიდენტი: �აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე იზრდება. �ოლიმპიც� მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ლოგიკურიცაა, ასეთი მაღალი დონის თამაში რომ ვიხილეთ. ქართველ ფეხბურთელებთან განსაკუთრებული პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ. ეს თვისება წარმატების უპირველესი გარანტიაა. ვფიქრობ, ამ პასუხისმგებლობას ყველა კარგად გააცნობიერებს და საქმეს მეტი მონდომებით მოეკიდება. მაინც გამოვარჩევდი დათო ბოლქვაძეს, რომელმაც იცის თამაში და ჟინიც აქვს. თუმცა, ვიმეორებ - ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კახა ჩხეტიანიც - ჩემპიონატში �სიმურგის� გატანილი გოლების 99 პროცენტი მისი გადაცემების შედეგად გავიდა�.
დაბოლოს, მართალია, რუსთაველებმა საკონტროლო შეხვედრების სერიალის დასრულება �სიმურგთან� მატჩით დაგეგმეს, მაგრამ გეგმა აფრიკელთა გასასინჯად შეიცვალა: მეექვსე საკონტროლო მატჩს �ოლიმპი� 26 იანვარს თბილისის �ლოკომოტივთან�, კვლავ საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს.
დინამო0-1შახტარი


დინამო-შახტარი 0:1
24 იანვარი. ანთალია
0:1 ილსინიო (44-პენ)
დინამო: ლორია - თომაშვილი (63. კაკუბავა), გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - შ. კაშია (57. ფირცხალავა), ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი (69. ჯუსი) - მერებაშვილი (65. აკირემი), ვაწაძე (78. ლექვთაძე). სათადარიგოები: შეყრილაძე, ნემსაძე, ჩადუნელი, სიხარულიძე, გეთიაშვილი, ქანთარია, ოთარიშვილი, თექთუმანიძე.
შახტარი: პიატოვი (61. ხუჯამოვი), სრნა (65. კობინი), კუჩერი (63. იშჩენკო), რაკიცკი (68. ვიცენეცი), რაცი (56. კოსტა), ფერნანდინიო (63. დულიაი), კრავჩენკო (46. ხუბშმანი), ილსინიო (68. ლევანდოვსკი), ჟადსონი, ვილიანი (68. ფომინი), გლადკი (60. აგაჰოვა).
გაფრთხილება: სრნა (15), კუჩერი (33), ჟადსონი (41)
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)
თბილისის �დინამომ� ანთალიაში მეორე საკონტროლო შეხვედრაც უკრაინულ კლუბთან გამართა, თუმცა, ამჯერად, კახა კაჭარავას გაწვრთნილებს �ვოსკლაზე� ბევრად ტიტულოვანი გუნდი, უეფას თასის მფლობელი დონეცკის �შახტარი� დაუპირისპირდა.
თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრა ჩვენი თასის მფლობელის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც დონეცკელთა პრესსამსახურის დეტალური მასალიდანაც დასტურდება.
ე-3 წუთზე ალეკო კოშკაძემ 25 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
მე-5 და მე-9 წუთზე უკრაინელებმა შეუტიეს, მაგრამ ფერნანდინიომ ორჯერვე არაზუსტად დაარტყა. და სილვამ საჯარიმოს ხაზიდან უშედეგოდ სცადა ბედი.
აქტიურობით გიორგი კახელიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც მე-11 წუთზე ანდრეი პიატოვს სახიფათოდ დაურტყა - უკრაინის ნაკრების მეკარემ საიმედო ითამაშა.
მე-14 წუთზე კახელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა, ბურთს დარიო სრნა გადაეფარა, მაგრამ გიორგი მერებაშვილს მიუგორდა, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაში მათე ვაწაძე შენიშნა - �შახტარი� ამ უკანასკნელის არაზუსტი დაარტყმის წყალობით გადარჩა.
მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა ვილიანს შეეძლო, რომელიც მეკარე გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კარს ააცილა.
შემდეგ მარცხენა ფლანგზე შეტევა კახელიშვილმა წამოიწყო და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ვაწაძემ ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ �შახტარი� კვლავ პიატოვის მშვენიერმა რეაქციამ გადაარჩინა - ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26-ე წუთი: კვლავ მერებაშვილი-ვაწაძის კომბინაცია და მორიგი გასროლა - პიატოვი ისევ საიმედოდ გამოიყურება.
32-ე წუთზე თამაშში ლორიაც ჩაერთო - კრავჩენკოს შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
დინამოელები 30-ე წუთზე ვალდებული იყვნენ, ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ მერებაშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაწაძემ კვლავ ვერ ივარგა. ამდენი ეპიზოდის გამოუყენებლობის შემდეგ ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და �დინამოს� კარის ბადე შეირხა: 44-ე წუთზე უკრაინის ნაკრების ფორვარდი ალექსანდრ გლადკიი დინამოელებმა საჯარიმოში წააქციეს, მოლდოველმა არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც ილსინიომ გამოიყენა - 0:1.
მეორე ტაიმი მომენტების მხრივ გაცილებით მწირი გამოდგა - უფრო სახიფათოდ კვლავ თბილისელები უტევდნენ: 50-ე წუთზე �შახტიორის� კარს კვლავ კახელიშვილი დაემუქრა, მაგრამ პიატოვმა დაბალი კუთხისკენ წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.
67-ე წუთზე �დინამოს� ანგარიშის გათანაბრება შეეძლო: დონეცკელთა სათადარიგო მეკარე რუსლან ხუჯამოვი კარიდან გამოსვლისას შეცდა, ერთ-ერთმა დინამოელმა ბურთი კარში გაგზავნა და ამჯერად, �შახტარი� მცველმა რაკიცკიმ გადაარჩინა - ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
უკრაინელებს ასეთი მომენტი არ შეუქმნიათ. ყველაზე სახიფათო დუგლას კოსტას და როშას არაზუსტი დარტყმა აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 53-ე წუთზე, �შახტარის� საჯარიმოში, რაცთან შეჯახებისას, შოთა კაშია დაშავდა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია თბილისელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის ტრავმა.
მოკლედ, თბილისის �დინამომ� 0:1 წააგო, არადა, უკრაინული ვებგვერდების მიმოხილვებიდანაც ჩანს, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ღირსეულად გამოიყურებოდა.
დინამო0-0ვორსკლა


დინამოს პირველი საკონტროლო მატჩი ანტალიურ შეკრებაზე უკრაინის თასის მფლობელ პოლტავის ვორსკლასთან თბილისის დროით 17 სათსა და 30 წუთზე დაიწყო. მატჩი ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში /ძლიერი წვიმა და ქარიშხალი/ მიმდინარეობს. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების შესანარჩუნებლად ამ მატჩის გამართვა ორივე მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია. დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლავთ: ლორია, თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, შ. კაშია, ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი, მერებაშვილი, ვაწაძე.
პირველი ტაიმი 0-0
მეორე ტაიმი. დინამო: შეყრილაძე, კაკუბავა, ჩადუნელი, გეთიაშვილი, მარკოვიჩი (ოთარაშვილი), ლექვთაძე, ნემსაძე, ფირცხალავა (თექთურმანიძე), ჯუისი, ქანთარია, აკირემი (სიხარულიძე).
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მარცხენა მცველის პოზიციაზე 24 წლის სერბმა ფეხბურთელმა ვლადო მარკოვიჩმა ითამაშა, რომელიც ბოლოს მაკედონიის პობედაში გამოდიოდა და დინამოში სინჯებზე იმყოფება.
ხიზანა ნიუკასკლში ბრუნდება?

ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა გასული წელი ჩემპიონშიფის ლიდერ �ნიუკასლში� ჩაამთავრა. დეკემბრის ბოლოს, ხიზანიშვილს საიჯარო 3 თვიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავის კლუბს, �ბლექბერნს� დაუბრუნდა. თუმცა, ხიზანიშვილი მწვრთნელ სემ ელერდაისის გეგმაში კვლავ არაა. ბუნებრივია, ზურა ისევ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს და ამ საკითხზე მისი აგენტი ათოლ სტილი მუშაობს.
დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, ბრიტანულ საიტებზე არაერთი ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, �ნიუკასლს� 6-თვიანი საიჯარო კონტრაქტით ქართველი მცველის დაბრუნება სურდა. თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა. ზურა კვლავ �ნიუკასლის� პასუხს ელის. ჩვენი ინფორმაციით, მისმა აგენტმა ქართველი მცველით პრემიერლიგის ორი კლუბი დააინტერესა, მაგრამ �ბლექბერნს� პრემიერლიგის სხვა კლუბში ზურას გაშვება არ სურს და მის მხოლოდ ჩემპიონშიფში, ანაც სხვა ქვეყანაში განათხოვრებაზეა ყაბულს. ჩვენი ინფორმაციით, ხიზანიშვილით პრემიერლიგიდან �ბოლტონი� და �ჰალი� არიან დაინტერესებულები, მაგრამ...
დაბოლოს, გავიგეთ ისიც, რომ ეროვნული ნაკრების მცველით �ვესტ ბრომვიჩიცაა� დაინტერესებული. ეს კლუბი ჩემპიონშიფში 46 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ �ნიუკასლს� 6 ქულით ჩამორჩება. თუმცა, შესაძლოა სტილმა ზურათი სხვა ქვეყნის კლუბებიც დააინტერესოს. წესით ხიზანიშვილის საკითხი მალე უნდა დასრულდეს, რადგან სატრანსფერო პერრიოდის დასრულებამდე 11 დღეა დარჩენილი.
ახალგაზრდები თურქეთში
23-30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი მატჩებისთვის თურქეთში მოემზადება. გუნდის მთავარი მწვრთნელის ოთარ გაბელიას თქმით, მოწინააღმდეგეთა ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.
�ჯერ არ ვიცით, ვის შევხვდებით, მაგრამ ორ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. თავიდან გვითხრეს, შვეიცარიის გუნდი, ავსტრიული �რაპიდი� და კორეის ეროვნული ნაკრები, მაგრამ ამ უკანასკნელთან შეხვედრის თარიღის დადგენა თავიდანვე ვერ მოხერხდა და შემდეგ ჩვენც უარი ვთქვით, რადგან კორეა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ ბავშვებს ხომ არ მოვკლავდით?! ახლა ყველაზე რეალური შვეიცარიულ �თუნსა� და �სენტ გალენთან� გაჯიბრებაა. წესით, თურქეთში გამგზავრებამდე ეს ყველაფერი გაირკვევა�, - გვითხრა გაბელიამ.
�ჯერ არ ვიცით, ვის შევხვდებით, მაგრამ ორ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. თავიდან გვითხრეს, შვეიცარიის გუნდი, ავსტრიული �რაპიდი� და კორეის ეროვნული ნაკრები, მაგრამ ამ უკანასკნელთან შეხვედრის თარიღის დადგენა თავიდანვე ვერ მოხერხდა და შემდეგ ჩვენც უარი ვთქვით, რადგან კორეა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ ბავშვებს ხომ არ მოვკლავდით?! ახლა ყველაზე რეალური შვეიცარიულ �თუნსა� და �სენტ გალენთან� გაჯიბრებაა. წესით, თურქეთში გამგზავრებამდე ეს ყველაფერი გაირკვევა�, - გვითხრა გაბელიამ.
სტატია იაშკაზე

ეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურში ალექსანდრე იაშვილის �კარლსრუე� სტუმრად აახენში �ალემანიასთან� 1:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში სტუმრებმა ქართველი ფორვარდის გარეშე ითამაშეს. კაპიტანმა იაშვილმა ეს ტური ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა. იაშვილის დანაკლისი კარლსრუელებს რომ დაეტყოთ, ეს არაერთმა გერმანულმა ვებგვერდმა აღნიშნა. საიტმა Bადისცჰე-ძეიტუნგ-მა კი საქართველოს ნაკრების წევრს ვრცელი მასალა მიუძღვნა, რომელიც ქართველი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. წერილის სათაურია �ლამაზი თამაში, კარგი სპექტაკლია� და ის ფეხბურთელის წარსულ წლებს, საქართველოსა და ჩვენს ნაკრებს ეხება. ამ მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ...
�ქართველი სადმე საზეიმოდ თუ არ მიდის, შინ მაინც არ რჩება, ცოლ-შვილთან ერთად, ანაც მარტო თავისიანებთან მიდის (ეს ერთმა მეგობარმა მითხრა და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი). ეს თავისიანები კი უმეტეს შემთხვევაში მისი თანამემამულეები არიან. სწორედ ასეთია �კარლსრუეს� კაპიტან ალექსანდრე იაშვილის ცხოვრების წესი. ასე ცხოვრობდა თანამემამულეებთან ერთად იაშვილი �ფრაიბურგში� თამაშისას. ის �ფრაიბურგში�, თანამემამულეებთან, ლევან კობიაშვილთან და ლევან ცქიტიშვილთან ერთად, წლების განმავლობაში წამყვანი ფიგურა იყო... თუმცა ამჯერად �აკუნა�, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ჩვენი თხოვნით შინაა, კარს გვიღებს და სასტუმრო ოთახში გვეპატიჟება...
�ფრაიბურგში� და �კარლსრუეშიც� იაშვილი ისეთივე საჭირო ფიგურაა გუნდისთვის, როგორიც �ოქროს წლებში� რონალდო იყო�, - ეს ჩემი სიტყვები არაა, �კარლსრუეს� სტაჟიან გულშემატკივართა მოსაზრებაა და ვფიქრობ, ამაში გადაჭარბებული არაფერი უნდა იყოს. იაშვილს იშვიათი ტექნიკა აქვს, სწრაფი გარღვევითა და �ბურთის დამალვით� გამოირჩევა. მისთვის ძნელია ბურთის ართმევა, ამიტომაც მასთან ორთაბრძოლაში მეტოქე იშვიათად რჩება მოგებული...
�კარგი თამაში ყოველთვის გამორჩეული სანახაობაა და ბევრს ხიბლავს. თეატრის დარად, ფეხბურთსაც მაყურებელი და აპლოდისმენტები ამშვენებს. წარმატებასთან ერთად ლამაზად თუ თამაშობ, გულშემატკივარიც მეტი გყავს. ლამაზად თამაში მიყვარს... ლამაზი თამაში კარგი სპექტაკლია და როცა შეგიძლია, ეს უნდა შესთავაზო კიდეც ხალხს�, - ასე ადარებს ფეხბურთს და თეატრს ტექნიკურობით გამორჩეული ქართველი.
33 წლის ტანმორჩილი, მაგრამ ბურთის ფლობითა და ტექნიკით გამორჩეული იაშვილი, საქართველოდანაა, ქვეყნიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მორიგი აგრესია განახორციელა, სეპარატისტული რეგიონი კიდევ უფრო ჩამოაშორა საქართველოს და მერე აფხაზეთთან ერთად მისი დამოუკიდებლობაც აღიარა...
�საშინელებაა, რაც მოხდა. ეს უკვე წარსულია და აღარ მინდა მისი გახსენება. მთავარია, ახლა ჩემს სამშობლოში სიმშვიდეა და იმედი მაქვს, ეს მშვიდობა აღარ დაირღვევა�, - გვითხრა იაშვილმა, რომელსაც აღარ სურს 2008 წლის აგვისტოში მის სამშობლოში მომხდარი სისხლიანი მოვლენების გახსენება და ისიც ეტყობა, რომ პოლიტიკაზე ლაპარაკიც არ არის მისი ინტერესის სფერო.
მისი პირველი უცხოური კლუბი �ლიუბეკი� იყო, სადაც ფოლკერ ფინკემ შეამჩნია და თავისთან �ფრაიბურგში� უხმო. ამ კლუბში იაშვილმა 10 წელი დაყო. ქართველს ფრაიბურგელები მეორე ბუნდესლიგაშიც არ მიუტოვებია.
�ფრაიბურგში� ოქროს წლები გავატარე. ეს გუნდი დღესაც ჩემს გულშია და სამუდამოდ დარჩება�, - სიამოვნებით ამბობს იაშვილი.
ახლა კი ის �კარლსრუეს� წამყვანი ფიგურაა და თავის დროზე ამიტომაც აირჩიეს გუნდის კაპიტნად. მას მოსწონს ეს გუნდი და შარშან ხანგრძლივი კონტრაქტიც გააფორმა.
�კარლსრუეში� ჩინებულად ვგრძნობ თავს და ამიტომაც 2013 წლამდე გავახანგრძლივე კონტრაქტი. ახლა ჩვენს გუნდს მარკუს შუპი თავკაცობს. ის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული კაცია და მჯერა, ჩვენ წარმატებები გვექნება. ბარძაყის კუნთის გამო, ანთალიურ შეკრებაზე ინტენსიურად ვერ ვვარჯიშობდი. თუმცა იმედი მაქვს, სასტარტოს მომდევნო ტურში თამაშს შევძლებ�.
საქართველოს ნაკრების წევრები გამორჩეულ ევროპულ კლუბებში ახლაც ასპარეზობენ, მაგრამ ადრე ასეთი გაცილებით მეტი იყო... იაშვილს ახალი მწვრთნელის, ქეცბაიასი ეიმედება და ნაკრებიდან წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს...
�ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეული ფეხბურთელი, ახლაც არაერთი გვყავს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ბევრად მეტი გვყავდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია. ალბათ სწორედ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით და ამიტომაც არ ჰქონდა წარმატებები ჩვენს ნაკრებს... ახლა ჩვენს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობს. ფეხბურთელობისას ის ყველასათვის მისაბაძი იყო. მწვრთნელობის დიდი სტაჟი არ აქვს, მაგრამ მოკლე პერიოდის მიუხედავად ევროპაში სახელის მოხვეჭა მაინც მოასწრო. ახალ მწვრთნელს ყველა გუნდში ახალი იმედი მოაქვს და ჩვენთანაც ასეა...
როდემდე ვითამაშებ ნაკრებში? კლუბის სასარგებლოდ ეროვნული ნაკრებში კარიერის დასრულება, ქართველის ხასიათში არ ზის. მანამდე ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში, სანამ გუნდს დავჭირდები და გამოვადგები. როცა მივხვდები, რომ სარგებლის მოტანა აღარ შემიძლია, ეროვნულ გუნდთან გამომშვიდობებაზე, მერე ვიფიქრებ�, - აცხადებს იაშვილი, რომლის ნატვრა ეროვნულ გუნდთან ერთად მაღალ დონეზე წარმატებული თამაშია�.
ქეცბაიას თურქული შეხვედრები

ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია ნაკრების წევრ-კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაშია. ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაია თურქეთში ქართველ ლეგიონერთა რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ქეცბაიამ �ანჟის� მოთამაშეები მოინახულა და მახაჩყალელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძესთან ერთად, მის ქართველ შეგირდებსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ თეთრაძის გუნდში მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები - კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი, თავდამსხმელები - ოთარ მარცვალაძე და რევაზ ბარაბაძე თამაშობენ.
მახაჩყალელთა გარდა, ქეცბაია მოსკოვის �ლოკომოტივისა� და �დნიპროს� სპარინგსაც დაესწრო და მალხაზ ასათიანიც მოინახულა. ასათიანი, რომელსაც ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი აღარ იძახებდა, როგორც ჩანს, ესტონეთთან 3 მარტის მატჩშივე დაბრუნდება.
იმავე დღეს, ქეცბაიამ თვალი მიადევნა ასევე �ზესტაფონისა� და �დნიპროს� (მეორე შემადგენლობა) მატჩსაც, რომელშიც დნეპროპეტროვსკელთაგან ერთადერთი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. ცხადია, ქეცბაია კანკავასაც ესაუბრა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანთალიაში კიდევ 5 დღეს დაყოფს და ამ პერიოდში თბილისის �დინამოს� ამხანაგურ მატჩსაც დაესწრება.
ქეცბაია საქეს შეუდგა

ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია იანვარში ანთალიაში აპირებდა ჩასვლას. რა თქმა უნდა, თურქეთსი მისი ვიზიტი სამსახურეობრივი მნიშვნელობისაა და ამ მხრიც არც არაფერი შეცვლილა. ქეცბაია, რომელიც უკვე 18 დღეა, რაც ოფიციალურად ეროვნული ნაკრების თავკაცია, უკვე ანთალიაშია. ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე თათია ბურდულმაც დაგვიდასტურა.
ქეცბაია თურქეთში ქართველი ლეგიონერების კლუბების ამხანაგურ მატჩებს დააკვირდება. ეროვნულის მთავარ მწვრთნელს სურს უცხოურ გუნდებში მოასპარეზე ჩვენს ფეხბურთელებს, საკონტროლო მატჩებში დააკვირდეს და მათზე მეტი წარმოდგენა შეექმნას. როგორც გავიგეთ ქეცბაიას, რამდენიმე ჩვენს ლეგიონერებთან საუბარიც ექნება.
ქეცბაია კვირაზე მეტხანს დაჰყოფს ანთალიაში. შემდეგ ეროვნული გუნდის თავკაცი თურქეთიდან თბილისში დაბრუნდება, სამშობლოში რამდენიმე დღეს გაჩერდება და ისევ კვიპროსზე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, 7 თებერვალს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ბუნებრივია, მას ქეცბაიაც დაესწრება. თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ნაკრების ახალი თავკაცი ესტონეთთან 3 მარტის სადებიუტო ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა შემადგენლობას დაასახელებს.
ვიტ ჯორჯია1-0ნორჩი დინამოელი ნეფთჩში დაწუნებული რაზმაძე ვიტს დაუბრუნდა.

�ვიტ ჯორჯიამ� გუშინ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები პირველი ლიგის ბინადარ �ნორჩ დინამოელს� შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრა �ვიტ ჯორჯიას� სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გელა გომელაურის ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და მინიმალური სხვაობით მოგებას დასჯერდნენ. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინაც დაგვამახსოვრა თავი, როცა IBშU-ს კარიც დალაშქრა.
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, ა. კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე - გ. დათუნაიშვილი, გურეშიძე (62. რაზმაძე), ვასაძე - ჯანელიძე (59. კორიფაძე), ლიპარტია (78. ხოკერაშვილი) - ბერიაშვილი (77. როსტიაშვილი).
�ვიტ ჯორჯიამ� კვლავ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა. ისინი სხვადასხვა კლუბში ცდილობენ მოწყობას და მათი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ლუკა რაზმაძე, რომელიც ბაქოს �ნეფთჩიში� ისინჯებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იგი სეზონს აქვე ჩაამთავრებს. რამდენიმე ლიდერის არყოფნის გამო, კვლავაც მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სეზონის პირველ ნახევარში �ვიტ ჯორჯიას� მთავარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდათ.
ვეტერინარები ამხანაგურ შეხვედრას დღესაც გამართავენ. მათი მეტოქე მეორელიგელი �ზოოვეტი� იქნება. თამაში �ავაზას� მოედანზე 12 საათზე დაიწყება.
ზესტაფონი კანკავას წინაამღდეგ


�ზესტაფონმა� ანთალიაში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და დღეს თურქეთიდან სამშობლოსკენ აიღო გეზი. თუმცა, საქართველოში გამომგზავრებამდე გია გეგუჩაძის გუნდმა ანთალიაში დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები უკრაინის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ �დნიპროს� დაუპირისპირდნენ. თავიდანვე გამცნობთ, რომ უკრაინელთა გუნდში ჩვენებურმა ნახევრმცველმა ჯაბა კანკავამ ითამაშა და გოლითაც გამოირჩა, მაგრამ გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა... დიახ, ეს მატჩი ზესტაფონელებმა მოიგეს, თუმცა სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
იმერელთა კლუბის პრესსამახურის ცნობით, დნეპროპეტროვსკელებმა ზესტაფონელთა კლუბის წინააღმდეგ ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობით ათამაშეს. უკრაინელთა გუნდში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთა მხარდამხარ ორმა ახალწვეულმაც ითამაშა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი საგოლე მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, მაგრამ ნიკა გელაშვილის ძლიერად დარტყმისას უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. მალევე ვლადიმირ გომენიუკი პირისპირ გავიდა ჩვენი გუნდის მეკარესთან, მაგრამ როინ კვასხვაძემ იმარჯვა და უკრაინელი დარტყმული მოიგერია.
თუმცა დამატებაზე ყველას ჯაბა კანკავამ დაასწრო და ანგარიშიც ასე გაიხსნა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კი ჯერ ტერიტორიული, მერე კი სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. გელაშვილს, შოთა გრიგალაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს იმერელთა დაწინაურების თითო კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. თუმცა 74-ე წუთზე ლევან კორღალიძემ ჩინებული პასით ჯაბა დვალი დნეპროპეტროვსკელთა მეკარე მელინოვთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობაც აღადგინა. 7 წუთის შემდეგ კორღალიძემ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას გიორგი ონიანმა თავით ყველას დაასწრო და იმერლებმა 2:1 მოიგეს. �ზესტაფონმა� �დნიპროს� წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რ. კვასხვაძე (46. მამალაძე), ლობჟანიძე, ხიდეშელი (68. კაჭკაჭიშვილი), გ. ონიანი, ელიავა, დაუშვილი (74. გორგიაშვილი), ძარია (62. კორღალიძე), გრიგალაშვილი (62. ბენაშვილი), აფციაური (62. მიქაბერიძე), დვალი, გელაშვილი (65. წინამძღვრიშვილი).
მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობამაც. გურამ ასპინძელაშვილის კრებულში მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმაც ითამაშა. �ზესტაფონი 2� �ავსალარსპორს� გაეჯიბრა და ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იმერელთაგან გოლები ნიკა კვასხვაძემ და ნიკოლოზ ჩიხლაძემ გაიტანეს. გურამ ასპინძელაშვილმა თურქების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (46. კიკაბიძე), მჭედლიშვილი (46. ამაშუკელი), კაჭკაჭიშვილი (30. კუბლაშვილი), კობახიძე (80. სარდანაძე), მაკარიანი (46. ლურსმანაშვილი), ცხადაია (46. გურაბანიძე), გორგიაშვილი (46. გიორგობიანი (74. გაჩეჩილაძე), ბენაშვილი (46. კაპანაძე), ნ. კვასხვაძე (46. კიკნაველიძე), ჯოხაძე (46. ჩიხლაძე), ლომია (68. ღირდალაძე).
დაბოლოს, ერთი სიახლეც უნდა გაცნობოთ, რომელიც გეგუჩაძის გუნდს ეხება. ორმა ფეხბურთელმა, მცველმა დავით მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გიორგი მიქაბერიძემ �ზესტაფონთან� 3-3 წლიანი კონტრაქტები გააფორმეს. 22 წლის მჭედლიშვილი �ამერში� ასპარეზობიდან გვახსოვს. ამავე ასაკის შემტევი ნახევარმცველი მიქაბერიძე კი აქამდე რუსთავის �ოლიმპში�, ზუგდიდის �მგლებში�, ახალციხის �მესხეთსა� და ტყიბულის �მეშახტეში� თამაშობდა.
დვალიშვილი თავის ამპულაში

ისრაელის ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი ჰაიფას �მაქაბი� მე-13 ადგილოსან რამათ განის �ჰაპოელს� ეწვია და 5:0 გაანადგურა. ელიშა ლევის გუნდი, რომლის ასისტენტიც ქართველი გიორგი დარასელიაა, ბრწყინვალედ თამაშობს - 18 თამაშიდან 17 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი, ბურთების ფანტასტიკური შეფარდებით - 43:8. �მაქაბი� კონკურენტებს ახლოსაც არ იკარებს. ლადო დვალიშვილმა მატჩის მე-10 და მე-40 წუთებზე გამოიჩინა თავი, ერთი საგოლე პასიც მიითვალა (მე-7 წუთი) და 62-ე წუთზე ვალმოხდილმა დატოვა სტადიონ �ვინტერის� მოედანი. თავიდან ლადომ მარცხენა მცველ რაფაელოვს გაატანინა, სამ წუთში კი თავად გაიტანა, რაფაელოვის წამოწყებული კომბინაცია სამხრეთაფრიკელმა მასისელამ გააგრძელა და ქართველმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მეორე გოლის გატანის წინ ჩვენებურმა ხელიდან გაუშვა ბრწყინვალე შანსი, ამიტომ როცა მან კოჰენის დარტყმულს დაამატა, აცილების უფლება აღარ ჰქონდა. ლადოს და თელ ავივის �ჰაპოელის� შემტევ ეტეი შეხტერს 13-13 გოლი აქვთ გატანილი, მათ მხოლოდ ქართველის მეწყვილე შლომი არბეიტმანი (15 გოლი) უსწრებს. დვალიშვილმა ჩემპიონატში 8 საგოლე პასი მიითვალა.
სამი ტურის განმავლობაში ზედიზედ სამი დუბლი ჰაიფას �მაქაბის� ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაუხერხებია - ეს კლუბისა და ებრაული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა ზაჰი არმელიმ შეძლო 1987-88 წლების სეზონში. არმელიმ 179 მატჩში �მაქაბის� მაისურით 90 გოლი გაიტანა, ლადოს ანგარიშზე ლიგატ ჰა'ალში 18 თამაშში გატანილი 13 გოლია. სხვათა შორის, 1986 წელს ზაჰი ოფიციალურად მიიწვია ტურინის �იუვენტუსმა�, მაგრამ ჰაიფელთა ხელმძღვანელობამ ბომბარდირს მიწვევა დაუმალა, არმელიმ მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიგო ამის შესახებ. იმედია, ახლა კლუბში ვითარება შეიცვალა და ლადოს რომელიმე ევროპული გრანდის მიწვევას არ დაუმალავენ...
კობის წარმატებული დებიუტი

მაშ ასე, შაბათს ლევან კობიაშვილის რიგით მესამე გერმანულ გუნდში შედგა დებიუტი - ბერლინის �ჰერტამ� 32 წლის ქართველის მისვლა ბერლინურ გუნდში ფეხბედნიერი გამოდგა - �ჰერტამ� სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, სტუმრად 3:0 გაანადგურა �ჰანოვერი�. კობიმ დაცვის მარცხენა ფრთაზე ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. �შპორტალმა� ჩვენებურის თამაში 3 ბალით შეაფასა: �კობიაშვილი თავიდანვე მობილიზებული და თავდაჯერებული იყო, თუმცა საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე პიშჩეკმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა�, - წერს საიტი შეფასების განმარტებაში. მწვრთნელმა ჩვენებური შეაქო: �კობიაშვილი ძალიან კარგად აკონტროლებს ბურთს და იწყებს შეტევებს�.
ოლიმპი0-4დინამო ინტერვიუ მწვრთნელებთან


- ბატონო თემურ, დღეს საკმაოდ გახსნილი ფეხბურთი ითამაშეთ, რაც თქვენს გუნდებს არ ახასიათებთ ხოლმე...
- ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვაკვირდები, ვინ რას წარმოადგენს და დავალებებს როგორ ასრულებს.
- დაახლოებით მსგავსი ვითარებაა �დინამოშიც� და �ოლიმპის� ასეთი ანგარიშით წაგება გასაკვირი იყო...
- ჩვენ ორჯერადი, მძიმე დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ და ბიჭებმა სათამაშოდ ძალების აღდგენა ვერ მაოხერხეს. ჩვენების მოძრაობა და, მთლიანობაში, თამაშის ხარისხი ძალიან არ მომეწონა.
- კოტდივუარელი თავდამსხმელი რჩება?
- ჟოანი? არა, რა რჩება, სირცხვილია... �ოლიმპი� ჩემპიონობისთვის იბრძვის და ასეთი თავდამსხმელი ნამდვილად არ გამოგვადგება. არ მომეწონა.
- კიდევ ვის უშვებთ?
- ამას ჯერ ვერ გეტყვით, ცხინვალის �სპარტაკთან� მომდევნო მატჩის შემდეგ ჩამოვყალიბდებით.
- სლოვაკი რომან ხომიჩეკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მას �სპარტაკთანაც� დავაკვირდებით, თავის გამოსაჩენად კიდევ ერთ ტაიმს მივცემთ. დღეს ვერ დატოვა სასურველი შთაბეჭდილება, მაგრამ ვნახოთ...
კახა კაჭარავა: თექთურმანიძე რჩება, კრსტესკის კიდევ შევხედავთ...
- ბატონო კახა, კოშკაძისა და ფირცხალავას დაბრუნებით, სულ სხვა �დინამო� ვიხილეთ - აზრიანი და დალაგებული.
- რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რადგან უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და მათ გვერდით გამოუცდელი მამუჩიშვილი და ნემსაძე თავს ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძნობენ. მე ახალგაზრდებით უკმაყოფილო კი არ ვიყავი, მაგრამ მათი ასაკისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა. იმედი მაქვს, ასეთი გამოცდილი ბიჭების დახმარებით, ისინი თავის სიტყვას იტყვიან.
- �დინამოში� გამოჩნდა გიორგი თექთურმანიძე, იგივე �ჩიორა�. ის კლუბში რჩება?
- დიახ, რჩება, რადგან მას აქვს ფეხბურთელის მონაცემები. მთავარია, რაც შეიძლება მეტი და მონდომებით ივარჯიშოს.
- მაკედონიელი კრსტესკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მან �დინამოში� უკვე მეორე შეხვედრა გამართა და ვერ ვიტყვი, რომ მისით უკმაყოფილო ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, წინ კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაა და ვნახოთ, კრსტესკის კიდევ დავაკვირდებით.
ოლიმპი0-4დინამო

ოლიმპი-დინამო 0-4
0:1 კოშკაძე (2. ფირცხალავას პასით), 0:2 ჩიკვილაძე (27. ედნილსონის პასით), 0:3 შ. კაშია (31), 0:4 ნემსაძე (70. აკირემის პასით)
ოლიმპი: ჭანტურია - დათუნაიშვილი, მაჭავარიანი, ელოხი, გილაური - ჭედია, კვარაცხელია, დობროვოლსკი, იმედაშვილი, ხომიჩეკი - ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: ხიდეშელი, ხუბუა, ჟოანი, რეხვიაშვილი, თარხნიშვილი.
დინამო: ლორია (46. შეყრილაძე) - თომაშვილი (60. კაკუბავა), გ. კაშია (60. გეთიაშვილი), კრსტესკი (60. ჩადუნელი), ჩიკვილაძე (60. ოთარაშვილი) - შ. კაშია (55. ლექვთაძე), ედნილსონი (55. ნემსაძე), ფირცხალავა (46. მამუჩაშვილი), კოშკაძე (55. თექთურმანიძე), კახელიშვილი (55. ჯუისი) - ვაწაძე (55. აკირემი).
არბიტრი: ლ. სილაგავა
�შავი ზღვის უნივერსიტეტთან� მოგებისა (4:0) და �გაგრასთან� ფრედ დასრულებული (3:3) საკონტროლოების შემდეგ რუსთაველები მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდნენ და თანაც, მტკივნეული ანგარიშით - შაბათს �ფოლადის� სტადიონზე �ოლიმპმა� მესამე სპარინგმატჩი ჩაატარა და თბილისის �დინამოსთან� 0:4 წააგო.
კახა კაჭარავასა და თბილისის �დინამოს� ხელმძღვანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენეს, ტრავმირებულები მომჯობინდნენ და მართალია, შეხვედრა არაოფიციალური იყო, მაგრამ ისეთი ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს, რაც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ რთული მისაღწევია.
რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულ ალეკო კოშკაძეზე ორიოდე სიტყვა რომ არ ვთქვათ, არ შეიძლება. მან გუნდს ის აზრი და სიმწყობრე დაუბრუნა, რაც გუნდს მისი ტრავმის შემდეგ გაუქრა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნიკა ფირცხალავას გამოჩენაც... მოკლედ, �დინამოს� შუა ხაზი საგრძნობლად მოძლიერდა.
შეიძლება ითქვას, თბილისელებმა მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში დაჯაბნეს - გაცილებით სწრაფად და აზრიანად მოქმედებდნენ, ვიდრე �ოლიმპი�. ისიც უნდა ითქვას, რომ თემურ მახარაძემ თავისიანებს ისეთი გახსნილი ფეხბურთი ათამაშა, რის უფლებასაც ოფიციალურ მატჩებში საკუთარ თავს არ მისცემდა. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეხვედრას გასასინჯ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და გუნდის შესათამაშებლად იყენებდა, თუმცა დინამოელებს უფრო მეტი მონდომებაც ეტყობოდათ.
ჯერ გუნდებს სალამი არ ჰქონდათ მოთავებული, როცა ფირცხალავამ კოშკაძეს გაუთამაშა ბურთი და უკანასკნელმა ახლო მანძილიდან �ოლიმპის� კარში პირველი გოლი გაიტანა - 0:1. ამ ეპიზოდში აშკარად გამოჩნდა, რომ რუსთაველთა დაცვამ ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მაჭავარიანისა და ელოხის შეუთამაშებლობის ლოგიკური შედეგი გახლდათ.
თენგიზ ჩიკვილაძემ �დინამოში� პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა. მან ყოფილი კლუბის კარი 27-ე წუთზე, ედნილსონის გადაცემის შემდეგ აიღო - 0:2. მცველები ამჯერადაც შეცდნენ.
ამის შემდეგ მასპინძლები კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სისწრაფე, სიმწვავე და ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდა. 44-ე წუთზე გია კვარაცხელიას შეეძლო სხვაობის შემცირება, როცა გილაურის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ქიჯია თავით კარში გზავნიდა, ის კი ამ ბურთს მეკარის საჯარიმოში დახვდა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.
ამასობაში, �დინამომ� მესამე გოლის გატანაც მოახერხა. ისევ სწრაფი და მწვავე კონტრშეტევა, ისევ შეცდომა დაცვაში და... კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მათე ვაწაძეს რუსთაველთა მეკარე გია ჭანტურია კი აჯობებს, მაგრამ მოგერიებულ ბურთი კარში შოთა კაშია აგზავნის - 0:3. ამის შემდეგ, მახარაძემ შეცვლები დაიწყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა კაშიამ და ვაწაძემ კიდევ ერთი მწვავე შეტევა განავითარეს, მაგრამ მათემ მიზანს ააცილა. კაჭარავამ კი მეორე ტაიმში ყველა ფეხბურთელი შეცვალა და დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს: 70-ე წუთზე ჯორჯ აკირემის გადაცემა ვაჟა ნემსაძემ გოლით გადაასრულა - 0:4.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს დაშავდა ახალგაზრდა დინამოელი გიორგი მამუჩიშვილი, რომელმაც საზარდული გაიჭიმა და ჯერ უცნობია, ვარჯიშს როდის გაანაახლებს. ეს ხელოვნურსაფარიანი მოედნის ერთ-ერთი მინუსია, რაც მსგავს საფარზე ხშირი მოვლენაა - ამას აბრალებდა ტრავმას თავად მამუჩიშვილი, რომელიც გუშინ �დინამოს�?თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა. �ოლიმპი� ჯერ მაჭარივითაა და მახარაძე მეორე წრემდე უპირებს დაღვინებას. ამ პროცესში კი, როგორც ჩანს, რუსთაველებს რამდენიმე ფეხბურთელთან მოუწევთ შელევა. �ოლიმპში� პირველად და, ალბათ, უკანასკნელადაც ითამაშა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ჟოანმა, რომელიც გასინჯვაზე იმყოფებოდა. ის ბევრს დარბოდა, მოძრაობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მართალია, არ უთამაშია მაგრამ რუსთავში იმყოფებოდა მეკარე მირზა მერლანი, რომელიც იმედოვნებს, რომ უთამაშებლობით დაკარგულ ფორმას აღიდგენს და გუნდს გამოადგება. კლუბი ამ უდავოდ ნიჭიერ და სასარგებლო, მაგრამ �დარდიმანდ� მეკარეს კარიერის აწყობის კიდევ ერთ შანსს აძლევს - ალბათ, უკანასკნელად. ყველა აღიარებს, რომ მერლანი გამორჩეული ნიჭის პატრონია, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ჰყავს და თუ რეჟიმში ჩაჯდა, მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენი ფეხბურთისთვისაც.
კანკავა გამოჯამრთელდა

როგორც ირკვევა უკრაინული დნიპროს ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა უკვე საბოლოოდ გამოჯამრთეელდა იგი დნიპროს შეკრებაზეც გაყვა უკვე.მას ტრამვის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და ნამდვილად სასიხარულოა მისი დაბრუნება.
როგორც გაუწყებდით, ეროვნული ნაკრების ფორვარდ ბექა გოცირიძის ბედი სამედიცინო შემოწმების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც გასული წლის ივნისში ავტოავარიაში მოჰყვა, �დნიპროში� საფუძვიანი სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ირკვევა, ბექა სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით დაიწყებს ინდივიდუალურად მომზადებას. გუნდს კი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ �დნიპრო� 30 ფეხბურთელის შემადგენლობით, მოსამზადებელი შეკრებისთვის ანთალიაში გაემგზავრა. გოცირიძე დნეპროპეტროვსკში დატოვეს, ამავე გუნდის მეორე ქართველი, ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კი თურქეთში გაემგზავრა.
�დნიპრო� ანთალიაში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დნეპროპეტროვსკელები მოსკოვის �ლოკომოტივს�, �ზესტაფონს�, მოსკოვის �დინამოსა� და ავსტრიულ �კაფენბერგს� გაეჯიბრებიან.
ბურდული პრაღაში?

საქართველოს ნაკრების და დინამო თბილისის ყოფილი ნახევარმცველი თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიჩნეული ლადო ბურდული ამ ბოლო დროს ვეღარ ბრწყინავდა .,სწორედ ამიტომ სასიამოვნოა ინფორმაცია რომელიც გაზეთ ლელოში გამოქვეყნდა.
ლადო ბურდული სიმფეროპოლის �ტავრიიდან� წამოვიდა. ის ამ კლუბში შარშან ჩაირიცხა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ათამაშებდა და იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.
ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ლადომ სხვადასხვა კლუბის შეთავაზება ახსენა. სანდო წყაროს მეშვეობით, მხოლოდ ერთი მათგანის შესახებ გავიგეთ - 28 წლის ნახევარმცველს პოპულარული ჩეხური კლუბი პრაღის �სპარტა� იწვევს. ეს ბურდულის მენეჯერის დამსახურებაა, თუმცა მწირი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩეხებმა ჩვენებურს მიმზიდველი პირობები ვერ შესთავაზეს.
ბურდულმა მენეჯერს პირობა წაუყენა, რომ პირობების გაუმჯობესებას მიაღწიოს. ცნობისთვის, �სპარტაში� ორიოდე ლიდერი 12-12 ათას ევროს იღებს, დანარჩენების ხელფასი კი 3-დან 7 ათას ევრომდე მერყეობს.
უკრაინასა და რუსეთში ბურდული ბევრად უკეთეს პირობებს შეეჩვია და მისი მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ერთიცაა - ნაკრებში დაბრუნების მსურველი ფეხბურთელისთვის პრაღის �სპარტაში� მოხვედრა სასურველი ვარიანტი გვგონია. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში მას ბოლო დროს საქმეები ვერ აეწყო. მოკლედ, ჩეხურ გრანდში ჩარიცხვის პერსპექტივა 29 წლის ბურდულისთვის უდავოდ მშვენიერი შანსია, ფორმა რომ აღიდგინოს და ნაკრებში დაბრუნდეს.
ზესტაფონის მორიგი ამხანაგური

ზესტაფონი� ორი გუნდით ანთალიაში მზადებას აგრძელებს. ყაზახურ �ტობოლთან� მარცხის (0:5) შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერლები გუშინ კიდევ ერთ ყაზახურ გუნდს, ამჯერად �ჟეტისუს� უნდა გაჯიბრებოდნენ, მაგრამ... ზესტაფონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები ამხანაგური მატჩის გამართვის ადგილზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ჩვენები სხვას მოურიგდნენ და გუშინ თურქეთის �პურსაქლარსფორს� (რანგით მესამე ლიგის III ჯგუფი, მეცხრე ადგილი 12-გუნდიან ჩემპიონატში) დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ �ტობოლთან� მატჩში 4 გოლი სლოვენიელმა გოლკიპერმა ნემანია იოზიჩმა გაუშვა. იოზიჩს ზესტაფონელები უკვე დაემშვიდობნენ და გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთი უცხოელი მეკარე გამოცადეს. ამჯერად იმერელთა სასტარტო შემადგენლობაში, კარის დარაჯად ბრაზილიელი ელტონ გომეს დოს სანტოსი იყო გამწესებული. გეგუჩაძემ ადგილობრივი ქვედალიგოსნის წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა: ელტონი (73. მეშველიანი), მჭედლიშვილი, კობახიძე, გორგიაშვილი (46. კაჭკაჭიშვილი), მაკარიანი, ბენაშვილი (76. გურაბანიძე), ცხადაია (65. გორგიაშვილი), მიქაბერიძე, ნ. კვასხვაძე (46. ლომია), წინამძღვრიშვილი, ჯოხაძე (41. ჩიხლაძე).
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ზესტაფონელები დაშვებული შეცდომების გამო მწარედ დაისაჯნენ და შესვენებამდე 0:3-ს აგებდნენ. თუმცა მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა. 61-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. მე-80 წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც გეგუჩაძემ მეორე შეიყვანა მოედანზე, პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის მიწურულს კი რატი წინამძღვრიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 3:3 და შეხვედრაც ამ შედეგით დასრულდა. �ზესტაფონი� მომდევნო საკონტროლო მატჩს 17 იანვარს დნეპროპეტროვსკის �დნიპროსთან� გამართავს.
მორიგი თამაში ჩაატარა დუბლებმაც. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი ადგილობრივ ქვედალიგოსან �სარილარსფორს� გაეჯიბრა და 3:4 დამარცხდა. ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
მეშველიანი (64. კიკაბიძე), ამაშუკელი, კობახიძე (46. კაჭკაჭიშვილი/85. ლომია), კუბლაშვილი, ლურსმანაშვილი, გურაბანიძე, გიორგობიანი (64. გაჩეჩილაძე), ჭანკოტაძე (11. კიკნაველიძე), ჯოხაძე (57. კაპანაძე), ლომია (68. ღირდალაძე), ჩიხლაძე.
იმერელთა გუნდიდან ამ შეხვედრაში ერთი გოლი გიორგი ჯოხაძემ გაიტანა (პენალტით), ნიკოლოზ ჩიხლაძემ კი დუბლი მიითვალა.
ახალი სპონსორი

დინამოს საიტზე კიდევ ერთი ახალი და კვლავ სასიხარულო ინფორმაცია გაჩდა.
დინამოს ერთ-ერთი სპონსორი ვითიბი ბანკი ჯორჯია, ამიერიდან გენერალური სპონსორი იქნება. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ და ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ბანკი ჩვენი გუნდის გენერალური სპონსორი წელიწადნახევრის მანძილზე იქნება. პრეზენტაციაზე კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ამირან ღიბრაძემ, ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ, გიორგი მერებაშვილმა და ედნილსონმა ბანკის წარმომადგენლებს გუნდის ახალი მაისურები გადასცეს, რომელსაც ვითიბის ლოგო დაამშვენებს.
ხელები შორს ჭანტურიასგან


17 წლამდელთა ლიდერ,ბარსელონას ასაკობრივ გუნდში მოთამაშე ჭანტურია რუსული გუნდების ყურადღების ქვეშ მოექცა.ლელოს დღევანდელ ნომერში სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი.
�ექსპრეს-გაზეტაში� რუსულ სატრანსფერო სეზონთან დაკავშირებულ სტატიაში საინტერესო ფრაზა ამოვიკითხეთ: �რუსეთში ახალგაზრდა ქართველების გადაბირების მოდა მოსკოვის �სპარტაკმა� შემოიტანა, რომელმაც ფეხბურთს ნიჭიერი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე აღმოუჩინა. მათ ცსკა-მ და სანკტ პეტერბურგის �ზენიტმაც� მიბაძეს. არმიელებმა იუნიორი ნიკა ძალამიძე მიიწვიეს, პიტერელებმა კი გიორგი ჭანტურია. თოთოეული მათგანი 17 წლისაა�.
გუშინ მოსკოვის ცსკა ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. ალიკანტეში მთავარ გუნდთან ერთად ნიკა ძალამიძეც მოემზადება. არმიელები ესპანეთში ორ საკონტროლო შეხვედრას ორი შემადგენლობით გამართავენ - ეს იქნება 24 იანვარს ნიუ იორკის �რედ ბულთან�, სადაც 19 წლის გიორგი ჩირგაძე თამაშობს, და შვეიცარიულ �ქსამაქსთან�.
ჯანო ანანიძე დიდი ხანია მოსკოვის �სპარტაკში� ირიცხება. მასზე ბევრი გვითქვამს და დაგვიწერია, ამიტომ, აქ აღარ განვმეორდებით. ძალამიძის არმიული ტრანსფერიც მკითხველისთვის �ლელოდან� გახდა ცნობილი, მაგრამ გიორგი ჭანტურიას სანკტ პეტერბურგის �ზენიტში� წასვლის ამბავი კი დაუჯერებლად გვეჩვენებოდა. როგორც ცნობილია, ამის თაობაზე პირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმავე გადაცემაში განაცხადა - �ზენიტი� კარგი გუნდია, მაგრამ �ბარსელონადან� ჭანტურიას წამოსვლა სასურველი არ არისო. სხვათა შორის, ამასვე ამბობდა ქეცბაიას წინამორბედი ექტორ კუპერიც.
როგორც ცნობილია, ჭანტურია საფეხბურთო კლუბ �საბურთალოსა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერია. �ბარსელონაში� ის შარშან გადავიდა. მაშინ ასეთი ვარაუდიც გაჩნდა, თითქოს ეს ფეხბურთელის ოჯახმა �იჩალიჩა�. ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო - დრომ გამოაჩინა, რომ ეს �ვარაუდი�, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ჭანტურია მართლაც გამორჩეული ნიჭის პატრონია. �ბარსელონას� �ჟუვენილ A-ში�, ორი წლით უფროს ფეხბურთელებში, გიორგი ლიდერად ჩამოყალიბდა და ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს. �ბარსელონასა� და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მისი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ სწორედ რუსული და უკრაინული გრანდები.
ღმოჩნდა, რომ დიდი �მოძმე� ქვეყნის მედიაში ჭანტურიასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ლამის ყველა წამყვანი გაზეთი და ინტერნეტგამოცემა �ბარსელონას� ქართველი ტალანტის სანკტ პეტერბურგში შესაძლო გადაბარგებას ეხმაურება და იქვე არ ავიწყდებათ ანანიძეც, საიდანაც სათავე აიღო ბოლოდროინდელმა რუსულმა სატრანსფერო... ასე ვთქვათ, მოდამ.
სანკტ პეტერბურგის �ზენიტის� ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელიც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდ �რომაში� მუშაობით არის ცნობილი. არცაა გასაკვირი - გასულ სეზონში კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონი ევრო იყო! �მოსკოვსკი კომსომოლეციც� ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე ევროპელ ვარსკვლავთან ერთად, �ზენიტმა� ჭანტურიას გადაბირებაც გადაწყვიტა და არც ის ფაქტი გამორჩენიათ, რომ ქართველ ტალანტს იტალიაში �ბრეშაც� იწვევდა.
�თავდაპირველად, ჭანტურიას �ზენიტის� ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ სახეზეა საინტერესო ტენდენცია - ელიტური რუსული კლუბები ჭაბუკი ქართველების ხარჯზე ძლიერდებიან. 17 წლის თავდამსხმელმა ტექნიკურობით, უნივერსალიზმითა და საქართველოს იუნიორთა ნაკრებში მშვენიერი თამაშით სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. თუმცა �ზენიტში� ამ ინფორმაციის კომენტარს თავს არიდებენ და აცხადებენ, რომ ახალწვეულებს მხოლოდ ახალი წლების შემდეგ დაასახელებენ�, - წერს სანკტპეტერბურგული �კომსომოლსკაია პრავდა�.
ყოველკვირეული �ფუტბოლის� ინტერნეტვერსიაში �ზენიტის� შესაძლო ახალწვეულებზეა ლაპარაკი - ანდრეა დოსენას (�ნაპოლიში� გადავიდა), კახა კალაძის, ლუიზაოს, კრისტიან მოლინაროს (�შტუტგარტში� გადავიდა), ამანტინო მანსინის (�მარსელს� ათხოვეს), მატეო ბრიგის, ჰარი კიუელის, ადრიან მუტუს, პეტერ კრაუჩისა და რომან პავლიუჩენკოს გვერდით, ჭანტურიას ხსენება, ბუნებრივია, ძალიან გვეამაყება... სასიამოვნოა იმის წაკითხვა თუ მოსმენაც, გიორგის �ბარსელონას� ლიდერად რომ მოიხსენიებენ. თუმცა, იმედია, ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გააგრძელებს კარიერას, რაც ისევ მისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის იქნება უკეთესი.
�კატალონიელთა გუნდის �ჟუვენილ A-ში� ჭანტურიას წარსულში �ბარსას� ცნობილი ფეხბურთელი სერხი ბარხუანი ავარჯიშებს. �ბარსელონა� ჭანტურიას სამი წელი აკვირდებოდა და 2009 წელს კონტრაქტიც გაუფორმა. ზაფხულში ჭანტურიამ �ბარსას� ძირითად გუნდშიც ივარჯიშა. ასაკის მიუხედავად, მშვენივრად განვითარებული აღნაგობითა და მარცხენა ფეხით მშვენიერ დარტყმით გამოირჩევა. კატალონიური გრანდის ფანები ფორუმებზე მის თამაშში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტექნიკასა და პლასტიკას ხედავენ. თუმცა ერთია, ჰგავდე იბრაჰიმოვიჩს, და მეორე - მისი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდე�, - წერს �სპორტდეი�.
ჩვენი ინფორმაციით, �ზენიტი� ფეხბურთელით ისე დაინტერესდა, �საბურთალოსთან� (რომელმაც თავდამსხმელი �ბარსელონაში� ერთწლიანი არენდით გაუშვა) მოლაპარაკებებიც წამოიწყო. თუმცა �საბურთალოც� ფეხბურთელის �ბარსელონაში� დატოვებას ემხრობა.
დინამოში მატებააა

თენგიზ ჩიკვილაძე დინამოელია. ჩვენმა გუნდმა 26 წლის მცველთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა, მომავალშიუფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით. თენგიზ ჩიკვილაძე წლების განმავლობაში ამერის ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე კი ბოლნისის სიონში გამოდიოდა.
www.fcdinamo.ge
ინტერვიუ ქართველ მცველთან რომელიც დაიბეჭდა ლელოს დღევანდელ ნომერში.
- როგორც გავიგეთ, �დინამოსთან� ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ...
- ასეთ ხანმოკლე კონტრაქტს საფუძველი გააჩნია. ეს ნახევარი წელი გუნდს გავიცნობ, თავადაც უკეთ დამაკვირდებიან და თუკი ჩემი დატოვება საჭიროდ ჩათვალეს, ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გავაფორმებთ. ბოლნისის �სიონში� თავს კარგად ვგრძნობდი, თანაგუნდელებთანაც ჩინებული ურთიერთობა მქონდა და ხელმძღვანელობასთანაც. თუმცა ყველაზე ამბიციურ ქართულ კლუბში თამაში ყოველთვის მსურდა. თითქმის ყველა ლიდერ გუნდში მითამაშია და ჩემთვის თითოეული მათგანი ძვირფასია, მაგრამ უცხოეთში იცნობენ თბილისის �დინამოს�, ხოლო �ვიტ ჯორჯია�, �ზესტაფონი� და �ოლიმპი� ჯერჯერობით ამით ვერ დაიკვეხნიან. ამიტომაც მახარებს ამხელა ტრადიციების მქონე კლუბში მოხვედრა. მაგრამ პირველ რიგში, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, ზაფხულში კონტრაქტს გავაგრძელებთ.
- დიდი ხანია, რაც �დინამოში� გადასვლას გთავაზობენ?
- �დინამოს� ხელმძღვანელობამ მითხრა, ხმალაძე ისრაელში წავიდა და მის ნაცვლად, შენი მოყვანა გვსურსო.
- როგორც შევიტყვეთ, ტაშკენტის �ლოკომოტივიც� გიწვევდათ...
- დიახ, მიწვევდა და ვაპირებდი კიდეც წასვლას, მაგრამ �სიონი�-�ნორჩ დინამოელის� საკონტროლო შეხვედრისას ერთმა აფრიკელმა მცველმა ლამის ფეხი მომტეხა, დღემდე ტრავმა მაქვს და ვერ გავემგზავრე. ნატკენი ფეხით ჩასვლას რა აზრი ჰქონდა, საძუნძულოდ ხომ არ ჩავიდოდი? ამ დროს გამოჩნდა �დინამო� და უზბეკეთზე აღარც მიფიქრია. ასე მგონია - ფეხბურთელი თბილისის �დინამოსა� და ტაშკენტის �ლოკომოტივს� შორის არჩევანს არც უნდა აკეთებდეს.
- ტრავმა სერიოზულია?
- ჰემატომა მაქვს და ნორმალურად ერთ კვირაში თუ განვაახლებ ვარჯიშს. მე და გიორგი მერებაშვილი ინდივიდუალურად ვემზადებით.
- უზბეკეთში სინჯებზე გიწვევდნენ?
- ფაქტობრივად, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. თუმცა �დინამოს� შეთავაზებამ უზბეკეთს ხაზი გადაუსვა.
- აქამდე არასდროს მიუწვევიხართ �დინამოს�?
- არა, ეს პირველი შემთხვევა იყო. აქამდე რომ ეთქვათ, აუცილებლად დავთანხმდებოდი.
- ოდესმე უცხოეთის ნორმალურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობა თუ გქონდათ?
- �ამერში� თამაშის პერიოდში, მე და ირაკლი დოლიძე სიმფეროპოლის �ტავრიაში� მიგვიწვიეს. გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხაილ ფომენკოს ძალიან მოვეწონეთ. საკონტროლო შეხვედრაც კარგად ჩავატარეთ, კომბინაცია დაცვიდან დავიწყე, დოლიძეს გავუთამაშე და გოლით დავასრულე. მენეჯერმა გვითხრა, ორივეს გტოვებენო და პირობებიც გაგვაცნო. ამის შემდეგ პრეზიდენტთან შევიდა. თუმცა იქიდან უკმაყოფილო გამოვიდა, ვერ შევთანხმდითო და რა გაეწყობოდა, წამოვედით. არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი დატოვება სურდათ. სხვათა შორის, მაშინ დავრწმუნდი, რომ უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთული არ ყოფილა. ბევრს არ სჯერა, მაგრამ ქართველებს მართლა გამორჩეული ტექნიკა გვაქვს, უკრაინელებს სირბილში არ ჩამოვრჩებოდით, ტექნიკაში კი აშკარად ვჩაგრავდით...
- ყოველთვის გამოირჩეოდით მცველისთვის უჩვეულო შედეგიანობით...
- ფეხბურთში არასტანდარტული აზროვნება ბევრს ნიშნავს. ყველა რომ ელოდება, ისეთი მოძრაობა არ უნდა გააკეთო. მე კი ყოველთვის ვცდილობ, მოულოდნელი გაგრძელება მოვიფიქრო და მეკარეს მომენტი შევურჩიო. სხვათა შორის, ცხინვალის �სპარტაკს� რომ გავუტანე გოლი, მაშინაც ასე მოვიქეცი - მივხვდი, რომ მეკარე გადაცემას ელოდა და დავარტყი...
- ბოლნისის �სიონმა� დავალიანება გაგისტუმრათ?
- თანხის ნაწილი ჯერ კიდევ ასაღები მაქვს...
ლაშა ჯაკობია დოპინგზე ჩავარდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლაშა ჯაკობია დიდ სკანდალში გაეხვა - 29 წლის ფეხბურთელი დოპინგტესტზე ჩავარდა და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. 26 სექტემბერს ჯაკობიას �არსენალი� ზაპოროჟიეს �მეტალურგთან� 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა დოპინგტესტი გაიარა...
პასუხი დადებითი აღმოჩნდა. განმეორებით ცდაზე თავად ჯაკობიამ თქვა უარი. უკრაინული მედიის ცნობით, ლაშამ აღიარა, რომ საქართველოში ყოფნისას, ღვინოში ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი გააზავა და ეს თურმე სტრესის მოსახსნელად გააკეთა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ლაშას გულწრფელი აღიარება და მხოლოდ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა (წესით, ერთწლიანი ეკუთვნოდა).
ახალ სეზონში ჯაკობიამ კიევის �არსენალის� რიგებში სულ 13 წუთი (3 მატჩის ჯამი) დაჰყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ჯაკობია მისი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იყო და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში აშკარა ლიდერიც გახლდათ.
1998-99 წლებში ლაშა ლიეჟის (ბელგია) �სტანდარდში� ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამას მოჰყვა იჯარა სხვადასხვა ბელგიურ კლუბში - �ვიზეში� (18 თამაში, 14 გოლი), �ლიეჟში (14 თამაში, 14 გოლი). 2000 წელს ის ასევე ბელგიურ �აალსტში� გადავიდა (3 თამაში, 1 გოლი), ირიცხებოდა �მონსსა� და ბუქარესტის �რაპიდშიც�...
2003 წელს ჯაკობია საქართველოში დაბრუნდა, საიდანაც ბერძნულ �იანინაში� (7 თამაში, 4 გოლი) გადავიდა. 2004 წლიდან დღემდე თამაშობს უკრაინაში, სადაც ხან ხარკოვის �მეტალისტის� ღირსებას იცავდა და ხან კიევის �არსენალის�. უკრაინაში გატარებულ ხუთნახევარ სეზონში ლაშამ სულ რაღაც 14 გოლი გაიტანა, თუმცა იყო პერიოდიც, როცა �მეტალისტის� კაპიტანი იყო...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად 2004 წელს, მოლდოვასთან მატჩისთვის გამოიძახეს.
ბუნდესლიგა სტარტს დღეს აიღებს

დღეს 15 იანვარს დაიწყება გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე და რადგან გერმანიის ჩემპიონატში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ბუნდესლიგა ჩვენთვისაც იქნება საინტერესო.
რა თქმა უნდა ქართველი გულშემატკივრის ინტერესი ბერლინის �ჰერტასადმი� მას მერე გაიზარდა, რაც ამ გუნდში ლევან კობიაშვილი გადავიდა. როგორც ჩანს კობის დებიუტი სწორედ მეორე წრის სასტარტო ტურში შედგება. ამას გერმანული მიმომხილველებიც არ მალავენ. �ჰერტამ� მალიორკაზე შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში უკანასკნელ საფეხურზეა და ადგილის დარჩენისთვის იბრძოლებს, ფანებმა გაამხნევეს. დედაქალაქური კლუბი სრული შემადგენლობით შეხვდა გულშემატკივარს. რა თქმა უნდა, ამ თავყრილობაზე ლევან კობიაშვილიც იყო. ფანების მთავარი ინტერესი ახალწვეულებისადმი იყო მიმართული და ლევან კობიაშვილიც ყურადღების ცენტრში მოექცა. ბერლინელთა გუნდის ერთგულმა ქომაგებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ კობის დიდად ეიმედებათ. ქართველმა ლეგიონერმა კი კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სჯერა �ჰერტას� არ დაქვეითდება და მომდევნო სეზონშიც ბუნდესლიგაში იასპაერეზებს... ფანები ლევანს უთხრეს, რომ 16 იანვარს, �ჰანოვერთან� გასვლით შეხვედრაში მის დებიუტს მოელიან და გულმხურვალედ უქომაგებენ.
გერმანიაში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზე ვთქვათ. ბუნდესლიგის მეორე წრისთვის �ფრაიბურგმა� სამზადისი დაასრულა. ფრაუბურგელებმა დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა �ბადენოვა შტადიონზე� შვეიცარიულ �ბაზელთან� გამართეს და 1:2 დამარცხდნენ. �ფრაის� შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. თარგამაძე 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაშინ როცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული.
თარგამაძის �ფრაიბურგი� ბუნდესლიგის სეზონს ზეგ, 16 იანვარს �ჰამბურგთან� გასვლითი შეხვედრით განაახლებს. ფრაიბურგელებს პირველი წრის შემდეგ 18 ქულა აქვთ, ცხრილში მე-13 საფეხურზე არიან და გაავარდნი ზონაში მყოფ გუნდებთან მხოლოდ 2 ქულა აშრებთ.
კალაძემ როგორც იქნა ითამაშა

გუშინ �მილანმა� იტალიის თასის მეოთხედფინალში გააღწია, სადაც �უდინეზესა� და �ლუმეცანეს� შორის დღევანდელ მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. �როსონერიმ� კი სერია ჩ-ს ბინადარი �ნოვარა� დაამარცხა - 2:1. ლეონარდომ სერია A-ს ბატალიებით გადაღლილი შემადგენლობა დაასვენა და ბოლოხანს სათადარიგოებს შორის გამწესებულთ მისცა თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის, კახა კალაძეს, რომელიც ჯუზეპე ფავალისთან წყვილში დაცვის ცენტრს ამაგრებდა.
კალაძეს ჰქონდა საგოლე შანსი მანამ, ვიდრე მე-12 წუთზე ფილიპო ინძაგი გახსნიდა ანგარიშს. �ნოვარამ� მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინა წონასწორობა, როცა პაბლო გონსალესი საჯარიმოს ხაზთან ჩვენი ნაკრების კაპიტანს გაექცა და მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ ძელთან დააჭედა. გამარჯვების გოლი კი მე-80 წუთზე მატიო ფლამინიმ გაიტანა. კალაძემ ბოლომდე ითამაშა და გოალ.ცომ-სგან შეფასებად 5.5 ბალი დაიმსახურა.
Subscribe to:
Comments (Atom)
